x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
რამდენ ცხენს ხედავთ? ფოტო, რომელიც თავსატეხად იქცა
უკვე დიდი ხანია თავსატეხების გამოცნობა, ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და სახალისო გასართობს წარმოადგენს. ალბათ ყველას მოგიწიათ მრავალ თეთრ ძაღლში პანდას ამოცნობა; ან სულაც კატებსა და ძაღლებს შორის უცხო ობიექტი აღმოგეჩინათ; კაბისა და სპორტული წყვილის- ფერების დადგენაც ხომ დიდი თავსატეხი იყო. პროფესიის არჩევის პროცესში თქვენი ნიჭისა და უნარების გაცნობიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს უნდა წარმოადგენდეს. რა ხდება, როცა თქვენი უნარები და სამუშაო ერთმანეთს არ შეესაბამება? ასეთ ვითარებაში ადამიანს მუშაობის პროცესში სიამოვნების მიღების შესაძლებლობა ერთმევა. რაც უფრო შორდებით თქვენი ნიჭისა და უნარების სრულად გამოხატვის შესაძლებლობას, მით უფრო ნაკლები შანსია მიიღოთ სიამოვნება სამუშაოსგან.

სამუშაო უნარები - ეს არის კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეთ კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაინტერესებთ ფლობთ თუ არა "უნარს"?


1. მინდა წარმოგიდგინოთ მხატვარი Bev Doolittle-ს არაჩვეულებრივი ნახატი სახელწოდებით "Pintos", რომელიც 1975 წელს შეასრულა. სამხრეთ ამერიკაში მეუღლესთან ერთად მოგზაურობის დროს გადააწყდა ამ არაჩვეულებრივ პეიზაჟს, რამოდენიმე ცხენს ერთად, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მის მეხსიერებაში და ჩვენ ის ტილოზე გადმოგვცა, თუმცა საინტერესო მოტივით. მთავარია დაძაბოთ ტვინი და თვალები, დააკვირდით ყურადღებით პეიზაჟს და გამოიცანით სულ რამდენი ცხენი დახატა Bev Doolittle-მ.


პასუხებს სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ.

image




2. ეხლა კი გთავაზობთ მომდევნო სურათს, რომელიც ეკუთვნის Jim Warren-ს და "შვიდი ცხენი" ეწოდება. მასზე შვიდი ცხენია მოცემული, თუმცა ეჭვი მეპარება შვიდივეს მოძებნა შეძლოთ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი გონებრივი უნარ-ჩვევებია საჭირო და ალბათ შეძლებთ ამ ოპტიკურ დავალებასაც გაართვათ თავი.

image


ჯიმმა საოცარი სცენით წარმოაჩინა ცხენები, ერთ მათგანს სანაპიროზე ყველა ამჩნევს, მომდევნო სამის პოვნაც არაა რთული თუ კი დაძაბავთ გონებას პეიზაჟის მიღმა, თუმცა ბოლო სამის პოვნა ძალიან ბევრს გაუჭირდა.



მინიშნებას მოგცემთ და გეტყვით, რომ მწვანე კონტურებშიც ეძებოთ. იპოვეთ?


მე-6 ცხენის პოვნაც არ იქნება ადვილი, ხოლო მე-7 ცხენის პოვნისთვის დიდი მიხვედრილობა, დაფიქრება და ლოგიკა გჭირდებათ.



პასუხები:



1. Bev Doolittle- ს "Pintos"-ი.

image


2. Jim Warren- ის "შვიდი ცხენი".

imageimageimageimage
მე-6 ცხენის საპოვნელად დავალება რთულდება და როგორც ხედავთ ფოტოს ამოტრიალება გახდა საჭირო, მე-7 ცხენმა კი უბრალოდ ნაკვალევი დაგვიტოვა.


იხილეთ აგრეთვე:



ყველაზე საინტერესო თავსატეხი, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა


იპოვეთ შეცდომა მხოლოდ 7 წამში


20 განსაცვიფრებელი ოპტიკური ილუზია, რომლებიც აგიფეთქებთ ტვინს


რამდენი საზამთროა სურათზე? ფოტო, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა


მხოლოდ ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით ამოხსენით მაგალითი


0
2379
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0