x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პიკანტური ფოტოპროექტი, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - რა ხდება სოციალურ ქსელში ფოტოს განთავსებისას
image

თანამედროვე საზოგადოებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კანონები დღეს უკვე საკუთარ წესებს გვთავაზობენ და ხშირ შემთხვევაში გვკარნახობენ ამა თუ იმ საქციელს. სოციალური ქსელების მნიშვნელობა დაუჯერებელი სისწრაფით იზრდება და ახლა ადამიანზე მეტად, სოციალურ ქსელში მისი ანგარიში ფასობს. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ თავიანთ პროფილზე ხელმომწერთა რიცხვი გაზარდონ. ბევრი მათგანი არაფერზე არ იხევს უკან და მზადაა კამერის წინ გაშიშვლდეს კიდეც, ოღონდ კი ფოტოს "ლაიქები" მოემატოს....

სწორედ თანამედროვე საზოგადოების ამ სენს ეძღვნება იტალიელი მხატვრის მარკო ონოფრის ფოტოების სერია, სახელწოდებით "ხელმომწერები". 14 ფოტოსგან შექმნილ ფოტოპროექტში ავტორი გვიყვება, როგორ გამოიყურება სინამდვილეში თანამედროვე მოდელების ამგვარი ეგზიბიციონიზმი და ხაზს უსვამს დღევანდელი სამყაროს ამგვარ მანკიერებას.

ერთი შეხედვით ფოტოები არც თუ ისე ადვილი გასაშიფრია: მათში წარმოდგენილი სცენები ერთდროულად არეული და დამაინტრიგებელია და, ავტორის აზრით, ასახავს სცენარებს, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდება სოციალურ ქსელებში. "ხელმომწერები" ერთგვარი კომენტარია იმაზე, თუ როგორ აზიარებენ მომხმარებლები თავიანთ ინტიმურ ფოტოებსა და მომენტებს და ნაკლებად თუ წარმოუდგენიათ (ან იქნებ წარმოუდგენიათ კიდეც!) თუ ვინ შეიძლება ეს ყველაფერი ნახოს.

თითოეული ფოტოს ცენტრშია შიშველი მოდელი, რომელზეც მიშტერებულია სრულიად სხვადასხვა ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანების ჯგუფი.

პროექტზე მუშაობა ერთი წლი მიმდინარეობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ჩეზენაში. თითოეული ფოტოსათვის სესია გრძელდებოდა 2 საათი. მასში წარმოდგენილი ადამიანები შერჩეული იქნა ინტერნეტის საშუალებით. მათ სთხოვეს, რომ ფოტოსესიაზე მოსულიყვნენ სწორედ იმ ტანსაცმლით, რომელიც ეცვათ მაშინ, როცა ფეისბუქზე გაგზავნილ პროექტში მონაწილეობის თხოვნაზე უპასუხეს. ხოლო მოდელებს, რომლებიც ასევე სხვადასხვაა ყველა ფოტოზე, სესიაზე სთხოვეს იგივე პოზა დაეჭირათ, რაც თავიანთ ფეისბუქის გვერდზე ბოლოს განთავსებულ სურათზე ჰქონდათ.

მოდით, უბრალოდ დავათვალიეროთ ფოტოები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვეუბნება ავტორი...

(ცხადია, ორიგინალში პატარა გულების სახით ჩადგმულ ცენზურას ადგილი არა აქვს).


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

იხილეთ ასევე:


1. 10 უხერხული შემთხვევა, რომელიც ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათ



2. როგორ იღებენ "Playboy"-სათვის ეროტიკულ ფოტოებს - რა ხდება ჟურნალის კულისებში


3. გოგოები სოციალურ ქსელში ფოტოებზე და რეალობაში - შოკისმომგვრელი განსხვავება და ახალი ინტერნეტ ტრენდი


4. როდესაც პოზირება სხვა რამეში ერევათ!


5. როგორ წარმოედგინათ დაორსულება სსრკ-ში: ამბავი, რომლის დაჯერებაც ძნელია














6
9296
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9296
  
ფროიდი იკითხეთ.
მორალზე ტლიკინებს ყოველთვის ყველაზე დაკომპლექსებული და ხელმოცარული ქვეადამიანი.
არც ის დაგავიწყდეთ რომ ნუდიზმში ცუდი არაფერია რაც არ უნდა გვიბურღონ ტვინი მორწმუნე მორალისტებმა. ამერიკასა და აფრიკაში, ასევე ავსტრალიაშიც გვეყნისაა "ნუდისტი" ველური ტომები, რომლებსაც ვაფშე არაფერი არ აცვიათ. მაგის გარდა ჩვენი წინაპარი ჰომონიდები (მათ შორის ზეზვა და მზია) ასევე "ნუდისტები" იყვნენ. კმარა, დადგა დრო ბოლო მოეღოს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ფსევდომორალისტურ პროპაგანდას. მე ჩემი ვთქვი. და საერთოდ ვისაც ეროტიკა არ უყვარს, იმან იცოდეს რო მისი მოსაზრება ჭეშმარიტება არაა... რადგანაც ჩვენ ყველას გვზრდიან და ვიმყოფებით ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ, ასე რომ რასაც ვტლიკინებთ მუდამ ვიღაც სხვისი მიერ ნათქვამის გამეორებაა. საკუთარი აზრი არავის აქვს. ყველა იმეორებს იმას რაც დედ–მამამ და მასწავლებლებმა ჩაუტენეს ტვინში.
სტატიის ავტორმა გაიხაროს. მშვენიერი სტატიაა, გაკეთებული ტვინიანი ადამიანის მიერ.
მორალისტების გრძნობებს რო იცავენ, ჩემს ერომანულ გრძნობებს ვინ დაიცავს? მე რა ადამიანი არ ვარ რაკი ეროტიკები მევასება? :დდდ
იცით რა? ეროტიკის და პორნოგრაფიის სიყვარულის გამო არაერთხელ მომისმენია ჩემი მისამართით ახალგაზრდა მორალისტი გოგოების წყევლა–გინება, არაერთხელ დამბლოკეს ფეისბუქზე, მიწყებდნენ საუბარს მორალზე და ამორალზე, მეტლიკინებოდნენ დანაშაულზე და უხამსობაზე... იცით რა? სექსუალობა და სექსუალური ლტოლვა რომ არა კაცობრიობა გაჩენის დღიდან 70 წელიწადში გადაშენდებოდა და ამოწყდებოდა, ცხოვრებაში წვინტლიანი სიყვარული კი არაა მთავარი, არამედ როგორც ფროიდი ამტკიცებდა – ლიბიდო! ლიბიდო ყველას აქვს, მაგრამ უბრალოდ რელიგიამ დააკნინა და დაამდაბლა სექსუალობის კონცეფცია. მსოფლიოში საზარელი ომია გაჩაღებული სექსის წინააღმდეგ, საუბრობენ მორალზე და ცენზურაზე... როგორც ერთხელ გიორგი მაისურაძემ, ილიაუნის პროფესორმა თქვა სუთიძესთან სტუმრად რო იყო გადაცემა "საუბრები რელიგიაში" საქართველოში (და საერთოდ მსოფლიოში) კონსერვატორთა ტვინებში მორალი, ზნეობა და გარყვნილება გაიგივებულია მაინცდა მაინც სექსუალობასთან! თავიდან ბოლომდე! თითქოს ამის გარდა სხვა პრობლემა არ არსებობდეს. ეს ნათქვამი სწორია. ყველაზე ბუნებრივი ადამიანისთვის არის სექსუალობა და სწორედ ამას ებრძვიან ბნელი ხალხი. ფეისბუქზე და ვაფშე თითქმის ყველგან იკრძალება სექსუალური ტიპის კონტენტი, არ გაინტერესებთ რატო? არ იკრძალება დედა რო ძუძუს აწოვებს ეგ და შრამებიანი ან ინფექციიანი მკერდი და ვაფშე სხეული, არ გაინტერესებთ რატო? თითქოს "იცავენ" ხალხს ტერორისტებისგან... ჰე... მე ერთი მილიონჯერ მაინც დამემუქრა მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს მინიმუმ ნახევარი მაინც დედაჩემის გაუპატიურებით და ჩემი თავის მოჭრით. ვერ შეიგნო ამ ხალხმა რომ ვნება ადამიანისთვის როგორც ბიოლოგიური არსებისთვის არის სავსებით ბუნებრივი (!!!!!!!!!). ამათ რო კითხო ეს ვნება "ამორალურია" და ბუნებრივია ძუძუთი კვების გამოსახვა.... ვაი ამ იდიოტებს! მაგათ რომ ვუყუროთ საერთოდ ამოვწყდებით, რაც აქვს კიდეც გეგმაში მსოფლიო ელიტას (ბილდებერგის კლუბს)... დანარჩენი თვითონ გაარკვიეთ.
0 1 6