მუსიკა ბობ მარლი 2012, 7 ივნისი, 13:07 50-იანი წლების მიწურულს მარლი, ისევე როგორც სხვა იამაიკელი ახალგაზრდები დედაქალაქში კინგსტონში ჩავიდა, სადაც დასახლდა ღარიბ რაიონ ტრენჩტაუნში.იქ მან გაიცნო ნევილ ლივენგსტონი და ბანი.მალე გადადგა პირველი ნაბიჯები მუსიკაში.სკოლის დამთავრების შემდეგ მარლიმ მუშაობა დაიწყო შემდუღებლად, თავისუფალ დროს კი მუსიკის შესწავლას ანდომებდა.ამაში მას დაეხმარა ცნობილი იამაიკელი მუსიკოსმა ჯო ჰიგსი, რომელიც ბობს და ბონის უფასო გაკვეთილებს უტარებდა. ცოტა ხანში შედგა ნაცნობობა პიტერ მაკინტოშთან, რომელიც მომავალში გახდა ცნობილი როგორც პიტერ ტოში. 1977 წლის ივლისში მარლის ფეხის დიდ თითზე აღმოუჩინეს სიმსივნე. მან უარი თქვა ამპუტაციაზე, იმ მიზნით რომ ვეღარ შეძლებდა ცეკვას. 1980 წელს მარლი გამოვიდა ზიმბამბვეში.ამას მოყვა გასტროლები გერმანიაში, მაგრამ ამერიკული ტურნე გადაიდო, როცა მარლის გული წაუვიდა ნიუ-იორკის პარკში სირბილის დროს.ბობმა გაიარა მკურნალობის კურსი მიუნხენში კიბოს საუკეთესო სპეციალისტ ჯოზეფ ისელსასთან, მაგრამ უშედეგოდ. 1980 წლის 4 მაისს ქრისტიანულმა ეკლესიამ მონათლა, როგორც ბერხანე სენაციე(სამების წმინდა სინათლე), შემდეგ დააჯილდოვეს იამაიკის ღირსების ორდენით.ბობ მარლის უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები იამაიკაში გაეტარებინა.იამაიკაში მიმავალი თვითმფრინავი იძულებული გახდა მაიამიში ჩაფრენილიყო მომღერალის ჯამრთელობის გაუარესების გამო.ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად 1981წლის 11 მაისს პალატაში გარდაიცვალა. 101 2-ს მოსწონს
|