ელ. წიგნები 10 საინტერესო ფაქტი კარტოფილის შესახებ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2016, 9 ნოემბერი, 12:58 კარტოფილი არის მრავალწლოვანი გორგლიანი სახეობები Solanum-ის გვარის ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კარტოფილი და ჩილური კარტოფილი. ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამირიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანათში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565 წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც XVII საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია. 1970 წელს მსოფლიოში კარტოფილი დათესილი იყო დაახლოებით 22, 3 მლნ. ჰა-ზე. საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად 1820-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, 1913 წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა.
დაივიწყეთ ყველაფერი კარტოფილის შესახებ და გაოცებისთვის მოემზადეთ! რადგან დღეს რასაც წაიკითხავთ კარტოფილზე, ძალიან გაგაოცებთ! წარმოგიდგენთ 20 საინტერესო ფაქტს კარტოფილის შესახებ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ... 1. არ შეინახოთ კარტოფილი სითბოში ან ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივი სხვდება. მწვანე შეფერილობა არის იმის ნიშანი, რომ კარტოფილი სინათლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რამაც მასში დიდი რაოდენობით ქლოროფილის წარმოქმნა გამოიწვია, ქლოროფილი კი ადამიანისთვის საშიში არ არის. თუმცა მეორე მხრივ, მზის სინათლის მოქმედება ხელს უწყობს სოლანინის, გლიკოალკალოიდის გამომუშავებასაც, რომელიც დიდი რაოდენობთ მიღებისას ტოქსიკურია. აქედან გამომდინარე შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები: გულისრევა, დიარეა, ღებინება, კუჭის სპაზმები, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. 2. კარტოფილი შეიცავს უხვი რაოდენობით ფოსფორს, რაც მამაკაცების სექსუაურ კავშირს აძლიერებს!
3. ასუფთავებს სისხლს, მავნე ნივთიერებებისგან და ანახლებს უჯრედებს!
4. პირველი სახეობის კარტოფილის გულის ფერი არის მწვანე, ხოლო მეორე სახეობისა - ყვითელი. მწვანე ფერის კარტოფილს ევროპაში საქონელს აჭმევენ.
5. სიბენელეში კარტოფილის შენახვა იწვევს B და K - ვიტამინების დაკარგვას.
6. კარტოფილი შეიცავს მანგანეზს, რომელიც ქალის კანის "ერთგული მეგობარია". ეს ძვირფასი ბოსტნეული მხოლოდ არ იჭმევა, კარტოფილით სახის კრემებს და საწმენდ ნიღაბებს აკეთებენ.
7. პერუ კარტოფილის დედაქალაქად ითვლება, რადგან ყველაზე მეტის სახეობის და ფერის კარტოფილი ზუსტად ამ ქვეყანაშია. თუმცა კარტოფილის წარმოებითა და მოხმარებითაც ლიდერობს ჩინეთი!
8. ექსპედიციაში მონაწილე მეზღვაურებს, კარტოფილი ძალიან მოსწონდათ. თან ძღებოდნენ, თან კიდევ იმ ვიტამინების წყალობით, რომელსაც კარტოფილი შეიცავს, სხვადასხვა ზღვის დაავადებებებისგან ინკურნებოდნენ. თუმცა თავდაპირველად ევროპელებმა კარტოფილი არ მიიღეს, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ ეს მცენარე არ იყო შხამიანი!
9. კარტოფილის წარმოება მარტივია, თუმცა შენახვა რთული. ძირითადად 4 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ინახავენ, საშუალო ტემპერატურად მიიჩნევა 7-10 გრადუსი!
10. ბოლო 50 წლის განმავლობაში კარტოფილით არავინ არ გარადცვლილა!
1 -საკვები, რომელიც ნოემბერში უნდა მივირთვათ! 2 -ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! ( მეორე ნაწილი) 3 -შავი ნიორი - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4 -7 გულისამრევი საკვები, რომლებსაც ალბათ არასოდეს არ შეჭამთ! 5 -10 საკვები, რომელიც ზრდის სპერმის ხარისხს! (+13) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
2826 9-ს მოსწონს
|