x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139101
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
გაიგეთ ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით

image

ადამიანთა უმეტეს მათგანს სჯერა ასტროლოგიის ჭეშმარიტების, თუმცა განსაზღვრული ნაწილი სისულელედ მიიჩნევს. ფსიქოლოგებიც კი ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხასიათზე გავლენას მისი დაბადების თვეც ახდენს, განსაკუთრებით კი ეს ფაქტი მკვეთრად ისახება ქალის ხასიათზე, ვინაიდან ქვეცნობიერად დიდ გავლენას ახდენს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი ხასიათის ფორმირებაზე. მოდით შევამოწმოთ მართალია თუ არა.


image


წარმოგიდგენთ ქალის დახასიათებას მათი დაბადების თვეების მიხედვით.




1. იანვარი. იანვარში დაბადებული ქალები წარმოუდგენელი ამბიციითა და აგრესიით გამოირჩევიან წესრიგის მიმართ. სერიოზულები და კონსერვატიულები არიან. გადაჭარბებულად კრიტიკოსები, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის კარგი უნდათ. ახლოს მხოლოდ ისეთ ადამიანებს უშვებენ, ვინც მათ ინტელექტუალურ დონეს შეეფერება საფეხურით.



2. თებერვალი. თებერვალში დაბადებული ქალები საოცრად რომანტიულები არიან, ამიტომ მათ დიდი მოთმინებით უნდა მოეკიდოთ, განსაკუთრებით კი მამაკაცებს არ ესმით მათი ღრმა და იდუმალი სულის. საოცრად ცვალებადები არიან, ამიტომ მათ არ ჭირდებათ ნებისმიერი, მხოლოდ ის- განსაკუთრებული. აქვთ ასევე ფანტაზიის საოცარი უნარი, თუმცა აქვე გაითვალისწინეთ, რომ მას თუ კი ერთხელ მაინც მოატყუებთ, სამუდამოდ დაკარგავთ.



3. მარტი. მარტში დაბადებული ქალები ძლიერი ქარიზმითა და ხიბლით გამოირჩევიან. ძალიან ერთგულები და საიმედოები არიან. ასეთი ერთგული და თბილი ბუნების გამო ერთმა არასწორმა სიტყვამაც შეიძლება გული ადვილად ატკინოთ. უყვარდებათ ერთხელ და სამუდამოდ- მონოგამიურად. მოგიწოდებთ არ დაკარგოთ მარტში დაბადებული ქალები, იდეალურები არიან.



4. აპრილი. აპრილში დაბადებული ქალები დიპლომატები და კომუნიკაბელურები არიან, ადვილად პოულობენ საერთო ენას. მათი ერთადერთი ნაკლია ის, რომ პერიოდულად უყვართ თავის შეცოდება. აპრილის ქალმა ყველაზე უკეთ იცის რა არის განცხრომა და ბედნიერება, ამიტომ ის მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად გაქცევთ. თუმცა სული და გული ღია აქვთ მათთან, ვინც მათ ნდობას მოიპოვებს და მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წავა.




5. მაისი. მაისში დაბადებული ქალები უდრეკები, ძლიერები არიან. გარეგნულად მიმზიდველები არიან, თუმცა ძალიან რთულები. ასეთი ქალები საშიშები არიან მამაკაცებისთვის, რადგან თუ მათ გრძნობებზე ვერ უპასუხებენ, ეს სიყვარული შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუ კი მაისში დაბადებულ ქალთან როდისმე გექნებათ რომანი, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.




6. ივნისი. ივნისში დაბადებული ქალები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მათ თვისებებში მთავარი კარგი შემოქმედებითი ნიჭი და კომუნიკაბელურობაა, თუმცა ცუდი კი დაუფიქრებელი ლაპარაკი, არ უყვართ სიტყვების შერჩევა საუბრისას და პირში გახლიან სიმართლეს გეწყინებათ თუ არა. კაცისთვის სახიფათო ქალია, რადგან თუ მის ხელში აღმოჩნდებით, მოექცევით კიდეც გავლენის ქვეშ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არ მოექცეთ უპირობო სიყვარულის ხაფანგში.




7. ივლისი. ივლისში დაბადებული ქალები იდუმალი, ლამაზი, ჭკვიანი, პატიოსანი და გულწრფელები არიან. ცხოვრების ბოლომდე ცდილობენ აირიდონ თავიდან კონფლიქტი და დარჩნენ თავაზიანები. ერთი სიტყვით ძალიან კარგები არიან, თუმცა საკმარისია ერთხელ მაინც აწყენინოთ, რომ სამუდამოდ დაკარგავთ.




8. აგვისტო. აგვისტოში დაბადებული ქალები დიდი ეგოიზმისა და დიდი გულის უნიკალური კომბინაციაა. მამაკაცებს ურჩევნიათ არ დაიჭირონ მათთან საქმე, რადგან ქალი ყოველთვის გამარჯვებული დარჩება ურთიერთობაში. აგვისტოში დაბადებული ქალები ჯანსაღი იუმორით გამოირჩევიან, თუმცა ვერ იტანენ მათზე რომ იცინიან. ყოველთვის სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მამაკაცებისგან თავყვანისცემაც არასოდეს არ აკლიათ.



9. სექტემბერი. სექტემბერში დაბადებული ქალები კეთილები, დისციპლინირებულები, კრიტიკოსები და ბუნებრივად ლამაზები არიან. მათთვის მამაკაცის ერთგულება უმთავრესი, ამიტომ თუ ერთხელ მაინც უღალატებენ, არასოდეს დაავიწყდებათ. თუ გსურთ სექტემბერში დაბადებული ქალი ერთი ღამისთვის, სჯობს გაიაროთ, ეგ გარდაუვალია.




10. ოქტომბერი. ოქტომბერში დაბადებულ ქალებს ძლირი და მტკიცე ხასიათი აქვთ. ძალიან ემოციურები არიან და ხშირად ტირიან, თუმცა ვერასოდეს დაინახავთ მის ცრემლებს. არიან ჭკვიანები, იმდენად ჭკვიანები, რომ სულიერებასა და შინაგან ბუნებას არ ამჟღავნებენ, რათა სხვამ ბოროტად არ გამოიყენოს. ყოველთვის საუკეთესო მამაკაცი ხვდებათ ხოლმე და ცხოვრობენ მათთან ღირსეულად.




11. ნოემბერი. ნოემბერში დაბადებული ქალები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან სხვებზე. აქტიურები და თანმიმდევრულები არიან, ხვდებიან როდესაც ატყუებენ. ამბიციურები და ცეცხლოვანები არიან, მათთან არასოდეს მოიწყენთ. არ კითხოთ მათ რჩევა იმ შემთხვევაში, თუ სიმართლის პირში მოსმენა არ გინდათ.




12. დეკემბერი. დეკემბერში დაბადებული ქალები მოუთმენელები არიან და გამომგონებლური ნიჭით ხასიათდებიან. მათ ყველაზე კარგად იციან როგორ აამაღლონ მამაკაცის ბუნება-განწყობილება. ცხოვრება ვერ აშინებთ და ადრე თუ გვიან მაინც იღებენ იმას, რაც უნდათ.




იხილეთ აგრეთვე:



3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირს


2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი


იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?


იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? (მე-2 ნაწილი)


2
20816
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
20816
  
2016, 9 ნოემბერი, 14:16
:) მე აპრილში
2016, 9 ნოემბერი, 12:18
:))) მარტში დაბადებული ვარ და მგონი დაემთხვა
0 1 2