ქალი როგორ კეთდება მკერდის გადიდების ოპერაცია - დეტალური ფოტოაღწერა. სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახონ! 2016, 8 ნოემბერი, 12:35 მკერდის გადიდება თუ მისი ფორმების კორექტირება დღეს საკმაოდ გავრცელებულ პლასტიკურ ოპერაციას წარმოადგენს, რომელსაც მიმართავენ არა მხოლოდ ცნობადი არამედ რიგითი ქალბატონებიც (და არა მხოლო ქალბატონები!). ისევე, როგორც ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევა, აღნიშნული ოპერაციაც საკმაოდ სარისკეოა, თუმცა სურვილი იმისა, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ბევრ ქალს მაინც უბიძგებს ოპერაციისკენ. ალბათ ბევრს აინტერესებს როგორ ხდება სინამდვილეში სარძევე ჯირკვალში ე.წ. იმპლანტატის ჩადგმა და რა პროცედურებს გადის პაციენტი. ამ ყველაფერს დეტალურად შეიტყობთ სტატიის წაკითხვისა და ფოტომასალების დათვალიერებისას. აქვე გეტყვით, რომ სტატია გადმოთარგმნილია ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ ჟურნალიდან, ამიტომ მომდევნო ნაწილში სტილი დაცული იქნება. ჯერ კიდევ მანამ, სანამ კლინიკის საოპერაციოში მოვხვდებოდით, გადავწვიტეთ თავად ჩვენი რეპორტაჟის მთავარი გმირისთვის გვეკითხა რა აიძულებს მას და, მისი სახით ზოგადად ქალებს, საკუთარ სხეულზე ამგვარი მეტამორფოზების ჩატარებას. ელენამ მოგვიყვა, რომ სანამ ოპერაციას გადაწყვეტდა შიში და ეჭვები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ექიმთან გასაუბრების შემდეგ არც ერთი მათგანი აღარ დარჩა. ალექსეი იურის ძე (ქირურგი) ძალიან დელიკატური იყო, მისცა კონკრეტული რეკომენდაციები მომავალი მკერდის ზომის შესახებ, რჩევები იმისათვის, რისი გაკეთებაა საჭირო, რათა მკერდი ერთი მხრივ სავსე და ლამაზი იყოს, მეორე მხრივ კი მაქსიმალურად ბუნებრივადაც გამოიყურეობდეს. ჩვენ ვთვლით, რომ ელენა, ისევე, როგორც სხვა ქალები, მიიწევს სრულყოფილებისკენ, სურს რაც შეიძლება მიმზიდველი იყოს, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე შეყვარებულისთვის, და მისი გაგება სრულიად შესაძლებელია. მეორე დღეს მოსკოვის ცენტრში მდებარე კლინიკაში მივდივართ. სწორედ აქ უნდა მოხდეს ყველაფერი. ელენას ოპერაციას ალექსეი იურის ძე ანისიმოვი - კლინიკის პლასტიკური ქირურგი გაუკეთებს, ის არის მამოპლასტიკის სპეციალისტი, რომელიც წელიწადში ასობით ოპერაციას ატარებს. მიმღებში მაგიდაზე შთაბეჭდილებების წიგნი დევს, სადაც პაციენტების სამადლობელი გამოხმაურებებია ჩაწერილი. პირველივე გამოხმაურება, რომელიც თვალში მომხვდა, გამოხატავს, ჩემი აზრით, ბევრი ქალბატონის აზრს - არავის სურს დაბერება და სილამაზის დაკარგვა, და ამის თავიდან ასაცილებლად ბევრი მზადაა ქირურგის დანის ქვეშ დაწვეს. მახსენდება ზღაპარი რაპუნცელზე, რომელიც ჯადოქარმა მოიტაცა, რათა გოგონას ჯადოსნური თმიდან მაცოცხლებელი ახალგაზრდობა შეეთვისებონა - ახლა ოქროსთმიანი მეფისასულის როლს უკვე პლასტიკური ქირურგები ასრულებენ. მომავალი ოპერაციის ყველა დეტალი რომ შევიტყოთ, ქირურგის კაბინეტში შევიდეთ. როგორც ჩანს, კლინიკაში არა მხოლოდ მკერდს ადიდებენ, არამედ ლიპოსანქციასაც აკეთებენ - აშორებენ ზედმეტ ცხიმს გარკვეული ადგილებიდან. მკერდში ჩასადგმელად სხვადასხვა ფორმის იმპლანტატებს იყენებენ - უმთავრესაც ესენია ევროპული ან ამერიკული წარმოების იმპლანტატები, რომლებიც უკვე ათ წელზე მეტია, მყარად არის ფეხმოკიდებული ამ სფეროში. თითო ამგვარ ყუთში ერთი სილიკონის იმპლანტატია. ისინი გამოიყენება არა მხოლოდ ჯანმრთელი ქალის მკერდის გასადიდელად, არამედ პროტეზებადაც, როცა აუცილებელი ხდება ქალბატონისთვის მკერდის მოკვეთა (მაგალითად, სიმსივნის დროს). ელენა ხელით ეხება იმპლანტატს. ჩვენც დაგვაინტერესა და ხელით მოვსინჯეთ მისი სიმკვრივე და სირბილე. შეგრძნება ზუსტად იგივეა, რაც ქალის მკერდზე შეხებისას. გამოცდილი ადამიანები გაგვიგებენ... ექიმი ახლა მორფეუსს ჰგავს "მატრიცადან", რომელიც ნეოს ერთ-ერთი კაფსულის არჩევას სთავაზობს. ხელში იმპლანტანტის ორი ნაირსახეობა უჭირავს - მრგვალი და კონტურულ-პროფილური (ანატომიური ფორმის). ოპერაციის დროს გამოიყენება ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება პაციენტს, მკერდის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე. ელენას შეკითხვაზე, თუ რომელი ფირმის იმპლანტატების ჩადგმაა უკეთესი, ალექსეი იურის ძე პასუხობს: "დღეს ბაზარზე მკერდის იმპლანტატების მრავალი მწარმოებელი არსებობს. ჩემთვი, იმპლანტატის არჩევისას ყველაზე მთავარი უსაფრთხოება და საიმედოობაა, რისი დამტკიცებაც მხოლოდ გრძელვადიან კლინიკურ კვლევებს შეუძლია, რადგან სწორედ ისინი აჩვენებენ იმპლანტატთან დაკავშირებული გართულებების წარმოშობის რეალურ ალბათობას. მე ვენდობი წამყვან ამერიკულ მწარმოებელს - მენტორს. მენტორის სილიკონის იმპლანტატების 10 წლიანი კვლევის შედეგების შედეგად დამტკიცდა, რომ მათ გააჩნიათ ყველაზე დაბალი რისკი ისეთი გართულებებისა, როგორიცაა, იმპლანტატის შემობრუნება ან კაფსულარული კონტრაქტურა. გარდა ამისა, ეს მწარმოებელი თავის პროდუქციაზე იძლვა სიცოცხლის ბოლომდე გარანტიას. ხოლო ბევრი გოგონასთვის ყველაზე სასიამოვნო არის ის, რომ მენტორი საშუალებას იძლევა მიღებული იქნას ბუნებრივი შედეგი და ზოგჯერ ძნელია გაარკვიო მკერდის შიგნით იმპლანტატი საერთოდ არის თუ არა." ამ ყუთში მხოლოდ შაბლონებია იმ იმპლანტატებისა, რომლებსაც ექიმი პაციენტს ოპერაციამდე არგებს. მკერდის გადიდება პირველად გაკეთდა თხევადი პარაფინის ინექციით 1889 წელს, ხოლო სხვადასხვა მასალის იმპლანტაციის მცდელობები 1895 წელს დაიწყო. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში იყო მკერდის გადიდებისათვის სპილოს ძვლის, მინის ბურთულების, ცხიმოვანი ქსოვილის, კაუჩუკის, პოლიეთილენისა და პოლივინილის ღრუბლების, პენოპლასტის, პოლიურეტანის, პოლიესტერისა და ტეფლონსილიკონის პროთეზების გამოყენების მცდელობები. მსგავს ოპერაციებს, ცხადია, უარყოფით შედეგები ჰქონდა - ინფექციის განვითარება, რაც ზოგჯერ სეფსისამდე, სიმსივნემდე, მკერდის დეფორმაციამდე, ცხიმოვან ნეკროზამდე, ძუძუს კიბომდე მიდიოდა. ცხიმის იმპლნტაცია არ იწვევდა დადებით ეფექტს, რადგან ორგანიზმის მიერ სწრაფად ხდებოდა მისი რეაბსორბირება. ჩვენს დროში იმპლანტანტი წარმოადგენს სილიკონის ელასტომერის ჩანთას, რომელიც გავსებულია კოჰეზიური გელით. ეს არის ბლანტი სითხე, რომელიც არ ჟონავს პროთეზის გაჭრის შემთხვევაშიც კი და უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას. ექიმი მარკერით ნიშნავს საოპერაციო მიდამოებს. წყვეტილი ხაზები სიმეტრიის განსაზღვრისთვის არის გავლებული. სინამდვილეში ჭრილობა გაკედება სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაწილში. თუმცა მკერდის თავისებურებიდან გამომდინარე გაჭრა ზოგჯერ ხდება ასევე იღლიის მხრიდან ან ძუძუსთავის ქვეშაც. ამ ფოტოზე ისრით მითითებულია სწორედ ის ადგილი, სადაც ჩაიდგმება იმპლანტატი - მკერდის ქვედა ნაწილში, სარძევე ჯირკვლის ქვეშ. ანუ, თუ, ვთქვათ, ქალი ძუძუს აჭმევს ბავშვს, იმპლანტატი ხელს არაფრით არ შეუშლის. მკერდის ქვეშ მონიშნულია ჭრილობის საზღვრები - დაახლოებით 3-4 სმ. ამ, შედარებით მცირე ზომის ჭრილობაში ჩაიდგმება იმპლანტატი. ოპერაციის დაწყებამდე ელენა ხელს აწერს მთელ რიგ საბუთებს, რომლებშიც დეტალურად არის დაზუსტებული როგორც ექიმის, ასევე პაციენტის პასუხისმგებლობა ოპერაციის შედეგებზე. აი, უკვე ყველა ფორმალობა მოგვარებულია და შევდივართ საოპერაციოში. ექიმი გულმოდგინედ იმუშავებს ხელებს სპეციალური ხსნარით, რათა მიკრობებმა ხელი არ შეუშალოს ოპერაციის წარმატებით დასრულებას. პაციენტი მზადაა, წევს საოპერაციო მაგიდაზე, ხელები დაფიქსირებული აქვს, შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ინფუზომატი - სპეციალური ელექტრო ხელსაწყო, რომელიც საშუალებას იძლევა ვენაში შეყვანილი იქნას ხანგრძლივი ინფუზიისთვის განკუთვნილი პრეპარატები. მოცემულ შემთხვევაში გამოიყენება კომბინირებული ნარკოზი (ინტავენური ანესთეზია + ტრაქეალური ინტუბაცია). ექიმი სამჯერ ამუშავებს საოპერაციო მიდამოს სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარით. შემდეგ საოპერაციო ადგილს წმენდენ მშრალი ტამპონით. მარცხნივ ხელოვნური სუნთქვის აპარატია, მარჯვნივ - მონიტორი, რომელზეც ხდება არტერიული წნევისა და პულსის რეგისტრაცია, ასევე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიწოდება. ქირურგიულ მაგიდასთან ახლოს, მარცხნივ, ქირურგიული გამწოვია, რომელიც განკუთვნილია სისხლის, ჩირქისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების გასაწოვად. იგი ხშირად გამოიყენება უფრო რთული ოპერაციების დროს, ამჯერად კი მისი გამოყენება არ მოხდება. შუაში - ინფუზომატია, მარჯვნივ კი - დეფიბრილატორი. ანესთეზია ოპერაციის დროს ორიოდე საათის უშფოთველი ძილის გარანტიას იძლევა. მომზადებისათვის საჭირო ბოლო პროცედურები დასრულებულია. თუ ადრე ოპერაციების დროს სკალპერები გამოიყენებოდა, ახლა მათ ადგილს აქტიურად იკავებს კოაგულატორები, რომლებიც მუშაობს მაღალსიხშირიანი დენის საშუალებით. ეს აპარატი ორმაგ ფუნქციას ასრულებს - "ჭრის" ქსოვილს და მაშინვე წვავს მას (ახდენს კოაგულირებას), რითაც სისხლდენას აჩერებს .ამგვარად ქირურგს საშუალება ეძლევა საოპერაციო ჭრილობა უკეთ დაინახოს და არც პაციენტმა დაკარგოს დიდი რაოდენობით სისხლი. აპარატი ამგვარი პედლებით იმართება. ოპერაცია დაიწყო. მარჯვენა მკერდზე წინასწარ მონიშნულ კონტურებზე ხდება გაჭრა. აქ ქირურგი ახდენს ქსოვილების მობილიზებას სარძევე ჯირკვლის ქვეშ, ისე, რომ არ ეხება მას კანქვეშა-ცხიმოვანი ბიჭკოების სისქეში. ექიმმა უნდა მოამზადოს საკმარისი ადგილი იმპლანტატისთვის - არც მეტი და არც ნაკლები, რათა ჰერმეტულად მოახდინოს სარძევე ჯირკვლის ქვეშ სივრცის ამოვსება. თითით ხდება ჭრილობაში შემოწმება საკმარისია თუ არა ადგილი. საჭიროების შემთხვევაში შიგნით კიდევ კეთდება გაკვეთა. მარჯვენა მკერდზე მანიპულაციის შემდეგ, კეთდება მარცხენა მკერდზე გაკვეთა. ოპერაციის დროს ყოველთვის გვეშინია სისხლის, თუმცა ამ შემთხვევაში სისხლი ძალიან ცოტაა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, კოაგულატორი, გაჭრისთანავე ახდენს ჭრილობების შეხორცებას. იმპლანტატის მკერდში მოთავსებამდე, ჭრილოობაში შეჰყავთ ანტისეპტიკური ხსნარი, რათა ქსოვილში ინფექციის შეღწევა თავიდან იქნას აცილებული. შემდეგ, ჭრილობაში ათავსებენ სპეციალურ საიზერს (საცდელი იმპლანტი), რომელსაც, ჩხირის საშუალებით ავსებენ ფიზიოლოგიური სხნარით. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ცნობილი გახდეს, რა ზომის იმპლანტატის გამოყენება მოხდება. საიზერის მორგების შემდეგ, მას უკანვე იღებენ და ადგილი ისევ მუშავდება ანტისეპტიკით. ბოლოს, ყუთიდან იღებენ იმპლანტატს, ათავსებენ მას იგივენაირ ანტისეპტიკურ ხსნარში, რომლითაც ჭრილობა დაამუშავეს. ოპერაციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს იმპლანტატის ჩადება ფორმირებულ "ჯიბეში". ქირურგს ძალიან ფრთხილად, თითებით შეჰყავს იმპლანტატი მისთვის მომზადებულ "ჯიბეში". შემდეგ ამოწმებს რამდენად სწორად არის ჩადგმული იმპლანტატი და ზუსტად ავსებს თუ არა "ჯიბეს". ზუსტად იგივე უკეთდება მეორე მკერდსაც. შემდეგ ჭრილობაში შეჰყავთ სადრენაჟო მილი, რომლითაც მოხდება პოსტოპერაციულ პერიოდში ჭრილობის ანტისეპტიკური ხსნარით სანირება. ახლა შეიძლება დრენაჟის კანზე ნაკერებით დაფიქსირება. მკერდის სიმეტრიულობის შემოწმების შემდეგ, ქირურგი კერავს ღრმა ქსოვილებზე (ფასცია, კანქვეშა ქსოვილი) არსებულ ჭრილობას ისე, რომ არ ეხება კანს (რათა თავიდან იქნას აცილებული უხეში ნაწიბურების განვითარება). ჭრილობაზე ძალიან თხელი ლიგატურით იდება კანქვეშა კოსმეტიკური ნაკერი. ძაფი თავისით გაიწოვება ორთვენახევარში. ჭრილობები გაკერილია, რის შემდეგაც ხდება მათი დახურვა სტრიპებით. ზემოდან ასეპტიკურ ნახვევებს ადებენ. ორსაათიანი ოპერაციის ბოლოს პაციენტს კომპრესიულ ბიუსტჰალტერს აცვამენ, რაც აუცილებელია პოსტოპერაციულ პერიოდში იმპლანტატის ფორმის დასაჭერად. ამ ბიუსტჰატერით იგი კიდევ ორი თვე ივლის - ეს რეაბილიტაციის პერიოდია. 2 თვის შემდეგ ელენა ძველებურ, აქტიურ ცხოვრების წესს დაუბრუნდება. გავიდა ორი კვირა და ახლა მკერდი ასე გამოიყურება. ვფიქრობთ, ადრინდელზე გაცილებით უკეთესია. ჩვენ გვქონდა შეკითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა მსგავსი პროთეზები, შესაძლებელია თუ არა კანის გახევა ნაკერების ადგილზე, თავად იმპლანტატის დაზიანება, მაგრამ ექიმმა დაგვარწმუნა, რომ დღეს მათ აკეთებენ სრულიად უსაფრთხო მასალისგან და თუ პაციენტი ყურადღებას მიაქცევს თავის ჯანმრთელობას, ყველაფერი კარგად იქნება. 1819 8-ს მოსწონს
|