სხვა 15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვის 2016, 7 ნოემბერი, 10:59 ჩვენს სამყაროში ყველაზე ღირებული, რაც ხშირად გულუხვად ანაზღაურდება ხოლმე- კრეატიული შედევრია. თანამედროვე შემოქმედებითი ნიჭიც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს- ჩვეულებრივი ნივთიდან შექმნას არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, რაც ყველას გაოცებას გამოიწვევს. ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.
დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ 15 ხრიკი, რომელიც თქვენი სახლის ინტერიერს უფრო სრულყოფილს გახდის. 1. თუ კი ფარდებს ჭერის საწყისი ადგილიდან ჩამოკიდებთ, თქვენი ოთახის ფანჯრები უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდება. 2. თუ კი სახლში პატარა ფართი გაქვთ, საძინებელი ოთახი შეგიძლიათ მოაწყოთ კუსტარულ პოდიუმზე გადატიხრული ფარდით. 3. კიდევ ერთი ვერსია ოთახს საწოლი რომ გამოეყოს ფარდების მეშვეობით. 4. სიღრმის (სიმაღლის) საოცარი ეფექტი შეექმნება ოთახს, თუ კი ჭერს მუქად შეღებავთ და კედლებს დატოვებთ ნათელ ფერებში. 5. გამათბობელის დამალვა საჭირო არაა, უფრო კრეატიული იქნება, თუ კი მას მკვეთრი ფერით შეღებავთ. (თუნდაც წითელი) 6. სინათლის ასანთები პანელების დეკორაციაც შეგიძლიათ შეცვალოთ ფერადი ქაღალდებისა და წებოვანი ლენტის მეშვეობით. 7. სარკის ასეთი ორიგინალური ჩარჩო შეგიძლიათ შექმნათ. 8. უჩვეულო ფურნიტურა სასწაულებრივად გარდაქმნის ავეჯის ვიზუალს. 9. ასეთი სახის საკიდები (კარნიზი) არღვევს ყველა კრეატივს. 10. კრეატიული და მარტივი ჭაღები შექმენით თქვენი ხელით. 11. ადგილის სიმცირის გამო შეგიძლიათ ერთ კუთხეში მოაწყოთ საწოლი, კარადები და სამუშაო მაგიდა. 12. მხოლოდ ერთ დეტალს შეუძლია ყველაფერი იდეალურად შეცვალოს. 13. მრავალფუნქციური თარო საკმაოდ კრეატიულად გამოიყურება. 14. ასე კრეატიულად შეგიძლიათ მოხატოთ კედელი, სადაც ოჯახური ფოტოალბომია განთავსებული. 15. უჩვეულო კარადა კი თქვენს საძინებელში, აი ასეთ ორიგინალურ ავეჯად შეგიძლიად აქციოთ. 1289 20-ს მოსწონს
|