(აი ასეთი ამოცანები შეიძლება შეგხვდეთ სახელმძღვანელოებში. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უკვე იხალისეს ამ კრეატიულ ავტორზე. გთავაზობთ თავად შეაფასოთ
„ცხოვრებისეული“ ამოცანა და ეცადეთ ამოხსნათ)
![„დაიხრჩობიან თუ მოიხარშებიან?“:
ამოცანა საბავშვო
სახელმძღვანელოში.(რუსეთი) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110507332916453.jpg)
მომხმარებლების აზრით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ბავშვობიდან აჩვევენ „თანამედროვე მსოფლიოში არსებობას“.
„მხიარული“ ამოცანები რუსეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში ბავშვებს ამზადებს რუსეთის ფედერაციაში „არსებობისთვის“. ასე ხუმრობენ სოციალურ ქსელ Twitter-ში ერთ-ერთ ამოცანაზე, რომლის ტექსტიც თავის აკაუნტში "Рогозин-на-орбите"- მა გამოაქვეყნა.
„სახლში ერთდროულად ორი მილი გასკდა: ცხელი და ცივი წყლის. ცივი წყლის მილიდან ბინაში იღვრება 70 ლიტრი წყალი წუთში, ხოლო ცხელი წყლის მილიდან, -12 ლიტრი წყალი წამში. ამ ბინის მობინადრეები დაიხრჩობიან თუ მოიხარშებიან?“,
- ნათქვამია ამოცანის ტექსტში.
![„დაიხრჩობიან თუ მოიხარშებიან?“:
ამოცანა საბავშვო
სახელმძღვანელოში.(რუსეთი) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110507345216453.jpg)
სხვა მომხმარებლებმაც იცინეს „სახალისო მათემატიკაზე“ და ასეთი
შემოთავაზებაც იყო, რომ „აუცილებლად მოიძებნება ისეთი მოსწავლე, რომელიც
მოინდომებს ეს შეამოწმოს და დადოს YouTube-ზე“.