ფინურმა კორპორაციამ Nokia წარადგინა სმარტფონის პირველი მოდელები, რომელიც Microsoft-ის Windows Phone-ის საოპერაციო სისტემაზე. Lumia 800 გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება Nokia N9-გან, რომელიც MeeGo-ს პლატფორმაზე მუშაობს და რომლის შესახებაც კომპანიამ ივნისში განაცხადა. Lumia 800 აღჭურვილია 3, 7-დიუმიანი სენსორული ClearBack AMOLED დისპლეით და 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით (მომხმარებლებისთვის, ასევე ხელმისაწვდომი იქნება 25 გბ SkyDrive-ის მეშვეობით). სიახლეს, ასევე გააჩნია 8-მეგაპიქსელიანი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით, ავტოფოკუსით და ორმაგი შუქდიოდური განათებით (მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა სიჩქარით 30 კადრი წამში). სმარტფონის ზომები — 116, 5×61, 2×12, 1 მმ, წონა — 142 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, მუშაობის ხანგძლივობა საუბრის რეჟიმში აღწევს 13 საათმდე და 335 საათმდე მოლოდინის რეჟიმში. სმარტფონი ევროპულ ბაზარზე 2011 წლის ბოლომდე, აშშ-ს ბაზარზე კი 2012 წლის დასაწყისში გამოვა.
ტექნიკური ინფორმაცია:
2G ქსელი:
GSM 850 / 900 / 1800 / 1900
3G ქსელი:
HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100
ზომები:
116.5 x 61.2 x 12.1 მმ
ეკრანი:
480 x 800 პიქსელი, 3.7 დიუმი
ფოტო:
8 MP, 3264x2448 pixels, Carl Zeiss optics, autofocus, dual-LED flash