x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Forbes-მა დაასახელა 2016 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მომღერალი ქალები
ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა თავის ტრადიციული რეიტინგი.


ჟურნალ Forbes-მა გამოაქვეყნა 2016 წელს ყველაზე შემოსავლიანი მომღერლების რეიტინგი.


რეიტინგს სათავეში მოექცა ამერიკელი პოპ-ქანთრი მომღერალი ტეილორ სვიფტი.წელს მისი შემოსავალი 170 000 დოლარი შეადგინა.


მომღერალს ძირითადი შემოსავალი მსოფლიო ტურნე "1989" მოუტანა, რომელიც 2015 წლის მაისში დაიწყო.დანარჩენი თანხა სარეკლამო რგოლებიდან შემოუვიდა.


image

მეორე პოზიციაზეა ბრიტანელი მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი ადელი, რომელიც პირველადგილოსანს მკვეთრად ჩამორჩება მისი შემოსავალი 2016 წელს 80, 5 მილიონი დოლარი იყო.შემოსავლის დიდი ნაწილი ალბომმა "25"-მა და კონცერტებმა მოუტანა.

image


მესამეზეა მადონა, ამერიკელ პოპ-დივას შემოსავალი 76, 5 მილიონი დოლარი იყო.ძირითადი შემოსავალი Rebel Heart -ის მსოფლიო ტურნედან შემოუვიდა.სხვათა შორის 2013 წელს მადონა ამ რეიტინგს სათავეში ედგა.

image

პირველ ათეულში შემდეგი შემსრულებლები მოხვდნენ:


Rihanna ($ 75 მილიონი), Beyonce ($ 54 მილიონი), Katy Perry (41 მილიონი), Jennifer Lopez (39, 5 მილიონი დოლარი), Britney Spears (30.5 მილიონი დოლარი), Shania Twain (27, 5 მილიონი) და Celine Dion (27 მილიონი)



0
301
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0