19 წლის Miley Cyrus-ი დაინიშნა თავის მეგობარ ბიჭზე 22 წლის Liam Hemsworth-ზე. The Hunger Games-ის მსახიობმა მაილის 31 მაისს სთხოვა ხელი და 3.5 კარატიანი Neil Lane-ს ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქა. მაილიმ ჟურნალ Peop-ს უთხრა: "მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავინიშნე და ერთი სული მაქვს ვიცხოვრო ბედნიერად Liam-თან ერთად". ვარსკვლავმა ნიშნობის დღეს დაწერა თვითერზე -" სამოთხე დედამიწაზე". წყვილი ერთმანეთს შეხვდა 2009 წელს, ფილმ 'The Last Song'-ის გადაღებებზე და ამის შემდეგ ერთად არიან, თუმცა რამდენჯერმე დაშორდნენ.მაილი ერთ-ერთი ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია, რომლის შემოსავალმა წინა წელს 120 მილიონი დოლარი შეადგინა. Liam-ი კი ამომავალი ვარსკვლავია, რომლის პოპულარობაც თანდათან უფრო იზრდება, განსაკუთრებით ბოლო ფილმით The Hunger Game-მა გახადა უფრო ცნობილი.