სხვა დიზაინრების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს 2016, 2 ნოემბერი, 1:34 ყოველი ზაფხულის დადგომასთან ერთად, ყველა მოდური ქალის დღის წესრიგში საცურაო კოსტუმის არჩევის საკითხი დგება, რადგან ცხელ სეზონზე ყველაზე აქტუალური და საჭირო სამოსი საცურაო კოსტუმია. დიზაინრებიც გვერდით გვიდგანან იმ მხრივ, რომ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, მაგრამ ამ დროს ფიქრობ, რომ კოსტუმი მოდურიც უნდა იყოს და ტანსაც უნდა უხდებოდეს. ზოგისთვის მხოლოდ ფერია მნიშვნელოვანი, ზოგი მოკრძალებულ სტილს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც სექსუალურს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც თუ ისე ადვილია შეირჩეს ისეთი ეფექტური საცურაო კოსტუმები, რომლებიც ნებისმიერ პლაჟზე ყველაზე მოდურ და თავდაჯერებულ ადამიანად გაქცევთ. მართალია, წლების მანძილზე საცურაო კოსტუმებმა მრავალმხრივი ევოლუცია განიცადა, მაგრამ რას იტყოდით თუ სხეულს უცნაურად მოხატული ქსოვილი დაგიფარავდათ, ან საერთოდაც არ იქნებოდა ამ ქსოვილზე მოხატულობების ადგილი? 779 5-ს მოსწონს
|