x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ოროსნების ცხოვრების წესი
"ოროსნები საჭიროა იმისთვის, რომ ფრიადოსნები იყვნენ კარგად და მასწავლებლები არ დაიბნენ. ყველა რომ კარგად სწავლობდეს და კარგად იქცეოდეს, მასწავლებლები გაგიჟდებოდნენ".


image


მოსკოვის 464-ე საშუალო სკოლის 12 წლის მოსწავლეები ალექსანდრე მაიოროვი და სერგეი სოლომატინი.




ოროსნები საჭიროა იმისთვის, რომ ფრიადოსნები იყვნენ კარგად და მასწავლებლები არ დაიბნენ. ყველა რომ კარგად სწავლობდეს და კარგად იქცეოდეს, მასწავლებლები გაგიჟდებოდნენ.


ძალიან დიდი ხნის წინ, მეოთხე კლასში, ისტორიისთვის ვიყიდე რვეული. კლდეზე ცოცვის წრის შემდეგ, საღამოს მივედი სახლში და ღამის სამ საათამდე ვმეცადინეობდი. დილის შვიდ საათზე კი უკვე ფეხზე ვიყავი და ჩემი თავით ვამაყობდი. მშობლებმა კი მაშინ არაფერი არ თქვეს. ამაყობდე საკუთარი თავით, ძნელია _ კიდევ ვინმეა საჭირო.

ფრიადოსნების არ მშურს. მე მათ ვცემ.



მე ტვირთების გადამზიდი მინდა გამოვიდე. ისინი ბევრს მოგზაურობენ და სხვადასხვა ქვეყნებიდან სუვენირები ჩამოაქვთ ნათესავებისთვის.


კარგი ფეხბურთელი _ ჭკვიანი ადამიანია. მან ყოველთვის იცის ვის გადააწოდოს ბურთი.

შრომა და ფიზკულტურა _ აი მთავარი საგნები.


ნიშნები, შეფასება, გარეგნობაზეა დამოკიდებული. სიმპათიურებს და მორჩილებს უკეთ ექცევიან, მაშინაც კი, თუ ისინი სინამდვილეში სულელები და „ზუთხიები“ არიან.


კარგად სწავლა საჭიროა იმიტომ, რომ შემდეგ ბევრი ფული გამოიმუშაო ოჯახი რომ არჩინო.


სკოლაში მე ყველა მომწონს, რუსლანის გარდა. ის სამიანის გამო ტირილს იწყებს და მასწავლებლები ნიშანს უსწორებენ. ნიშნების გამო მხოლოდ სუსტები ტირიან. აი ამიტომ არ მომწონს ის.


თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მასწავლებელი გავხდები. ეს თითქმის ერთი და იგივეა.


პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა სწავლაა _ ჭკვიანი ადამიანი უნდა იყო. მაგრამ, როდესაც წრეზე დავდივარ, გაკვეთილებისთვის საერთოდ აღარ მრჩება დრო. ფეხბურთის წრეზე კი ყოველ დღე დავდივარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია. ამას ფილოსოფია ეწოდება.


მე ტყუილებს არ ვამბობ, მე ვფანტაზიორობ. ფანტაზიები უფრო კარგია, ვიდრე რეალური ცხოვრება.


მე მინდა ადამიან-ობობას ვგავდე. ის მამაცი და სამართლიანია. ის სუსტებს იცავს. სუსტი რომ დაიცვა, კუნთები უნდა გქონდეს, და არა მათემატიკა.


ფრიადოსნები ცხოვრებას ვერ ეწყობიან. ისინი მოუქნელნი და მოუხერხებლები არიან. აი მაგალითად, გყავს ცოლი, და ვინმე მოინდომებს წაგართვას. შენ კი რა, დაუწყებ მეცნიერული სიტყვებით საუბარს? არა! მაშინვე „აჯახებ“ _ და ყველაფერი წესრიგშია!


ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოძვრე.


ჩვენთან კლასში სწავლობს ალბერტი. მას მამამ უთხრა, რომ საცხოვრებლად საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ, ამიტომ ინგლისური ენა კარგად უნდა ისწავლოს. ეს სწორია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ბანდიტი და კონტრაბანდაა. აი ინგლისში მაგალითად თუ დააგდებ ფურცელს, პოლიციელი მოვა და გთხოვს აიღო ეს ქაღალდი, ან თუ ნასვამი ხარ, შენ მისამართზე წაგიყვანს. ან ბანდიტი მოვა შენთან და გკითხავს: «What’s your name?». შენ კი მას უპასუხებ და მეგობრები გახდებით. ინგლისური ენის ცოდნა საჭიროა იმისთვის, რომ მეგობრები შეიძინო.


ჩვენთან კლასში სწავლობს მარკი. ის ყოველთვის ცელქობდა და ცუდად სწავლობდა. მაგრამ ერთხელ გადაწყვიტა რომ გამოსწორებულიყო და ძალიან ცდილობდა კარგი ნიშნები რომ მიეღო. მაგრამ მასწავლებლები მაინც ლანძღავდნენ და სამიანებს უწერდნენ. აი, რაღა აზრი აქვს მცდელობას, როდესაც შენი უკვე აღარავის არ ჯერა?


თავიდან ადამიანები ჯერ სათამაშო აპარატებთან მიდიან, და შემდეგ ხდებიან უსახლკაროები.


მე ერთხელ შევრცხვი. სოფელში ერთხელ ორ ბიჭთან და ორ გოგოსთან ერთად ვსეირნობდი. ერთი გოგოსგან გავიქეცი, გადავძვერი ღობეზე, შარვალი რკინის კაუჭზე გამომედო. მე მიწაზე დავეცი, შარვალი კი ღობეზე ჩამოკიდებული დარჩა. ძალიან სამარცხვინო იყო გოგოს წინ საცვლით დგომა. ეს ორიანის მიღებას კი არ გავს.


უფროსები არ შეიძლება ცდებოდნენ _ ისინი ხომ დიდები არიან.




ჩაიწერა დარია ტროლემ.
ფოტოგრაფი ალექსეი კუზმიჩევი.

0
429
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0