კინო 13 კორეული შედევრი რომლებიც ჰოლივუდის ფილმებს დაგავიწყებთ 2016, 1 ნოემბერი, 0:39 ვისაც ფილმები გიყვართ და გგონიათ, რომ უკვე ყველანაირი შედევრი იხილეთ, მინდა გითხრათ რომ ცდებით. სამხრეთ კორეული ფილმების ეს ჩამონათვალი თქვენს თვალთახედვას ნამდვილად შეცვლის და თქვენ ემოციებს თუ შთაბეჭდილებებს ფილმების ყურების შემდეგ ყველაზე მაღალ საფეხურზე აიყვანს. მინდა წარმოგიდგინოთ 13 სამ.კორეული შედევრი რომელის ყურების შემდეგ ალბათ დიდხანს იფიქრებთ.
1. ტერორი პირდაპირ ეთერში/ The Terror Live . 2013 ნაციონალური ტელევიზიის წამყვანი ახერხებს მოლაპარაკება აწარმოოს ტერორისტთან პირდაპირ ეთერში რომელიც სეულის მთავარი ხიდის აფეთქებას აპირებს. ჩამწერ სტუდიაში მეტად დაძაბული ვითარება იქმნება 2. გადავარჩინოთ მწვანე პლანეტა/ Save the green planet . 2003 ტრამვირებული ახალგაზრდა მამაკაცი იტაცებს და აწამებს კორეელ მდიდარ წარმოსადეგ ადამიანებს იმ მიზნით, რომ გგონია ისინი უცხოპლანეტელები არიან, რომლებსაც დედამიწის დაპყრობა უნდათ. ვითარება კატა-თაგვურ დაპირისპირებაში გადაიზრდება როდესაც ყველაფერს ცნობისმოყვარე დეტექტივი გაიგებს. 3. აღიარებები მკვლელობის შესახებ/Confessions of murder . 2012 ახალგაზრდა მამაკაცი აქვეყნებს წიგნს სადაც დეტალურად აღწერილია ის მკვლელობები რომლების 15 წლის წინ დაუნდობელმა მკვლელმა ჩაიდინა. იგი ამტკიცებს რომ თვითონ არის მკვლელი. ვინაიდან 15 წელი ხანდაზმულბის ვადა გასულია და პოლიცია მას ვერ შეეხება ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემა მას მოიწვევს რომ დაწვრილებით ახსნას ყველაფერი, სწორედ აქ იძაბება სიტუაცია. 4. მეზობელი / the neighbor . 2012 სკოლის გოგონას გაიტაცებენ და მოკლავენ. გოგონას დედინაცვალი საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში რომ გოგონას ავტობუსის გაჩერებაზე არ დახვდა. მეზობლად ერთი სახლია რომლის მცხოვრები ძალიან უცნაურად იქცევა და ყველას მასზე აქვს ეჭვი. 5. მე ვნახე ეშმაკი / I saw the devil . 2010 სერიული მკვლელი მოკლავს და დაანაწევრებს ორსულ გოგონას. საიდუმლო სამსახური აგენტი რომელიც ამ გოგონას მეუღლეა იწყებს მკვლელზე ნადირობას. წინასწარ გაფთხილებთ რომ სცენები მეტად სასტიკია. 6. არანაირი დანდობა / No mercy . 2010 გარემოს უფლებების დამცველი პირი რომელიც დაკავებულია სერიული მკვლელობებისთვის იწყებს უცნაურ თამაშს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის წინააღმდეგ რომლის ქალიშვილი გატაცებულია. (ფილმის დასასრულს შოკში ვიყავი) 7. რთული დღე /A Hard Day . 2014 ფილმის მონაწილე ცდილობს დამალოს საკუთარი დამნაშავეობა რომლის გამოც ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ყველაფერი იცვლება როდესაც დეტექტივს ანონუმურად ურეკავს მოწმე რომელიც ამტკიცებს რომ ყველაფერი დაინახა . 8. დედა / mother . 2009 მზრუნველი დედა ცდილობს იპოვოს ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი გონება ჩამორჩენილი შვილი გოგონას მკვლელობის გამო პოლიციას დააჭერინა. სიმართლე თანდათან ირკვევა . დედა თავად ხდება დამნაშავე რომ საკუთარი შვილის უდანაშაულობა დაამტკიცოს. 9. თანაგრძნობა ქალბატონ შურისძიებას/ sympathy for the lady vengeance. 2005 ახალგაზრდა გოგონა ხდება პატიმარი სადაც 13 წლის განმავლობაში ის ბევრ მეგობარს შეიძენს. როდესაც ციხეს დატოვებს იგი მეგობრებთან ერთად ნამდვილ დამნაშავეზე იწყებს ნადირობას. 10. მოგონებები მკვლელობებზე / Memories of Murder. 2003 პატარა ქალაქის დეტექტივი და ექსპერტი დედაქალაქიდან იწყებენ გამოძიებას მკვლელზე რომელიც სასტიკაც კლავს და აუპატიურებს მსხვერპლს. ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბებზე რომლებმაც შეძრა კორეა 1986 წელს. ( ერთ-ერთი ზემოთხსენებუ ფილმი ამასთან დაკავშირებულია) 11. კაცი არსაიდან /the man from nowhere . 2010 უწყინარი ლომბარდის თანამშრომელი ბნელი წარსულით დაუმეგობრდება პატარა საყვარელ მეზობელ გოგონას. იგი არაფერს დაიშურებს რათა იხსნას იგი საშინელი ნარკო-დამნაშავეებისგან. საოცარი ფილმი საოცარი ექშენით 12. მდევარი / The Chaser. 2008 პროსტიტუციაში ჩართული და ადრე პოლიციის დეტექტვი საკუთარ ძველ პროფესიას დაუბრუნდება რათა იპოვოს საკუთარი დაკარგული მეძავები. ფილმის დაფუძნებულია რეალურ სერიულ მკვლელზე რომელზეც 20 ადამიანის მკვლელობაა. ბევრი სისხლი, არეულობა და უბრალოდ კარგი ექშენი. 13. ოლდბოი / odlboy 2003 თუ გეგონათ რომ ამ ფილმს აგამოვტოვებდი ძალიან შეცდით . უბრალოდ კორეული შედევრი რომლის ყურებას ყველას გირჩევთ. ფილმის გმირს გაიტაცებენ და 15 წლით დახურულ სივრცეში გამოკეტავენ. განთავისუფლების შემდეგ მან 5 დღეში უნდა იპოვოს ადამიანი რომელმაც ის 15 წლით გამოკეტა. 6402 5-ს მოსწონს
|