სხვა საუკეთესო უფროსი მსოფლიოში-მან თავის თანამშრომლებს 1200 ავტომობილი და 400 ბინა გადასცა 2016, 31 ოქტომბერი, 15:12 ![]() ინდური კომპანია Hare Krishna Exports-ის თანამშრომლებს წლევანდელი ინდუისტური დღესასწაული დივალი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ცხოვრებაში. კომპანიის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა სავჯი დოლაკიამ თავის საუკეთესო თანამშრომლებს 400 ბინა და 1200 ავტომობილი გადასცა საჩუქრად. ![]() კომპანია ბრილიანტებს ამზადებს, ექსპორტი მსოფლიოს 70 ქვეყანაში გადის, ხოლო მათი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ყოველთვის ანებივრებს სოლიდური საჩუქრებით. 2014 წელსაც დაურიგა მილიარდელმა საკუთარ თანამშრომლებს ბინები, ავტომობილები და ძვირფასეულობა. ![]() ალმასების მაგნატმა 2016 წელს კიდევ ერთი არაორდინალური ნაბიჯით გამოიჩინა თავი. თავის 21 წლის ვაჟი დრავია, რომელიც ბიზნესის საფუძვლებს აშშ-ში დაეუფლა ინდოეთის პატარა ქალაქში სამუშაოს საძებნად გაუშვა, თან გაატანა სამი ხელი სამოსი, ჰიგიენური საშუალებები და ფული 7000 რუპია(დაახლოებით 100$).ახალგაზრდა ყმაწვილი დამოუკიდებლად უნდა მოწყობილიყო სამუშაოზე და ეშოვნა საცხოვრებელი. ![]() 5434 7-ს მოსწონს 1-ს არა
|