
კბილის დაპლომბვის დროს ყველას გვქონია შეხება სტომატოლოგის საშინელ
ინსტრუმენტებთან, რომელიც უსიამოვნო ხმებს გამოსცემს და ზოგ ადამიანს ამ ხმის გაგონებისას გულიც კი მისდის. დაივიწყეთ ეს ყველაფერი. რევოლუციური კბილის პასტა დაგავიწყებთ ამ ყველაფერს!

იაპონია, როგორც ყოველთვის, მოწინავე ქვეყანაა მთელს პლანეტაზე. ამ ჯერად მათ მედიცინაში შეიტანეს რევოლუციური სიახლე. იაპონელმა სტომატოლოგმა (Kazuo Yamagashi), გამოიგონა კბილის პასტა, რომელიც ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ ამოავსებს და აღადგენს ჩამოშლილ კბილს. კბილის პასტას, ასევე შეუძლია აღადგინოს კბილის ემალი, სტომატოლოგის ხელსაწყოს დახმარების გარეშე.

ჰიდროქსილის აპატიტის ექსპერიმენტების შედეგად მოახერხა კასუომ მიეგნო ამ საოცარი პასტისთვის, რომლის შემადგენლობაშია ასევე ბუნებრივი მინანქრის (ემალი) ელემენტები.

მასალის კბილზე დატანის შემდეგ, რამდენიმე წუთში პასტა კრისტალიზირდება და ვიღებთ ისეთ კბილის ემალს, როგორიც ბუნებრივია, ასევე მასალა არის კარგი ანტიბაქტერიული საშუალება.

მრავალჯერადი ტესტირების ჩატარების შემდეგ, იაპონელმა სტომატოლოგებმა, აღმოაჩინეს, რომ ახალი მასალით განკურნებული კბილი არაფრით არ განსხვავდება ბუნებრივისაგან, მაშინაც კი, თუ მას მიკროსკოპის ქვეშ დავაკვირდებით.