x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მუდმივად მანათობელი კანდელები

image


ვიდრე ელექტრო ენერგია გაჩნდებოდა დედამიწაზე, სიბნელეში და დახურული ადგილების გასანათებლად, ყველა კულტურაში, ზეთის კანდელებს იყენებდნენ. იმისთვის, რომ კანდელი არ ჩამქრალიყო, ალბათ მასში ზეთს ხშირად ამატებდნენ. მაგრამ, არსებობს ინფორმაცია კანდელებზე, რომლებიც იდუმალებით მოცული საშუალებით ანათებდნენ და ზეთის საჭიროებაც არ არსებობდა.

ინფორმაცია მარადიულად მანათობელი კანდელების შესახებ, აზიის, ამერიკის (ჩრდ. და სამხ.) სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის ქრონიკებში არის დაფიქსირებული. ხოლო ევროპაში, ასეთი კანდელებით საბერძნეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში სარგებლობდნენ.
ამ იდუმალ კანდელებს, ჩვეულებრივ სამარხების და სხვა დახურული ადგილების გახსნისას პოულობდნენ და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დახურულ სივრცეში ასობით და შეიძლება, ათასობით წლის წინ აანთეს, აღმოჩენის მომენტში, ნათობებას ისევ აგრძელებდნენ. მაგ., ერთ-ერთი ასეთი კანდელი 140 წელს იტალიაში აღმოაჩინეს, როდესაც პოლიტიკოსის და ორატორის, ციცერონის (ძვ. წ. აღრ. 106 — 43 წწ.) შვილის სამარხი გახსნეს. როგორც წყარო იტყობინება, ხალხს შეეშინდა, როდესაც ანთებული კანდელი დაინახეს. მისი ჩაქრობა სცადეს, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ალზე არც წყალი და არც ძლიერი ქარი მოქმედებდა. მისი ჩაქრობა მხოლოდ მაშინ შეძლეს, როდესაც კანდელის ავზში მოთავსებული ზეთისებური სითხე გადმოაქციეს.
მსგავსი მოვლენების სხვა ქრონიკებიც არსებობს:

იმპერატორი იუსტინიანე I მმართველობის დროს (527 – 565 წწ.) ჯარისკაცების ერთმა რაზმმა შემთხვევით ანთებული კანდელი აღმოაჩინა. მასზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, ის 550 წლის წინ უნდა ყოფილიყო ანთებული. ჯარისკაცები ვერაფრით მიხვდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო.
ინგლისში, მას შემდეგ რაც ის რომის–კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო, ჰენრი VIII (1491 — 1547) ანგლიკანური ეკლესია დაარსა. ამის შემდეგ, მან მოითხოვა, რომ ქვეყანაში არსებული ყველა ეკლესია ანგლიკანური გამხდარიყო ან განადგურებულიყო. სწორედ მაშინ გახსნეს 299 წელს გარდაცვლილი, ერთი მდიდარი ადამიანის სამარხი, რომელშიც ანთებული კანდელი იყო.
XVII საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში შვეიცარიელი ჯარისკაცი იყო ჩასული, რომელიც დიდი ხნის წინ გახსნილ სამარხში მოხვდა და იქ ანთებული ლამპარი ნახა. მან ის სამშობლოში წაიღო და როგორც შემდეგ იტყობინებოდა, ლამპარი ნათებას აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით საწვავი არ ჩაუსხია და ეს თვეების მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე შემთხვევით არ გატყდა.

imageყველაზე უახლესი ინფორმაცია იდუმალი ლამპარების შესახებ, XIII საუკუნეში მცხოვრებ რაბინ ჟეხიელს (Jechiele) უკავშირდება. იმ დროის წერილობითი წყაროების მიხედვით, მის კარებთან ყოველთვის (დღე და ღამე) ენთო ლამპარი, ყოველგვარი საწვავის მიწოდების გარეშე (ყოველ შემთხვევაში, გარედან არაფერი ჩანდა). როდესაც ჟეხიელს ეკითხებოდნენ ლამპარის მექანიზმის შესახებ, ის პასუხის გაცემას ყოველთვის თავს არიდებდა.

თანამედროვე ეპოქაში, მხოლოდ წერილობითი წყაროების მიხედვით, რთულია ამ მოვლენაზე მსჯელობა და რაიმე ახსნის მოძებნა.

და ხელოვნური მარადიული ნათების საიდუმლო, საიდუმლოდ მანამდე დარჩება, ვიდრე მეცნიერთა ხელში, თუნდაც ერთ კანდელი ან ლამპარი არ აღმოჩნდება.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!

ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში

აკრძალული არქეოლოგია

სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)

image

1
507
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
507
  
2018, 21 ივლისი, 21:50
ზღაპარი, სხვა თუ არაფერი ჰაერი აღარ ეყოფოდა ცეცხლს და მაინც ჩაქრებოდა, რა ბანძი საიტია
0 1 1