სხვა ამერიკელ მოზარდს კომიდან გამოსვლის შემდეგ გამართული ესპანურით შეეძლო საუბარი 2016, 27 ოქტომბერი, 21:53 ეს ახალგაზრდა 16 წლის რუბენ ნემოი გახლავთ, მან გასული თვეს თავის არეში ძლიერად მოხვედრილი ფეხბურთის ბურთის გამო სერიოზული თავის ტრავმა მიიღო და კომაში ჩავარდა. რამოდენიმე კვირის შემდეგ როდესაც რუბენი კომიდან გამოვიდა ყველასდა გასაკვირად მას გამართული ესპანურით შეეძლო საუბარი, როდესაც, როგორც თვითონ ამტკიცებს ესპანურად მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა იცოდა. როდესაც მოზარდმა გაიღვიძა მშობლებმა შეამჩნიეს რომ მან უცხო ენაზე რამოდენიმე სიტყვა წამოიბუტბუტა, მაგრამ იმდენად იყვნენ შვილის გონზე მოსვლით გახარებულნი რომ ყურადღება არ მიაქციეს. როგორც გაირკვა რუბენმა ესპანურად Tengo hambre თქვა, რაც მშიას ნიშნავს. "შოკში ვიყავი ასეთი რამ არასოდეს მინახავს, იგი წამოდგა და ასე უბრალოდ ესპანურად საუბარი დაიწყო" ამბობს რუბენის მწვრთნელი "ექთანმა მკითხა თუ რა ენაზე ვსაუბრობდი, მე ვუპასუხე რომ ინგლისურად. მედდა გაოგნებული შემომცქეროდა" აცხადებს 16 წლის ახალგაზრდა 160 1-ს მოსწონს
|