სხვა საშინელი ტრაგედია რომელმაც 3 წლის პატარა და გმირი ძაღლი შეიწირა 2016, 27 ოქტომბერი, 0:56 21 ოქტომბერს ვაშინგტონის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ერთსართულიანი სახლის მცხოვრებლები კვამლის საშინელმა სუნმა გააღვიძა. პანიკაში ჩავარდნილი ცოლ-ქმარი 3 შვილთან ერთად დაუყოვნებლივ სახლიდან გამოვარდა, მაგრამ მათი მეოთხე 3 წლის პატარა შიგნით დარჩა. მეზობლები და ირგვლივ მყოფები ყველანაირად ეცადნენ ცეცხლის ჩაქრობას მაგრამ უშედეგოთ. 3 წლის ბავშვის გადარჩენას სახლში არსებული ჯოჯოხეთური სიმხურვალის გამო ვერავინ ახერხებდა. მოგვიანებით მოსულ სახანძრო დახმარებას სახლში საშინელი სიტუაცია დახვდა. ცეცხლის სიმხურვალის გამო ყველაფერი თითქოს დამდნარი იყო. როდესაც ისინი ბავშვის ოთახში შევიდნენ მეტად ტრაგიკული სცენა დახვდათ, 3 წლის პატარა გარდაცვლილი იწვა გვერდზე საკუთარი სათამაში ედო, ხოლო ზედ ოჯახის ძაღლი შემოხვეოდა რომელიც მის ცეცხლისგან დაცვას ცდილობდა. საქმეს ქალაქის პოლიცია იძიებს და ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი მაგრამ პოლიცია აღნიშნავს რომ სახლის დათვალიერებისას კვამლის დეტექტორი რომელსაც ოჯახის დროული ინფორმირება შეეძლო არ მუშაობდა ბატარეის არ ქონის გამო. პოლიცია ყველას უსაფროთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. 75 1-ს მოსწონს
|