სხვა ბუტიკის "ვიტრინების" ყველაზე უჩვეულო და ორიგინალური გაფორმება- ძალიან მოგეწონებათ 2016, 27 ოქტომბერი, 9:16 ჩვენს სამყაროში ყველაზე ღირებული, რაც ხშირად გულუხვად ანაზღაურდება ხოლმე- კრეატიული შედევრია. თანამედროვე შემოქმედებითი ნიჭიც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს- ჩვეულებრივი ნივთიდან შექმნას არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, რაც ყველას გაოცებას გამოიწვევს.
რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა. კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრონ მომხმარებელის- "ჩვენი" ყურადღება. დღევანდელ კრებულში მინდა წარმოგიდგინოთ უჩვეულოდ და ორიგინალურად გაფორმებული ბრენდული ფირმების მაღაზიის ფანჯრები (ვიტრინა), რომელთაც ეყოთ საამისოდ რესურსები და კრეატიულობა, თქვენ კი აუცილებლად მოგეწონებათ. 1. კრებულის პირველ ადგილს იკავებს Chanel-ი, რომლის "ვიტრინაც" წარმოდგენილია საკმაოდ გამორჩეულ სტილში. მაშინვე ხვდება მომხარებელს თვალში ჩალის "ტუკები" და ხის სკამები და კიბე. თოჯინა მანეკენებიც ერთმანეთისგან გამორჩეულები და არასტანდარტულები არიან თითოეული დეტალით- ვარცხნილობა, კაბა, ფეხსაცმელი, თავსაბურავი და ხელჩანთები. 2. Louis Wootton-ის ბუტიკის "ვიტრინები" ათობით კამერის მეშვეობით სრულიად ნათელია. განათება აქ სრულიად არაორდინალური და განსხვავებულია. 3. ფრანგულმა ბრენდმა Hermes "ვიტრინის" გაფორმება მოგზაურობის სტილში გადაწყვიტა- ტყეები, ზღვა, მთები. 4. Zoe Bradley-მ კი რთული ნამუშევრები შექმნა ქაღალდისგან მაღაზიის ყველა მთავარი "ვიტრინისათვის". 5. Moschino-მ კი მთავარი ფილიალის "ვიტრინასთან", რომელიც პარიზში rue Saint-Guillaume ქუჩის 33 ნომერში მდებარეობს, დაამონტაჟა ყალბი ბანკომატი, საიდანაც ბანკნოტები ცვივა წარწერით Love is Free (სიყვარული უფასოა). 6. ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური "ვიტრინა" გამოუვიდა GAP-ს, რომელმაც მოიფიქრა ყველაფრის თავდაყირა დამონტაჟება. დილით, როდესაც მომხმარებლებმა მის გარშემო ჩაიარეს, გაკვირვებისგან გაქვავდნენ, ყველაფერი და მათ შორის ავტომობილებიც, სრულიად მოულოდნელად თავდაყირა დახვდათ. მარკეტინგულმა კომპანიამ მსგავსი რეკლამით მიზნად დაისახა «Shopping Turned on Its Head» 7. ცნობილმა ბრენდმა Lacoste კი გააკეთა "ვიტრინა" მომხმარებლების სტილში, თითქოს მისი თაყვანისმცემლები დგანან აღფრთოვანებულები, ძირითადი ხაზი კი სუნამოს ესმევა, რადგან რეკლამის შინაარსიც ამაში მდგომარეობს- "სუნამოს სუნით თავბრუდახვეული "ფანები" ". 93 13-ს მოსწონს
|