x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ცნობილი ბრენდების პირველი ავტომობილები
1. Alfa Romeo — A.L.F.A. 24 h.p. (1910)-ცნობილი მილანური ბრენდის სახელწოდება ასე იშიფრება- Anonimo Lombardo Fabbrica Automobili, (ანტონიო ფაბრიციოს ავტოქარხანა ლომბარდიიდან) .სახელის მეორე ნაწილი Romeo 1915 წელს დაემატა, როდესაც ნიკოლო რომეომ 1915 წელს A.L.F.A შეიძინა.

image



2)Aston Martin «Coal Scuttle» (1914)-სპორტული ავტომობილის სახელწოდება ორ სახელს აერთიანებს:ასტონ -კლინტონს, ბორცვის სახელწოდება სადაც ავტომობილის ერთ-ერთმა შემქმნელმა ლაიონელ მარტინმა Singer-10 შეჯიბრზე გაიმარჯვა.

image



3)Audi Type A (1910)-აუგუსტ ჰორხს საკუთარ კომპანია Horch-ში კამათი მოუვიდა დირექტორთა საბჭოსთან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ავტორბოლები ტყუილი დროის დაკარგვაა, ხოლო აუგუსტი დარწმუნებული იყო რომ, ავტორბოლები და სიტყვა "პროგრესი" სინონიმები იყვნენ.ამის შემდეგ აუგუსტმა დააარსა ფირმა Audi, რაც ლათინურად იგივეს ნიშნავს, რაც Horch-ი.(მოსმენა)


image


4)Bentley 3-liter (1919)-პირველი ბრიტანული ავტომობილი, რომლის სახელწოდებაც მიუთითებდა არა ძრავის სიმძლავრეს, არამედ მის მოცულობას.ავტომობილი შექმნეს უოლტერ ბენტლიმ და მისმა მეგობარმა, წარსულში ავტომრბოლელმა და ფირმა Humber-ის კონსტრუქტორმა ფრენკ ბენჯესმა.

ავტომობილის ფასი 1000 ფუნტი სტერლინგი იყო, რითაც იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირ ავტომობილად ითვლებოდა მსოფლიოში.


image



5)BMW 3/15 DA1 (1929)-პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ავიაძრავების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი ახალ საწარმოო პოტენციალს ეძებდა.ამზადებდა ავეჯს, მოტოციკლებს.1928 წელს კომპანიამ იყიდა ფირმა Dixi, რომელიც Austin Seven-ს აწყობდა.ასე რომ პირველი BMW -ინგლისური მცირელიტრაჟიანი ავტომობილის ასლია.

image




6)Bugatti type 13 (1910)-პირველი სატრანსპორტო საშუალება, კვადროციკლი ოთხი ძრავით ეტორე ბუგატიმ ჯერ კიდევ 1899 წელს დაამზადა.პირველი ავტომობილი Type 13 1910 წელს გამოვიდა, რომელსაც Bugatti-ის ცნობილი ოვალური ემბლემა ამშვენებდა.

image

7). Cadillac Model A Runabout (1902)-პირველი "კადილაკი" ძალიან ჰგავდა პირველ "ფორდს".სხვათა შორის ამ ორ კომპანიას უფრო ბევრი რამ აერთიანებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.პირველი "კადილაკი" ხომ Henry Ford Company-ში დამზადდა.მალე ინვესტორებმა ფორდი გააგდეს და ახალი დირექტორი ჰენრი ლილანდი აირჩიეს.ამის შემდეგ კომპანიას სახელი გადაერქვა და Cadillac Automobile Company-ი ეწოდა, თუმცა მომავლის ავტომობილი ფორდის დანატოვარი კონსტრუქციით შექმნეს.

ავტომობილის ფასი 700$ იყო.

image



8)Chrysler B70 (1924-25)-20 იანი წელბის დასაწყისში "ბიუკის" ყოფილმა პრეზიდენტმა უოლტერ კრაისლერმა აღმოაჩინა ცარიელი ნიშა ბაზარზე-გადაწყვიტა დაემზადებინა მძლავრი და პრესტიჟული ავტომობილი, ამასთანვე დიდი ტირაჟით.ჩანაფიქრი წარმატებული გამოდგა.პირველსავე წელს კრაისლერმა 30 ათასი ავტომობილი გაყიდა.

image

9)Citroen A (1919)-პირველი მსოფლიო ომის დროს ანდრე სიტროენმა გვარიანად ფული იშოვა ნაღმების დამზადებით, ომის დამთავრების შემდეგ შეკვეთები შეუწყდა და ამის შემდეგ ანდრემ გადაწყვიტა დაემზადებინა ავტომობილი:უბრალო, საიმედო და იაფი.


ავტომობილი 7 ათასი ფრანკი ღირდა, უფრო იაფი ვიდრე იმ დროის სხვა ავტომობილები.არცაა გასაკვირი, რომ სიტროენმა ორ თვეში 16 ათასი ავტომობილი გაყიდა და დაიმსახურა მეტსახელი "ფრანგი ჰენრი ფორდი".

image


10) FIAT 3, 5 h.p. (1899)-"იტალიური ავტომობილების ფაბრიკა ტურინიდან" ანუ FIAT-ი დაარსდა 1899 წლის 11 ივლისს.წლის ბოლოს გამოვიდა პირველი ავტომობილი, სამ სიჩქარიანი კოლოფით(უკუსვლა არ ჰქონდა)და ოთხი ცხენის ძალით.მაქსიმალური სიჩქარე 35 კმ/სთ-ში.

image




11)Ford Model A (1903)-დანტისტი ჩიკაგოდან ერნს პფენიგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც Ford A შეიძინა.ავტომობილის ფასი 850$ იყო, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოდელი ძალიან ჰგავდა Cadillac-ს, იმ განსხავებით, რომ "ფორდს" ორცილინდრიანი აგრეგატი ედგა, "კადილაკი" კი ერთ ცილინდრიანი იყო, სწორედ ამიტომაც Ford Model A ოდნავ ძვირი ღირდა "კადილაკზე".

image


პირველი ნაწილის დასასრული.გაგრძელება იქნება.

1
338
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
338
  
2016, 27 ოქტომბერი, 9:09
აქ რაღა იპოვეს მოუწონარი რა საინტერესოა რააა
0 1 1