x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გაქვავებული ადამიანების შოკისმომგვრელი ფოტოები
მოგეხსენებათ დედამიწა უამრავ თვალწარმტაც და ბუნებრივად ლამაზ ადგილს ფლობს, რომელთა ბუნებრივობაში დაჯერება ძნელია და მათი ხილვის შემთხვევა ჩვენს განცვიფრებას აუცილებლად იწვევს. კაცობრიობის ისტორია კი სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა, უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ. მაშასადამე ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციითა და იდუმალი მოვლენებით, რომელთა ახსნა, ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროდ საუკუნეების წინ მომხდარ ბუნებრივ მოვლენაზე, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს მწარე რეალობაა.


image


პომპეის ერთ-ერთ ადგილას არქეოლოგიური ჯგუფის მიერ ხორციელდებოდა სამუშაო გათხრები, რასაც გაქვავებული ადამიანის აღმოჩენა მოყვა, შედეგით განცვიფრებულმა გუნდმა სწრაფად და სიფრთხილით განაგრძო მიმდებარე ტერიტორიის გათხრა და დიდი რაოდენობით "ქანდაკებები"- გაქვავებული ადამიანები აღმოაჩინეს, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაში იმყოფებოდნენ.


image


უწინ აქ ყოფილა ულამაზესი ბაღი, რომელსაც დღეს ტყვეების ბაღი დაერქვა მხოლოდ იმის გამო, რომ 13 ადამიანის ცოცხლად გაქვავებული ქანდაკებები გვხვდება და მათ შორის არიან ბავშვებიც.


79 წელს ვულკანი ვეზრუვი ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ ვულკანად ითვლებოდა, რომელიც სასიკვდილო ქვებს, ნაცარსა და ცხელ ორთქლს 30 კილომეტრის მანძილზე კურსით 1, 5 მილიონი ტონა წამში ისვროდა. ვულკანმა მთლიანად წაშალა ქალაქი პომპეი და იქ მაცხოვრებელი 16 000 ადამიანი ლავური ნაკადის ქვეშ განისვენებს.


ქანდაკებების პოზიციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი (ადამიანები) ალბათ თავის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა გარდაუვალი იყო ამ ტემპით აბობოქრებულ ცხელ ლავას ვინმე გაქცეოდა.


ნეაპოლის ეროვნულმა არქეოლოგიურმა მუზეუმმა ქალაქ პომპეის ძალიან ბევრი ექსპონატი შემოინახა დღემდე, რომელთა ხილვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


imageimageimageimageimageimageimage

0
953
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0