საბუნებისმეტყველო ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?! 2016, 31 ოქტომბერი, 10:34 შესაძლებელია, რომ ჩვენი ცოდნა ძველი სამყაროს შესახებ მცდარი აღმოჩნდეს? რომ ადამიანები დედამიწაზე ბევრად უფრო ადრე გაჩენილიყვნენ, ვიდრე ამას თანამედროვე მეცნიერება თვლის? თუ გავითვალისწინებთ არქეოლოგების და გეოლოგების მიერ ქანების შესწავლისას გაკეთებულ აღმოჩენებს, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის. მაგალითად, XX საუკუნის 50-იან წლებში, არქეოლოგმა ჯორჯ კარტერმა ძველი ამერიკელების დასახლება აღმოაჩინა სან-დიეგოს მახლობლად. იქ მან უამრავი ნივთი იპოვა ქანებში, რომელთა ასაკი 80-90 ათასი წლით იყო განსაზღვრული, რაც ბევრად აღემატებოდა ამერიკის კონტინენტზე ადამიანის გამოჩენის ოფიციალურად აღიარებულ პერიოდს – 35-30 ათას წელს. მეცნიერები, რომლებიც ამ უკანასკნელ ვერსიას იზიარებდნენ, მას დასცინოდნენ და მის აღმოჩენებს არასერიოზულად მიიჩნევდნენ. მაშინ კარტერმა უფრო საფუძვლიანი გათხრები აწარმოა იმ ადგილზე და ასზე მეტი მეცნიერი მიიწვია აღმოჩენილი არტიფაქტების შესასწავლად, მათ შორის ძალიან ცნობილი და სახელოვანი მეცნიერებიც, მაგრამ ყველამ უარი თქვა ექსპედიციაში მონაწილეობის მიღებაზე. რადგან იცოდნენ, რით დასრულდებოდა მათი კარიერისთვის, დარვინიზმის საწინააღმდეგო კონცეფციის, თუნდაც ირიბი მხარდაჭერა. ქვა ადამიანის ფეხის ანაბეჭდით პალეონტოლოგმა ჯერი მაკდონალდმა აღმოჩინა, მასთან ერთად ნაპოვნი იყო განამარხებული ცხოველების ნარჩენები. ამ უძველესმა ნაკვალევმა განაცვიფრა მკვლევარები – ვერც თავად მაკდონალდმა და ვერც მისმა კოლეგებმა, შემდგომში, ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს იმას, თუ როგორ უნდა მოხვედრილიყო ადამიანის ნაკვალევი ქანზე, რომელიც პერმულ პერიოდს ეკუთვნოდა (პალეოზოური ერის ბოლო გეოლოგიური პერიოდი, რომელიც 298 მლნ. წლის წინ დაიწყო და 252 მლნ. წლის წინ დასრულდა). ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე (თანამედროვე წარმოდგენებით) დედამიწაზე ფრინველები და დინოზავრებიც კი გაჩნდებოდნენ (დინოზავრების ყველაზე უძველესი ნამარხი, რომელიც კაცობრიობისთვის არის ცნობილი, 230 მლნ. წლით არის დათარიღებული). ანუ დინოზავრები და ფრინველები ჯერ არ იყვნენ, ხოლო ადამიანი უკვე იყო? როგორც ნაკვალევის აღმომჩენმა პალეონტოლოგებმა, ისე სამეცნიერო თანასაზოგადოებამ, რომელსაც ეჭვი არ შეაქვს აღმოჩენის რეალობაში, ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს მას — დიახ, ამბობენ მეცნიერები, «მართალია, რომ ეს ანაბეჭდი 290 მილიონი წლის წინ არის გაკეთებული და ისიც მართალია, რომ ის ადამიანის ნაკვალევს ჰგავს. მაგრამ, ადამიანის ფეხის ანაბეჭდი არ არის». და ყველაფერი ამ ფრაზით შეიძლებოდა დასრულებულიყო, ის რომ ერთადერთი აღმოჩენა იყოს, ამ კატეგორიის აღმოჩენებს შორის. მაგ., ამ სურათზე ფეხის ანაბეჭდი არის მოცემული – რომლის ასაკიც არაერთი მილიონი წელია. განსხვავება ზევით წარმოდგენილ ნაკვალევს და ამ ნაკვალევს შორის ის არის, რომ ეს უკანასკნელი გიგანტური ზომის არის და აფრიკაშია აღმიჩენილი. 845 14-ს მოსწონს
|