x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან!

ზამთრის დადგომასთან ერთად ხის ფანჯრებზე ხშირად აწებებენ ლენტებსა თუ სპეციალურ სათბურებს, რომლებიც სახლში ცივი ჰაერის შემოსვლას უშლის ხელს და სითბოს ინარჩუნებს. მეტალოპლასტმასის ფანჯრების დაყენების შემთხვევაში კი ეს პრობლემა მოხსნილია.
image
მაგრამ, ძალიან ხშირად ხელოსნები უბრალოდ დააყენებენ ფანჯარას და მისი მოხმარების შესახებ შემდეგომ ინსტრუქციებს აღარ იძლევიან. კერძოდ კი, ავიწყდებათ კლიენტს გააცნონ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი.

პირველი: ფურნიტურის ყველა მოძრავ დეტალს სჭირდება რეგულარულად დაზეთვა. აღნიშნული პროცედურა სასურველია წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩატარდეს, უბრალო მანქანის ზეთის გამოყენებით.

მეორე: წელიწადის დროის მიხედვით აუცილებელია ფანჯრები გადავიყვანოთ ზაფხულის ან ზამთრის რეჟიმზე, რაც ჩვენ თავად ძალიან მარტივად შეგვიძლია.


image

როგორ ვარეგულიროთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები

რეგულირების შესაძლებლობით აღჭურვილია თითქმის ყველა თანამედროვე კონსტრუქცია. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, გადადის თუ არა ფურნიტურა ერთი რეჟიმიდან მეორეზე, საკმარისია დავაკვირდეთ საკეტის მიმდებარე ადგილებს და ვნახოთ, არის თუ არა იქ ე.წ. ექსცენტრიკები.

თუ მათზე დაინახავთ ოვალურ ან ექვსკუთხა ან ფიგურული სახრახნისის ფორმის ხვრელს, დარწმუნებული იყავით, რომ ამგვარ მოწყობილობას ნამდვილად აქვს ზაფხულისა და ზამთრის რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა.

image

ფანჯრის რეჟიმის შესაცვლელად, უბრალოდ შესაბამისი ინსტრუმენტის საშუალებით შეაბრუნეთ ყველა ექსცენტრიკი (რაც უფრო დიდია ფანჯარა, მით მეტია მათი რაოდენობა) საჭირო მიმართულებით.

image

თუ საკეტი გამუდმებით ზამთრის რეჟიმზეა, რეზინაზე ზეწოლა დიდია და იგი მალე ცვდება. იმის შემოწმება, თ რამდენად მჭიდროდ იხურება ფანჯარა, საკმაოდ მარტივია: ამისათვის საკმარისია ფანჯარაში მოაყოლოთ ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცელი: თუ დახურული ფანჯრიდან ფურცელს ადვილად ამოიღებთ, ფანჯარა ზაფხულის რეჟიმზე იმყოფება.


image

3
27696
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
27696
  
2016, 18 ნოემბერი, 23:30
9999 - რა მაგარი ციფრი დავსვი :)–
2016, 26 ოქტომბერი, 15:45
სასარგებლო რჩევაა, წავედი ფანჯრების შესამოწმებლად :-)
2016, 25 ოქტომბერი, 13:49
ძალიან სასარგებლოა.. ცვენც დღეს ვცვლიდით! :)
0 1 3