x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დაუჯერებელია: აი რა იწინასწარმეტყველეს ექსტრასენსებმა 2017 წლის შესახებ!

image
ვის არ აინტერესებს ჩვენს რთულ დროში, თუნდაც ერთი თვალით ცხოვრების მომავალში გადაიხედოს? ოდითგანვე მომავლის წინასწარმეტყველ ბრძენებს, შამანებს და ნათელმხილველებს ყურს უგდებდნენ და ღრმა მოწიწებით და პატივისცემით ცდილობდნენ მეტი გაეგოთ თავიანთ ცხოვრებაზე, ქვეყანაზე და მთელი კაცობრიობის მომავალზე. ექსტრასენსების წინასწარმეტყველებებმა 2017 წელზე, ბევრი შეაშფოთა თავისი ორაზროვანი და ამავდროულად საშიში პროგნოზებით. ყველა წინასწარმეტყველება პრაქტიკულად დაშიფრულია და თუ როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ მას, ამაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ წინასწარმეტყველების შეცნობა.



მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2017 წელზე

image
დიდი ასტროლოგი, რომელიც ცხოვრობდა XVI საუკუნეში, ითვლება ერთ ერთ ყველაზე ძლიერ და ავტორიტეტულ წინასწარმეტყველად. მის quatrains-ში აღწერილია ფაქტები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ახდა. ყველაფერი, რასაც ის ამომდა, ყოველთვის ხდებოდა. ეს კი იწვევდა ღრმა პატივისცემას და მოწიწებას მის მიერ დაწერილი სიტყვების მიმართ.

მიშელ ნოსტრადამუსმა კაცობრიობას უწინასწარმეტყველა 2015 წლიდან 2020 წლების პერიოდში, გაქრობის დიდი საშიშროება. ის ასევე წერდა, რომ 2017 წელი ბევრისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება დიდი გვალვების გამო. უპრეცედენტო ბუნებრივი კატასტროფა მოხდება მტკნარ წყალთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაჩნდება გარემოს დაცვის სხვადასხვა პრობლემები.


რას წინასწამეტყველებდა ვანგა 2017 წლის შესახებ

image

ფიზიკურად ბრმამ, მაგრამ შინაგანი ხედვის მფლობელმა ნათელმხილველმა ვანგამ,
იწინასწარმეტყველა საშინელი უბედურებები, რაც დედამიწას უკვე 2017 წელს დაატყდება თავს. ყველა უბედურების მიზეზი კი თვითონ ადამიანები იქნებიან. ეს იქნება ფართომასშტაბური ომები, და სახელწიფოს შიგნით სისხლისმღვრელი შეტაკებები, და დაავადებების აფეთქებები ( ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამო), და ეკოლოგიის საყოველთაო გაუარესება. კონკრეტულად 2017 წელს ვანგამ
მთელი მსოფლიოს მომცველი საშინელი ომის დაწყება იწინასწარმეტყველა. ეს ომი
დაიწყება აღმოსავლეთში და თან მოიტანს ტანჯვას, შიმშილს და ნგრევას მთელ
მსოფლიოში.


პავლე გლობის პროგნოზი

image

ჩვენი თანამედროვე, ცნობილი ასტროლოგი, რომელმაც თავისი ზუსტი პროგნოზებით პოსტსაბჭოურ სივრცეში დიდება მოიპოვა, პავლე გლობამ, 2017 წელს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები იწინასწარმეტყველა. მოდის ახალი ალიანსები, ძველი კოალიციები კი მათში შემავალი წამყვანი ქვეყნების გამოსვლის გამო დაიშლება ( ეს ეხება პირველ რიგში ევროკავშირს). გლობას რუსეთისთვის ხელსაყრელი პროგნოზი აქვს _ 2017 წლის დასაწყისში ქვეყანა გახდება სრულიად ახალი ეკონიმიკური ალიანსის და
პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რუსეთის წონას
მსოფლიო არენაზე, გადააქცევს რა მას თითქმის ყველაზე ძლიერ ქვეყანად.



ბახიტ ჟუმატოვი 2017 წლის შესახებ

image

«Битва экстрасенсов»-ის ფინალისტი, ნათელმხილველი ბახიტ ჟუმატოვი ყაზახეთს, თავის ქვეყანას 2017 წელს კრიზისიდან გამოსვლას უწინასწარმეტყველებს. ქვეყნისთვის ბედნიერი პერიოდი იწყება და ყაზახეთი აყვავდება. მისი სიტყვებთ, უამრავი ტანჯვის მომტანი ტერორისტული ორგანიზაცია ИГИЛ, ვერ შეძლებს მსოფლიოს დაპყრობას, ის უბრალოდ სულ მალე შეწყვეტს არსებობას. ექსტრასენსი არც თუ ისე კარგ მოვლენებსაც ხედავს _ უახლოეს მომავალში ტერიტორიების დიდი ნაწილი წყალქვეშ აღმოჩნდება. გაქრება ისრაელი, მთლიანად დაიკარგება ავღანეთი, ჩაიძირება იაპონია და იაპონელები ყაზახეთში გადასახლდებიან.



რას გვიწინასწარმეტყველებს ჯეიმს ჰანსენი

image

ცნობილი კლიმატოლოგი ჯეიმს ჰანსენი გამუდმებით ამტკიცებს კაცობრიობის ზეგავლენას კლიმატის კატასტროფულ გლობალურ ცვლილებებზე. და 2017 წელს, თუ ჰანსენს დავუჯერებთ, ჩვენს პლანეტას ბუნების ისეთი კატაკლიზმები ელოდება, როგორიცაა მკვეთრი დათბობა, მყინვარების ფართომასშტაბური დნობა, ხმელეთის დიდი ნაწილის ჩაძირვა. თუ კაცობრიობა გონს არ მოვა, მაშინ კლიმატოლოგის თქმით, დედამიწის ენერგეტიკული ბალანსის დარღვევის გამო (რაშიც თვითონ ადამიანები არიან დამნაშავეები), ჩვენ გველოდება არნახული მასშტაბის უბედურებები დაკავშირებული მთელი რიგი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების გადაშენებასთან, და საერთო ჯამში ყველაფერი ეს მოიტანს ქვეყნის აღსასრულს.


რას გვიწინასწარმეტყველებენ 2017 წელს სხვა ნათელმხილველები

image

თუ დავუჯერებთ იერარქიული კატასტროფების თეორიას, რომელიც დაფუძნებულია ყველა გლობალური კატასტროფის სტატისტიკურ მონაცემებზე, ციკლური ბუნების გათვალისწინებით, მაშინ 2017 წელს პლანეტას ქვეყნის დასასრული ელოდება.


კაცობრიობას კოსმიური ერის დასაწყისს უქადის ელენა ბლავატსკის და კონსტანტინე ციოლკოვსკის ნაშრომები. ბლავატსკაია ასევე ამტკიცებდა, რომ 2012 წელს დაწყებული საბედისწერო ხუთწლეული დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გახდება 2017
წელს ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთდამოკიდებულება. ხოლო ციოლკოვსკი, თავის მხრივ ხაზს უსვამს იმას, რომ მომავალი წელი გახდება მაღალი ტექნოლოგიების წელი, რაც თავის მხრივ პლანეტას ან წაადგება, ან გახდება გლობალური ტექნოგენური
კატასტროფის მიზეზი.


შოუ «Битва экстрасенсов»-ის გამარჯვებული ალექსეი პოხაბოვი 2017 წელს ყველა
ბუნებრივი რესურსის ფასების მნიშვნელოვან გაზრდას წინასწარმეტყველებს. აყვავდება
მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ფლობენ სასარგებლო წიაღისეული სიმდიდრის მარაგებს.

გვჯეროდეს თუ არა წინასწარმეტყველებების- ეს თითოეულის პირადი საქმეა. რამდენად შეეფერება სინამდვილეს მათი პროგნოზები, ჩვენ ამას სულ მალე გავიგებთ. ერთი რამ გარკვეულია _ დედამიწაზე ყველა ადამიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს თავის ქმედებებზე და უნდა იმუშაოს „შეცდომების გასწორებაზე“.

4
7312
16-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
7312
  
2016, 24 ოქტომბერი, 17:11
გეტანხმები, მაგრამ ცუდიარომ არ ვუბრტხილდებიტ დედამიწას
2016, 24 ოქტომბერი, 17:01
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ მინდა ესენი მართლები აღმოჩნდნენ და ასრულდეს რასაც გვიწინასწარმეტყველებენ
2016, 24 ოქტომბერი, 16:49
ისე ყველაფერია მოსალოდელი. რავიცი
2016, 24 ოქტომბერი, 14:43
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ექსტრასენსს, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების სიზუსტე არასოდეს არ აცდენია 30%-ს.
0 1 4