x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ძველი მსოფლიოს კოსმოდრომები
image


პალეოკონტაქტების თეორიის მომხრეების აზრით, უძველეს დროში, უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას აქტიურად სტუმრობდნე. მათ დედამიწელებს მიწის დამუშავება და ხელოსნობა ასწავლეს, მისცეს სამედიცინო ცოდნა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაარკვიეს. ხოლო, დედამიწის წასვლის შემდეგ, მხოლოდ ხანგრძლივი მეხსიერება კი არ დატოვეს, რომელიც საფუძვლად ძველ მთებს და ლეგენდებს დაედო, არამედ მატერიალური კვალიც, მაგ., კოსმოდრომები.


უცხოპლანეტელების მთავარი კოსმოპორტი


უცხოპლანეტელების მთავარი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე, პერუს სამხ. სანაპიროსთან, ნასკას უდაბნოში მდებარეობდა. სხვა პლანეტებიდან დედამიწაზე ჩამოსული ვიზიტორები, აერობაზად, სწორედ ნასკას იყენებდნენ.


image


ხოლო, მათი ვიზიტების შეწყვეტის შემდეგ, ადგილობრივი ტომები საკუთარი «ღმერთების» დაბრუნებას საუკუნეების მანძილზე ელოდნენ... და როდესაც ისინი აღარ გამოჩნდნენ, ინდიელებმა, მათი ყურადღების მისაქცევად, უდაბნოში გიგანტური ფიგურების შექმნა დაიწყეს. — ასე თვლის ზემოთ ხსენებული თეორიის მიმდევრების ერთი ნაწილი. ამის მტკიცებულებად და სკუთარი მოსაზრების გასამყარებლად კი, მათ გეოგლიფების ხაზებთან ახლოს, ათასობით ლარნაკის ნამსხვრევის აღმოჩენის ფაქტი მოჰყავთ.

ყველა ლარნაკს მომრგვალებული ძირი აქვს და რადგან ბრტყელ ზედაპირზე ასეთი ნივთის დადგმა შეუძლებელია, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას მიწაში ათავსებდნენ და შიგნით ცეცხლს ანთებდნენ.

ფიგურების ხაზებზე ლარნაკების დალაგების და მასში ცეცხლის დანთების შემთხვევაში, უდაბნოში არსებული კლიმატური პირობების გამო (დღე ცხელა, ღამე ცივა. დამახასიათებელია ტემპერატურის ინვერსიული განაწილება – ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება), ატმოსფეროში ზემო მირაჟები იქმნება და ფიგურის დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია.
imageთუმცა, ამ აზრს არქეოლოგები, ისტორიკოსები და უფოლოგები არ იზიარებენ, რადგან გიგანტური ფიგურების შექმნა აერონავტიკის დახმარების გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა. ასე, რომ, ფიგურები დედამიწელების შექმნილი ნამდვილად ვერ იქნება. მაგრამ, ლარნაკები, რომლითაც ინდიელებს «ღმერთების» ყურადღების მიქცევა სურდათ, ნამდვილად ადგილობრივების გაკეთებულია... და ამაზე, არავინ დავობს.

ცნობილი გერმანელი მკვლევარი მარია რაიხე, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი ნასკას გეოგლიფების კვლევას მიუძღვნა, თვლის, რომ უდაბნოს ნახატები უძველესი კალენდარია: «ძველი ხალხებისთვის მზის და მთვარის მდებარეობა კალენდრის ფუნქციას ასრულებდა, რომლის მიხედვით, ისინი გაზაფხულის და შემოდგომის დადგომას, წყლის რეჟიმის სეზონურ ცვლილებას და შედეგად, სასოფლო–სამეურნეო კულტურების თესვის და მოსავლის აღების დროს საზღვრავდნენ» — წერს მეცნიერი თავის წიგნში.



ბაალბექის გიგანტური ტრილიტონი


მკვდარი ზღვის აუზში, ლიბანის მთებში, ბეირუთის ჩრდ-აღმოსავლეთით, მისგან 85 კმ-ს დაშორებით, საოცარი არქიტექტურული ძეგლი — ბაალბექის ტერასა მდებარეობს.

ტერასა გიგანტური ზომის ქვის ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ისე ზუსტად არის შეთავსებული, რომ ბლოკებს შორის, ნემსის შეცურებაც კი შეუძლებელია. ტერასის II იარუსი 8 მ-ზე არის განლაგებული და დღევანდელი ტექნიკის საშუალებით, მსგავსი ნაგებობის შექმნა, ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერასის სამხ-დას. კედლის საფუძველს 3 უზარმაზარი მეგაბლოკი წარმოადგენს, რომსაც დიდი ზომების გამო, «ტრილიტონები» უწოდეს.



image


თითოეული ბლოკის სიგრძე, საშუალოდ, 21 მ-ია, სიმაღლე – 5 მ., სიგანე – 4 მ და დაახლოებით, 800 ტ. იწონის! მეცნიერების გამოთვლით, ამ ზომის ბლოკის მხოლოდ ადგილიდან დასაძრავად, მინიმუმ 40 000 ადამიანის ძალისხმევა არის საჭირო. ის რომ დავუშვათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება, რომელიმე გავლენიან მეფეს მართლაც მოეხერხებინა, ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ, ერთდროულად, ერთი და იგივე მოქმედების შესრულებას, რადგან ამ რაოდენობის ხალხის მართვა შეუძლებელი იქნებოდა.

imageყველაზე ძველ ისტორიულ წყაროს, რომელშიც ბაალბექია ნახსენები, ასირიული წარწერა წარმოადგენს, რომელიც ძვ. წ. აღრ. 804 წლით არის დათარიღებული. მასში ნათქვამია, რომ ქალაქი ფინიკიელებმა დააარსეს. სწორედ ისინი სცემდნენ თაყვანს, მზის და წყლის მბრძანებელ ღმერთს — ბაალს. ხოლო, ამ ღმერთის ტაძარს, რომელიც აღნიშნულ ტერასაზე მდებარეობდა, ბაალბექს ეძახდნენ, რაც ფინიკიურად, «ბაალის ქალაქს» ნიშნავს.
ძეგლის კვლევა გასული საუკუნის 60–იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მაშინ მეცნიერები თვლიდნენ, რომ ტერასა, უხსოვარ დროში, უცხოპლანეტელებმა ააშენეს და იმ დროს არსებული ჰიპოთეზის მიხედვით, ის კოსმოდრომი უნდა ყოფილიყო. ხოლო, შვეიცარელი მწერლის და რეჟისორის ერიხ ფონ დანიკენის აზრით, რომელიც პალეოკონტაქტების თეორიის ცნობილი მიმდევარია, ტერასები უცხოპლანეტელების ხომალდების დასასხდომი მოედნის გადარჩენილი ფრაგმენტია.
მეცნიერები ასევე თვლიან, რომ ტრილიტონი ძალიან ძველი, წარღვნამდელი ნაგებობაა, ხოლო ფინიკიელებმა მისი პლათფორმა ტაძრის საძირკვლად გამოიყენეს.


image


მეცნიერების ამ მოსაზრებას ერთ–ერთი არაბული მანუსკრიპტიც ადასტურებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაალბექი, ოდესღაც, მეფე ნებროთს ეკუთვნოდა, რომელსაც წარღვნის შედეგად დანგრეული ძეგლის აღდგენა სურდა.

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. რა ვიცით იდუმალი «პლანეტა Х»-ის შესახებ?
2. 10 რამ, რაც არაბულმა სამყარომ კაცობრიობას აჩუქა
3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტიფაქტები
5. 5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

6. ჰაეროვანი პასკა, რომელიც პირში დნება

0
476
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0