სხვა მოკლე საშიში ამბები 2016, 23 ოქტომბერი, 18:10 ღამით სიცივის შეგრძნებამ გამაღვიძა, თვალები რომ გავახილე წამით მომეჩვენა რომ ჩემს გვერდით ვიღაც ჩემსკენ ზურგით იწვა. ხელი შევახე თუ არა ხელში მხოლოდ ცარიელი საბანი შემრჩა არადა ვიგრძენი რომ ნამდვილად ვიღაც იყო.
ღამით მეტროში სამუშაოს ვასრულებდი გვირაბიდან კივილის ხმა შემომესმა მაშინვე გვირაბში ჩავედი გავიარე რამოდენიმე მეტრი და მოულოდნელად სიბნელეში დავინახე ქალის ფიგურა რომელიც ჩემსკენ ოთხზე მოიწევდა, თვალები უცნაურად უელავდა შიშისგან ადგილზე გავიყინე მომიახლოვდა თუ არა ერთი წამით დავხუჭე თვალები ველოდებოდი როდის მომკლავდა მაგრამ არაფერი მოხდა თვალები გავახილე და მოჩვენება აღარსად ჩანდა. ღამით ნადირობისას უცნაური ბურუსი ჩამოწვა ამ დროს შავი ფიგურა გამომეცხადა დემონური ხმით მითხრა რომ ტერიტორია მას ეკითვნოდა და თუ ამ ადგილს არ მოვშორდებოდი მომკლავდა. სათქმელი დაამთავრა თუ არა მაშინვე გაქრა და ნისლიც გაიფანტა. 872 13-ს მოსწონს
|