ქალი და მამაკაცი დონალდ ტრამპი და მისი ქალები 2016, 23 ოქტომბერი, 11:12 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა აირჩევს რიგით 45-ე პრეზიდენტს.პოსტისთვის იბრძვის ორი კანდიდატი-ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი.
69 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე ქალებია.სამი ცოლი, ხუთი შვილიშვილი და 8 შვილიშვილი.აგრეთვე საყვარლები, მათ შორის ადლიუტერი მსოფლიოს #1 ლამაზმანებთან(იგი ხომ წლების განმავლობაში "მის ამერიკის" და "მის სამყაროს" სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი იყო).მათ შორის ურთიერთობა ჰქონდა"მის შვეციასთან", "მის არგენტინასთან", "მის აზერბაიჯანთან" და სხვა. ტრამპის პირველი ცოლი იყო ჩეხი ფოტომოდელი ივანა ზელნიშკოვა( 1977-1992 წლამდე)-ივანა ამჟამად 67 წლისაა. მეორედ ტრამპი 1993 წელს დაქორწინდა მსახიობ მარლა მეიპლსზე, (ამჟამად 52 წლისაა)ქორწინება 1999 წლამდე გაგრძელდა. ტრამპის მესამე ცოლი იუგოსლაველი ფოტომოდელი მელანია კლაუსია (46 წლის). დაქორწინდნენ 2005 წელს. საყვარლები
კარა იანგი-კალიფორნიელ ფოტომოდელი.სხვათა შორის ტრამთან ურთიერთობის შემდეგ გოგონამ ხეირი ნახა.მისი წყალობით საკუთარი პერფიუმერული ხაზი გახსნა, შემდეგ კი მილიარდელ პეტერ გერგოპოლიუსზე გათხოვდა.
კარლა ბრუნი-ფრანგულ-იტალიური წარმოშობის მომღერალმა, პოეტესამ და მოდელმა ტრამპი საქველმოქმედო ვახშამზე გაიცნო, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრელებულა, თუმცა შემდგომ ბრუნი საფრანგეთის პირველი ლედი გახდა, გაჰყვა რა ცოლად ნიკოლა სარკოზის. გაბრიელა საბატინი-არგენტინელ ჩოგბურთელს ტრამპი კურორტიდან კურორტზე დაატარებდა და პაპარაცები ენაგადმოგდებულები დასდევდა წყვილს. ვიქტორია ზდროკი-უკრაინული წარმოშობის ამერიკელი Playboy-ის მოდელი და მსახიობი დიდებისთვის ამტკიცებდა, რომ ტრამპთან ყოველი დაწოლის შემდეგ იძულებული იყო თავისი თავი თვითონ დაეკმაყოფილებინა. როუზნი ბრიუეარი-"მის მერილენდი" ტრამპმა ბრილიანტებით აავსო, გოგონას კერძო ვერმტფრენიც ემსახურებოდა. კარა იანგი-ამერიკელი სუპერმოდელი.სხვათა შორის დონალდ ტრამპმა მოდელი პირდაპირ რადიოეთერში გამოიძახა იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რომ იგი ტრამპის ქალია. 1014 11-ს მოსწონს 1-ს არა
|