მოკლედ, უნდა გვეამაყებოდეს, რომ ქართველები ვართ, ერთ-ერთი გამორჩეულად ჰუმანური, სტუმართმოყვარე და ერთმანეთის გვერდში მდგომი ერი, ვინაიდან სხვა ბევრ ქვეყანაში, კანონი მხოლოდ კანონია და ხალხიც ემორჩილება მას ყოველგვარი ადამიანური გრძნობების გამოვლინების გარეშე. შემთხვევით, რომელსაც ეხლა გიამბობთ, ნამდვილად გაოგნებული დარჩებით.
22 წლის ბრიტანელი Melissa Krosdeyl-ი იმყოფებოდა ორსულობის მეცხრე თვეში, როდესაც სტუმრად იყო დასთან ინგლისში. ქალს მოულოდნელად დაეწყო მშობიარობის სიმპტომები, რაზეც უმალ გამოვიდა სახლიდან და გააჩერა პირველივე სამარშრუტო ტაქსი რათა მისულიყო უახლოეს სამშობიარომდე. სამწუხაროდ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პროგნოზირება არ გააჩნია და არც შეკავება, სამშობიარომდე ვერ მიაღწიეს დროულად და ამიტომ მელისამ პირდაპირ ტაქსში იმშობიარა.
მძღოლს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა ქალის სამშობიარო ტკივილების გამო აღმომხდარ კივილზე, არც მისი დახმარება უცდია, ის განაგრძობდა გზას მშვიდად და გულმოდგინედ აკვირდებოდა ავტომობილის მრიცხველს. სამშობიარომდე როდესაც მივიდნენ, დედას ქალიშვილი უკვე ხელში ეკავა და ტაქსის მძღოლმა მელისას მგზავრობის 14 ფუნტთან ერთად ავტომობილის სალონის ქიმწმენდის 40 ფუნტი გადაახდევინა.
"გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი, არ ველოდი ასე მალე მშობიარობას, მეცხრე თვეში ახალი გადასული ვიყავი. ეს ყველაფერი პირდაპირ ტაქსში, უკანა სავარძელზე მოხდა, საშინელი ტკივილების გამო ვყვიროდი, ვტიროდი, თან მარტო ვიყავი, მძღოლი კი იჯდა და მშვიდად უყურებდა მრიცხველს, საერთოდ არანაირი გზით არ უცდია ჩემი გამხნევება და დახმარება. როდესაც გააჩერა ავტომობილი და გადავიდა, ვიფიქრე ჩემს დასახმარებლად უნდა მოიმოქმედოსთქო რამე, თუმცა მან მობილურ ტელეფონზე ისაუბრა, შემდეგ ჩაჯდა და გზა განაგრძო. სრულიად შოკირებული და დამცირებული ვიყავი აბსოლიტურად ყველაფერით, ეს ყველაფერი ხომ არარეალური იყო. სავარძელი დაისვარა რა თქმა უნდა, მე კი ვიმშობიარე სამშობიაროში მისვლამდე. მძღოლმა მგზავრობის 14 ფუნტი მომთხოვა, სწორედ ის თანხა რაც სამშობიარომდე მისვლას დაჭირდა და კიდევ 40 ფუნტი გადამახდევინა ჯარიმის სახით, რათა სავარძლების ქიმწმენდა მოეხდინა"- ამბობს მელისა.
P.S. არავის გისურვებთ ინგლისის ქუჩებში ან სამარშრუტო ტაქსში მოულოდნელ მშობიარობას :)