x
მეტი
  • 01.02.2025
  • სტატია:139775
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512934
ნოუთბუქის დაბადება

imageტოშიბამ 1950-იან წლებში დიდი ნაბიჯები გადადგა წინ.სწორედ ამ დროს შექმნა ფირმამ პირველი იაპონური ტელეგადამცემი და რადიოსარელეო სისტემები, ბრინჯის ელექტროსახარში, სატელევიზიო მიმღებები, ტალღური ღუმელები. 70-იანი წლებისთვის "ტოშიბა" მრავალპროფილიანი კომპანია იყო, რომელმაც დიდი რაოდენობით სხვადასხვა სფერო მოიცვა-საოჯახო ტექნიკა, ელექტრონიკა, მოგვიანებით კი საინფორმაციო ტექნოლოგიებიც.ამ უკანასკნელი მიმართულებით იაპონელებმა არა მარტო მიკროსქემები გამოუშვეს, არამედ თავიანთი სიტყვა თქვეს პერსონალური კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროებში. როცა კომპანიას 1978 წლიდან უკვე ოფიციალურად ეწოდა "ტოშიბა", მის საქმიანობაში მცირე ცვლილებებიც მოხდა კომპანიამ ახალ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო. აქ უწყვეტად მუშაობდნენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე:მეხსიერების ჩიპებზე, კომპიუტერებსა და პროგრამებზე. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კომპანიამ 1985 წელს მსოფლიოში პირველმა წარმოადგინა იბმ-თან თავსებადი პორტატული კომპიუტერი. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ისტორიაში პირველი ნოუთბუქი იყო.თუმცა პორტატული კომპიუტერები მანამდეც იქმნებოდა ამას იბმ-იც ცდილობდა და პატარა ფირმა ოსბორნე-ც.პრობლემა ის იყო, რომ ოსბორნე-ს კომპიუტერი შორს იყო ნოუთბუქისგან.ის უფრო თანამედროვე კომპიუტერის კორპუსს ჰგავდა, რომელსაც პატარა ეკრანი და კლავიატურა ჰქონდა. "ტოშიბამ" კი მართლაც ისეთი მოწყობილობა შექმნა, რომელსაც შეიძლება პირველი ნოუთბუქი ვუწოდოთ.

2
58
2-ს მოსწონს
ავტორი:ქობალია
ქობალია
58
  
2012, 17 ივნისი, 21:36
დამილაიქეთ
0 1 2