საზოგადოებრივი მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ 2018, 19 მარტი, 17:00 არქივების თანახმად, XIX საუკუნის ამერიკა ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჰოლივუდის ვესტერნებშია ნაჩვენები. ამ ფილმების წყალობით, ველური დასავლეთის ეპოქა ნამდვილ მითად იქცა, რომელშიც გულადი მწყემსები (კოვბოები), სასოწარკვეთილი ყაჩაღები, ინდიელი მეომრები და ოქროს ციებ-ცხელება არის. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, სინამდვილეში XIX საუკუნის II ნახევარში, ველურ დასავლეთად წოდებულ ტერიტორიაზე, სულ სხვა პროცესები ვითარდებოდა.
ქალაქი თუმსთოუნი (არიზონას შტატი) იყო ადგილი, სადაც ვერცხლის კარიერებზე, გამდიდრების მიზნით, ადამიანები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ჩადიოდნენ. დღეს ქალაქის ადგილზე მუზეუმია ღია ცის ქვეშ, – ორსართულიანი ხის სახლებით, თავლებით და ასფალტის ნაცვლად, დატკეპნილი მიწით. და სწორედ ამ ქალაქში, მოხდა შეტაკება კოვბოებსა და ადგილობრივი შერიფის რაზმს შორის. ბრძოლა სულ 30 წამს გრძელდებოდა და შედეგად, სამი კოვბოი დაიღუპა, ხოლო შერიფის 3 დამხმარე დაიჭრა. ორი საუკუნის წინ, უდაბნოში მდებარე პატარა ქალაქისთვის, ამ მასშტაბის კონფლიქტი, ნამდვილ სისხლისღვრად ითვლებოდა. იმ პერიოდის წყაროების მიხედვით, შეიარაღებული დაპირისპირება ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, რადგან ტყვია-წამალი ძვირი ღირდა და არც იშოვებოდა. «არ ყოფნიდათ საკვები, ტანსაცმელი, შრომის იარაღი და ამიტომ, ადამიანები ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდნენ, ყველაფერს უფრთხილდებოდნენ, მათ შორის ტყვიებსაც», - აცხადებენ მცნიერები.
ველურ დასავლეთში, ყველაზე ლეგენდარული მსროლელი ცოფიანი ბილ ლონგლი იყო, რომელსაც, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით, 85 ადამიანი ჰყავდა მოკლული.
ამერიკის დასავლეთ რეგიონებში, ძვირფასი ლითონის მოპოვების მსურველებიის გარდა, იოლად გამდიდრების იმედით, ყაჩაღები, კატორღიდან გაქცეულები, შულერები და თაღლითებიც ჩადიოდნენ. მატარებლის ან ბანკის გაქურდვა – ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თანამედროვე ფილმებში, ძალიან რომანტიკულად არიან წარმოდგენილები იმ ეპოქის გმირები. მაგ., ჯესი ჯეიმსი, ყაჩაღების დაჯგუფების უფროსი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს რეალურად ცხოვრობდა – ფილმებში, კეთილშობილი რობინ ჰუდის სახით არის წარმოჩენილი. ის კომპიუტერული თამაშების გმირიც კი არის. მაგრამ, რეალურად, ჯესი დაუნდობელი მკვლელი იყო და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. ის ყაჩაღობის გზას 19 წლის ასაკში დაადგა, ხოლო 34 წლის ასაკში მოკლეს.
1848 წელს კალიფორნიაში ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და ამ შტატში, ხალხმა ჩასვლა, უკვე მთელი მსოფლიოდან დაიწყო. ისინი აღმოსავლეთიდან, ოთხთვალაში შეკაზმული ცხენებით, ადგილამდე ჩასვლას, თითქმის ნახევარ წელს ანდომებდნენ. ბევრი იქამდე ვერც ჩადიოდა, მთებში ან უდაბოში იღუპებოდა ან ყაჩაღების მსხვერპლი ხდებოდა. გარდა ამისა, ოქროს მოპოვების მსურველებს, ინდიელები და ბიზონებიც ემტერებოდნემ. მიუხედავად ამისა, ოქროს საბადოებზე, წელიწადში 50 ათასამდე კაცი მაინც ჩადიოდა, რაც იმ პერიოდში, არც თუ ისე ცოტა იყო.
მიუხედავად ყველაფერისა, ოქროს მაძიებლები სულ უფრო მეტად მიიწევდნენ დასავლეთისკენ და ინდიელებს სულ უფრო ნაკლები ტერიტორია რჩებოდათ ნადირობისთვის. ტყე იკაფებოდა, ხოლო მდინარეები იწამლებოდა. საკუთარი მიწების დასაცავად, ინდიელებმა უცხოელებზე თავდასხმები დაიწყეს და დაიწყო ინდიელთა ომები. აბორიგენებთან ომში ფედერალური ძალებიც ჩაებნენ. თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც რეგულარული არმიაც კი ვერ უმკლავდებოდა ინდიელებს. მაგ., 1876 წლის ზაფხულში, აშშ-ს არმიის მეშვიდე საკავალერიო პოლკი, ლაკოტას და ჩრდ. შაიენების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში დამარცხდა. ძალები არათანაბარი იყო, ინდიელები რაოდენობით 3-ჯერ აღემატებოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებს, ხოლო ამერიკელების მხარეს მძიმე არტილერია იყო. შეტაკება რამდენიმე საათს გრძელდებოდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდიელების გამარჯვებით დასრულდა.
თუმცა, ჰოლივუდის ფილმებში, დამარცხებულები ყოველთვის ინდიელებ არიან.ამერიკის კონტინენტებზე პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი 95%-ით შემცირდა. დღეს აშშ-ში ასობით კილომეტრი შეიძლება გაიაროთ და გზაში დასახლებული პუნქტი ვერა ნახოთ. მაგრამ, XIX საუკუნემდე ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე, საუკუნეების წინ, უამრავი პატარა, თუ დიდი დასახლება იყო.
ფილმებში ინდიელების შესახებ, ხშირად არის ნაჩვენები, თუ როგორ აჭრის ინდიელი სკალპს დამარცხებულ მტერ. მაგრამ, რეალურად... XIX საუკუნის ბოლოს, აშშ-ს ხელისუფლებამ, ინდიელებზე ნამდვილი «ნადირობის სეზონი» გამოცხადა. ყველა, ვისაც ამ გზით გამდიდრების სურვილი ჰქონდა, ერთიანდებოდა სპეციალურ ჯგუფებში, რომლებიც თავს ესხმოდნენ ინდიელების სოფლებს, ადამიანებს ისე ხვრეტდნენ, როგორც ველურ ცხოველებს. ხელისუფლების მიერ, ფასებიც კი იყო დაწესებული, – მონადირეს, 1 მოკლულ მამაკაცში 5 დოლარს უხდიდნენ, მოკლული ინდიელი ქალი, 2-ჯერ ძვირად ფასობდა. ხოლო იმისთვის, რომ ფულის მიღების დროს, სიკვდილის ფაქტი დაედასტურებინათ, მოლული ინდიელის სკალპის წარდგენა იყო საჭირო.
სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკის გამო, 150 წლის მანძილზე, მკვეთრად შემცირდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა. თუ XVIII საუკუნის დასაწყისში მათი რიცხვი, აშშ-ს ტერიტორიაზე, 3 მილიონს აჭარბებდა (ზოგიერთი მონაცემით 15 მლნ. იყო), დღეს მათი საერთო რაოდენობა, 1, 5 მლნ-ს (2 000 წ. მონაცემებით) არ აღემატება. ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად (თეთრი, ცისფერთვალება, ლამაზი, ტანადი, სამართლიანი...), სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ გულადი კოვბოები. ისინი რეალურად, მხოლოდ მწყემსები იყვნენ. ამასთან, ძირითადად, დაქირავებული მუშები იყვნენ და საკუთარი ნახირი არა ჰყავდათ. მათ ცოტას უხდიდნენ და ბევრი მათგანი, რანჩოებზე, მხოლოდ საკვების სანაცვლოდ მუშაობდა. გარდა ამისა, მხოლოდ მათი მესამედი იყო თეთრკანიანი, – დანარჩენი, ან თავისუფალი აფროამერიკელი, ან მექსიკელი იყო და იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ატარებდნენ. რადგან, იყო შემთხვევები, როდესაც ნახირის პრერიებში გადარეკვის დროს, მას ყაჩაღები ესხმოდნენ.
და კოვბოების მთავარი იარაღი თოფი კი არა, მათრახი იყო, რომლითაც ისინი გაფანტულ საქონელს აგროვებდნენ. მაგრამ, გამოცდილი მწყემსის ხელში, ის შეიძლებოდა, იარაღადაც ქცეულიყო.
რა თქმა უნდა, ეს შიუ მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენდა და ძალიან შორს იყო რეალობისგან.
P. S. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუფალო ბილის შოუში ქართველი მოჯირითეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: კოლუმბის საიდუმლო რუკა და გზა «ახალი სამყაროსკენ»
785 8-ს მოსწონს
|