x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უწყვეტი ღვთის გმობა"-რუსეთში როკ- ოპერა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" სანახევროდ აკრძალულია
imageროკ-ოპერა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის" დადგმა პეტერბურგის თეატრს ომსკის მუსიკალურ თეატრში უნდა გაემართა.თუმცა საქმეში ჩაერივნენ მართლმადიდებელი აქტივისტები.



მას შემდეგ რაც ადგილობრივ თეატრს პროტესტით მიმართეს მართლმადიდებელმა აქტივისტებმა, ლეგენდარული როკ-ოპერა "ისეო ქრისტე სუპარვარსკვლავი"-ს წარმოდგენა აღარ გაიმართება.


როგორც რადიო "ბალტიკა" იუწყება, მართლმადიდებელთა ორგანიზაციამ- "ოჯახი, სიყვარული, მამული" განაცხადა, რომ როკ-ოპერა "ისეო ქრისტე-სუპერვარსკვლავი წარმოადგენს "უწყვეტ ღვთის გმობას.ის შეიცავს რწმენის დაცინვას, წმინდანთა გამოსახულების გმობას.ეს არის პირდაპირი მკრეხელობა და თვით დადგმის სახელწოდებაც კი წმინდა კონცეფციების მასხარად აგდებას ნიშნავს."


აქტივისტებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის, რომ კონცერტი 4 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ანუ იმ დღეს, როცა რუსეთი "სახალხო ერთობას აღნიშნავს".



"მით უმეტეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეგვახსენა, რომ წლევანდელ წელს "სახალხო ერთობა" ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"-ნათქვამია განცხადებაში.


უფრო ადრე პროტესტით შეხვდნენ პეტერბურგის თეატრის დადგმას მორწმუნეები და ეპარქია როსტოვიდან, ლიპეცკიდან, სტავროპოლიდან .როკ-ოპერის ჩვენება საერთოდ ჩაიშალა მორწუნეთა პროტესტის გამო იგივე როსტოვში, მოგილევოში, გომელში და მინსკში.



შეგახსნებთ, როკ-ოპერა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" 1970 წელს დაწერეს ენდრიუ ლოიდ ვებერმა და ტიმ რაისმა, ალბომის სახით იმავე წელს გამოიცა, ქრისტე პარტიებს ასრულებდა Deep Purple-ს სოლისტი იან გილანი, ხოლო იუდას პარტიას - მიურეი ჰედი. გერი გლიტერი მღერის ერთ-ერთი მღვდლის პარტიას, ხოლო მაიკლ დ’აბო - მეფე ჰეროდეს როლშია. სასათაურო კომპოზიცია "Superstar", რომელსაც ასრულებს იუდა და "I Don't Know How to Love Him" (მარია მაგდალინელი ივონ ელიმენის შესრულებით) დიდ ჰიტებად იქცა.

ჩანაწერმა "ბილბორდის" ჰიტ-აღლუმში #1 ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 8 მლნ. ჩანაწერი გაიყიდა.

image

ალბომი კარგად მიიღო ეკლესიამაც.ამასათანავე ორი წლის განმავლობაში "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" ბროდვეიზე და ლონდონის ვესტ ენდის თეატრში იდგმებოდა.


როკ-ოპერა იმდანად წარმატებული გამოდგა რომ გადაწყდა მისი ეკრანიზაცია.1974 წელს რეჟისორმა ნორმან ჯიუსმა მისი ეკრანიზაცია განახორციელა.




ამის შემდეგ როკ-ოპერა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დაიდგა, მათ შორის მშობლიურ ენაზე ნათარგმნი.




0
99
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0