საფირონი
გამოსვლა 24:10; 28:18. ქებათა ქება 5:14. ეზეკიელი 1:26; 10:1.
ესაია 54:11. გამოცხადება 21:19
მინერალი, კორუნდის სახესხვაობა. ძვირფასი ქვა.
სხვაგვარად მას "ლურჯ ქვას" უწოდებენ. შესაძლოა ეს სახელწოდება ებრაული სიტყვიდან ספּיר – "საფირ" მომდინარეობდეს, რაც ანალოგიურად ითარგმნება.
საფირონი I კლასის ძვირფასი ქვაა, შეიძლება იყოს გამჭვირვალეც, ნახევრადგამჭვირვალეც და გაუმჭვირვალეც. მის ლურჯ შეფერილობას ტიტანისა და რკინის შემცველობა განაპირობებს.
ფერი ღია ლურჯიდან მუქ მოიისფრო–ლურჯამდე. ბუნებაში გვხვდება მოვარდისფრო, მომწვანო, მოყვითალო, მონარინჯისფრო და სრულიად უფერული ქვებიც. მაგრამ მხოლოდ ლურჯი შეფერილობის საფირონს აძლევენ მაღალ შეფასებას.