x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რაც კაცმა შვილის დაბადების შემდეგ გადაიღო, ნამდვილი სასწაულია
მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. გარდა სიუჟეტებისა და პროცედურებისა, სამედიცინო ისტორია მოიცავს მრავალ სასწაულს. სასწაულების ალბათ ბევრ თქვენგანს არ სჯერა, თუმცა ისინი ნამდვილად არსებობენ. დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ ერთი სასწაულის შესახებ მინდა გიამბოთ.


ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელმა ფსევდონიკით- azathothfrog ისეთი ფოტო ატვირთა, რომელმაც მნახველი ძალიან გააოგნა. "შვილის დაბადებას ველოდი, ამ პროცესისთვის საჭირო დროის შემდეგ კი ექიმმა დამიძახა სასწრაფოდ მივსულიყავი სამშობიარო "ბლოკში"და ეს ყველაფერი გადამეღო, ბავშვი სასწაულებრივად დაიბადა"- ეს ტექსტი დაურთო ფოტოს azathothfrog-მა.



image

ფოტოზე გარკვევით ხედავთ მჭიდროდ განასკვულ ჭიპლარს, რომელიც შეუცვლელ კომუნიკაციას წარმოადგენს დედასა და შვილს შორის ორსულობის პერიოდში. ჭიპლარის საშუალებით იღებს ნაყოფი საკვებსა და ჟანგბადს და თუ მოხდება ისე, რომ ის გაინასკვა, ბავშვის განვითარების შეფერხებას და ხშირ შემთხვევაში კი სიკვდილის მიზეზს იწვევს.



მუცლადყოფნის დროს ნაყოფი ნელ-ნელა გადაადგილდება, უნებურ მოძრაობებს კი მოსდევს ჭიპლარის შემოხვევა და განასკვაც კი. თუ კვანძი მსუბუქია, ის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მკაფიო ნასკვი სასიცოცხლოდ საშიშია და გამოიწვევს პრობლემებს. azathothfrog-ის შვილის შემთხვევა ნამდვილი სასწაულია, ჩვილიც და დედაც სრულიად ჯანმრთელები არიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არანაირი ეჭვი არ არსებულა ამის შესახებ.


ექიმები მოგვიწოდებენ, რომ რეგულარულად ვადევნოთ თვალყური მუცლადყოფნის დროს ბავშვის მოძრაობებს ძირითადად მაშინ, როდესაც ის უკვე დიდია, ხოლო თუ საათში რვა და მეტ უნებლიე მოძრაობას ასრულებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს, რადგან უმჯობესია არსებული პრობლემა დროულად დადგინდეს და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

0
721
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0