ფიზიკოსმა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების არსებობა დაამტკიცა.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა განაცხადა, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ქმნის. რობერტ ლანცი ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი
პარალელურ სამყაროში გადადის.
მკვლევარი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მარვალწლიანი მცენარის მსგავსია, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რათა კვლავ აყვავდეს მულტისამყაროში. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ცნობიერების წყალობით არსებობს, თვლის მეცნიერი.
რობერტ ლანცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ადამიანებს სიკვდილის სჯერათ იმიტომ,
რომ მათ ასე ასწავლიან ან იმიტომ, რომ ცნობიერება სიცოცხლეს – შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ახდენს ასოცირებას. ლანცი თვის, რომ სიკვდილი წარმოადგენს არა სიცოცხლის აბსოლიტურ დასასრულს, არამედ პარალელურ სამყაროში გასასვლელს.
ფიზიკაში დიდი ხანია არსებობს თეორია უსასრულო რაოდენობის სამყაროსი სხვადასხვა ადამიანების და სიტუაციების ვარიაციებით. ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, სადღაც უკვე ხდება, ე. ი, პრინციპში სიკვდილი არ არსებობს.