x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
აბორტის გაკეთების ყველაზე ბარბაროსული მეთოდები +13
აბორტი, ყველას მოგეხსენებათ, რომ ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას ნიშნავს, რომლის სპონტანური და ხელოვნური გზა არსებობს. დღემდე განხილვაშია როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნებში აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში აბორტის პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს. დღეს თუ კონდომები და კონტრაცეფციის მრავალგვარი საშუალება არსებობს არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, იყო შემთხვევები, როდესაც ქალი ბარბაროსული მეთოდებით ცდილობდა შეეწყვიტა ორსულობა ხელოვნური გზით, ანუ თვითნებურად, რასაც ძალიან ხშირად მათი სიკვდილი ან უშვილობა მოყოლია შედეგად.


image


წარმოგიდგენთ აბორტის გაკეთების ყველაზე ბარბაროსულ მეთოდებს:



1. რკინის კაკვები (კაუჭი), საკიდი და ნემსები.


image

ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდათ ითვლებოდა წარსულში ათწლეულების მანძილზე. კაკვების მეშვეობით ახდენდნენ საშვილოსნოს ყელის გაფართოვებას და ნაყოფის გამოძევებას. ამ მეთოდის გამოყენებას ემსხვერპლა ათობით ათასი ქალი და მათ შორის ნატალია შოლოხოვსკი, რომელიც ფილმში "წყნარი დონი" თამაშობდა. ასეთი მეთოდით აბორტის დროს ხდება საშვილოსნოს კედლის პერფორაცია, რაც იწვევს პერიტონიტს. (პერიტონიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ღრუს სეროზული საფარის ლოკალური ან დიფუზიური ანთებითი პროცესი), შედეგად კი უხვ სისხლდენას აქვს ადგილი და ეს ყველაფერი ხდება ქალის ფატალის მიზეზი.




2. ხახვი.

image

ლუდმილა ულიცკის რომანში ნათლად ჩანს გმირი ექიმი, რომელსაც დოკუმენტურად აქვს დადასტურებული აბორტის აკრძალვის გაუქმება და თან შეაქვს კაბინეტში სპირტიან სინჯარაში მყოფი სშვილოსნო გაღივებული ხახვით. ხახვი საშვილოსნოში, უბრალოდ მწერლის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომელიც ვითომ ხელს უწყობდა ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას. ხახვს ბოლქვის მხარით იდებდნენ საშვილოსნოში, განსაზღვრული პერიოდის შემდეგ, როდესაც მისი თავი გაღივდებოდა, გამოიღებდნენ უკვე ემბრიონთან ერთად. უახლოეს წარსულში ეს მეთოდი გამოიყენებოდა ორსულობის შესაწყვეტად, თუმცა შემთხვევები უხვი სისხლდენით მთავრდებოდა და ექიმები იძულებულნი ხდებოდნენ ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოკვეთა) მეთოდისთვის მიემართად.




3. დაფნის ფოთლები.

image

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ხალხური მეთოდი იყო დაფნის ფოთლების მეშვეობით ორსულობის შეწყვეტა. დიდი რაოდენობით ფოთლებს წყალთან ერთად გადმოადუღებდნენ, სითხეს სვამდნენ, ხოლო თავად ფოთლებს კი იდებდნენ საშოშო და აყოვნებდნენ ერთ ღამეს. ამ პროცედურას იმეორებდნენ რამოდენიმეჯერ. შედეგად ნაყოფი მართლა კვდებოდა, თუმცა რჩებოდა საშვილოსნოში და მუმიფიცირდებოდა, რაც იწვევდა ინტოქსიკაციას. ასეთი მეთოდის გამოყენებისას ქალები კვდებოდნენ სეფსისით.




4. კატაპულტირება.

image

ასეთი მეთოდით აბორტი პრაქტიკაში ინერგებოდა საბჭოთა სამხედრო ქალაქებში. კატაპულტირების სიმულატორი, რომელიც გამოიყენებოდა თვითმფრინავებში მფრინავის ევუაკუაციისთვის, იწვევდა მუცლის მოშლას. ერთი მეთოდი სრულიად საკმარისი იყო, რომ ნაყოფი საშვილოსნოს მოწყვეტილიყო, რაც იწვევდა უხვ სისხლდენებს.



5. ცხელი წყალი.

image

ძველი მეთოდია აბორტის გასაკეთებლად, რომლის პროცედურაც მოიცავდა ქალის ცხელ წყალში ან ორთქლის ქვეშ ხანგრძლივ ყოფნას. ნაყოფი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად მართლა კვდებოდა, თუმცა რჩებოდა საშვილოსნოში, ამიტომ ქალს უკვე ექიმისთვის უნდა მიემართა, რადგან ქირურგიულად მომხდარიყო მკვდარი ნაყოფის გამოღება, თუმცა ექიმი უკვე ვალდებულებას იხდიდა ამ დროს.




6. სიმძიმის აწევა და ხტუნვა.

image

მხრების სიგანეზე მდგარ პოზიციაში სიმძიმის აწევა ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდში. სიმძიმის ასეთი სახით აწევა იწვევს მთელი ორგანოებისა და მათ შორის მუცლის კუნთის სტიმულაციას, დაჭიმვას და სპაზმს, რაც ხელს მყისიერად უწყობს ნაყოფის მოცილებას. სიმაღლიდან ხტომა ასევე ერთ-ერთი მეთოდია აბორტის, თუმცა კისრის და ფეხის მოტეხვის გარანტიაც არსებობს.




7. ბალახები და ბალახეული ნაყენები.

image

კალენდულა, ჭინჭარი, ორეგანო, ალოე, კოწახური, ანისი, გვირილა და სხვა მრავალი, ის მცენარეებია, რომლებიც იწვევენ ორსულობის შეწყვეტას. მათგან ამზადებდნენ ნაყენებს, რომელთაც სვამდნენ და ირეცხავდნენ საშვილოსნოს. ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფს ვერ იცილებდნენ, თუმცა მცენარეებში შხამის შემცველობის გამო იწამლებოდნენ.




8. იოდი რძით.

image

ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული, იაფი და სახიფათო მეთოდია ორსულობის შესაწყვეტად. იოდი თავისი შემადგენლობის გამო, საერთოდ არ მოიხმარება შინაგანად, რადგან ტოქსიკურია და გამოიწვევს შინაგანი ორგანოების დამწვრობას და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას. რძეში იოდის ნაზავი მართლა იწვევს ნაყოფის სიკვდილს, თუმცა ქალს აუცილებლად მართებს ექიმთან წასვლა, რათა ნაყოფის გამოძევება მოხდეს.




9. ფიკუსი.

image

კოვზისა და ფიკუსის ფესვის მეშვეობით ახდენდნენ ორსულობის შეწყვეტას. კოვზზე დაახვევდნენ ფესვს და შეიდებდნენ საშვილოსნოში მთელი ღამის მანძილზე, დილით ამოიღებდნენ და მომდევნო ღამეს კვლავ გაიმეორებდნენ პროცედურას. თვითნებური აბორტის ამ მეთოდის შესახებ ეწერა გამომძიებლის- ანდრეი ლომაჩინსკის წიგნში "კრიმინალური აბორტი". აბორტის ასეთი მეთოდის შედეგად ქალები კვდებოდნენ მიომეტრიის განგრენით. (მიომეტრია- საშვილოსნოს კუნთოვანი გარსი).




10. აბი მომდევნო დღისთვის.

image

მედიკამენტოზური აბორტი დაუცველი სექსის შემდეგ ყველაზე მარტივ და უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს, თუმცა უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, უხვი სისხლდენა და სიკვდილიც კი.





P.S. არა მხოლოდ ზემო ხსენებული, თვითნებური აბორტის ათასობის მეთოდი არსებობს, რომელიც ნამდვილად ამაზრზენი, ბარბაროსული და თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს აბორტი, რათა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ეს საშინელი და განუყოფელი ქცევები აღმოიფხვრას და გადაშენდეს.


1
3501
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3501
  
2016, 13 ოქტომბერი, 15:08
ბარბაროსობა და ქალის სიცოცხლის პრაქტიკულად გაწირვა....
0 1 1