საბუნებისმეტყველო ამერიკელმა ტურისტმა "ხომალდი-მოჩვენება" გადაიღო(ვიდეო) 2016, 13 ოქტომბერი, 10:19 აშშ-ში დიდ ტბებში(Great Lakes) ამერიკელმა ტურისტმა ჯეისონ ასელინმა ვიდეოზე გადაიღო "ხომალდი მოჩვენება". როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, იგი სანაპიროზე იმის გამო შეჩერდა, რომ ვიდეოზე დაეფიქსირებინა წყლის ზედაპირზე გამოსახული ცისარტყელა.უცნაური გემი-მოჩვენება წყალზე მოგვიანებით აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ვიდეომ ერთ დღეში YouTube -ზე ნახევარი მილიონი ნახვა დააგროვა. თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ვიდეოში არავითარ მისტიურობას ადგილი არა აქვს და არც წყალში დაკარგული "მოჩვენება" დაცურავს. ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი იშვიათი ბუნებრივი მოვლენა მირაჟი-ოპტიკური ილუზია ატმოსფეროში, რომლის დროსაც შორს მყოფ საგანთან ერთად განცალკევებით ჩანს მისი მოჩვენებითი გამოსახულება. 758 7-ს მოსწონს 1-ს არა
|