სხვა დონალდ ტრამპის კერძო თვითმფრინავი:ტუალეტი 24 კარატიანი ოქროთი 2016, 12 ოქტომბერი, 10:04 აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი რომ მილიარდელია ბევრისთვის ცნობილია და ამითომაც სულაც არაა გასაკვირი, რომ მას საკუთარი თვითმფრინავი "TRUMP"-ი ჰყავს.
ეს Boeing 757-2J4E დამზადებულია 1991 წელს და თავიდან დანიურ და მექსიკურ ავიაკომპანიებს ემსახურებოდა.შემდეგ 1995 წელს იგი შეიძინა Microsoft-ის დამაარსებელმა პოლ ალენმა, რომელმაც კორპორატიული ლაინერი თავის გემოზე მოაწყო. 2011 წელს მისი მფლობელი დონალდ ტრამპი გახდა და გარდა იმისა, რომ ლაინერი გარეგნულად შეცვალა, შეძენისთანავე თვითმფრინავის შიდა ინტერიერსაც მიხედა.მილიარდელმა კიდევ ერთხელ გადააკეთა თვითმფრინავი და თავის გემოზე შეცვალა დიზაინი. ამის გარდა Boeing 757 ისეთი მძლავრი ძრავები დაუყენა, რომ პილოტები ხუმრობით ტრამპის თვითმფრინავს "სარბოლოს" უწოდებენ, თან იმასაც თუ გავითვალიწინებთ, რომ ხომალდი ფაქტიურად ცარიელი დაფრინავს. თვითმფრინავი გათვალიწინებულიიყო 239 მგზავრზე, მაგრამ ტრამპმა ისე გადააკეთა, რომ მხოლოდ 43 მგზავრს იტევს, თუმცა პილოტებს და ბორგამცილებლებს იშვიათად უნახავთ, რომ ტრამპის თვითმფრინავი გავსებულიყოს. მილიარდელს სრულყოფილი საწოლი ოთახი აქვს. დიდი ტელევიზორით. ტუალეტით, რომელიც 24 კარატიანი ოქროთია მოოჭვილი. ლაინერში ორი სააბაზანოა, ერთ-ერთი პირადად ტრამპისაა. თვითმფრინავში უსაფრთხოების ქამრებიც 24 კარატიანი ოქროთია მოოჭვილი. ტრამპის სტუმრები ნამდვილად არ მოიწყენენ, მათთვის სასადილოც არის და საჭიროების შემთხვევაში VIP- ოთახიც. სასტუმრო ოთახი, სადაც 57 დიუმიანი ტელევიზორი დგას და იქვეა ათასობით ფილმის DVD დისკები. რა თქმა უნდა სამზარეულოც არის თვითმფრინავში. ლაინერში დროს უქმად არ კარგავს ტრამპი და პრესასთან ურთიერთობს. მართალია ტრამპის Boeing 757-2J4E ცოტა მოძველებული მოდელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მილიარდელმა შთამბეჭდავად მოაწყო იგი. 543 7-ს მოსწონს 1-ს არა
|