ქალი და მამაკაცი 11 ქალი და 11 აღიარება ინტიმურ კავშირამდე! 2016, 11 ოქტომბერი, 11:34 ერთ-ერთ ბრიტანულ ტელეგადაცემაში საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა. პირდაპირ
ეთერში მაყურბლებიდან, სურვილისამებრ არჩეულ იქნა 11 ქალბატონი, რომლებსაც
პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: როგორ იქცევით ინტიმურ კავშირამდე!
გავეცნოთ ქალების პასუხებს... 1. 33 წლის ჯესიკა - "პირველ რიგში აუცილებლად უნდა მივიღო შხაპი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ზედმეტ თმებს ვიშორებ!" 2. 27 წლის მაია - "თუ სექსი გარანტირებული მაქვს, მაგ შემთხვევაში ეპილატორიც აუცილებლად დამჭირდება. ინტიმური კავშირის დროს, ჰიგიენა დაცული უნდა იყოს." 3. 24 წლის კრისტინა - " პირადად მე დიდ ყურადღებას ვაქცევ საცვლებს! მხოლოდ რამოდენიმე საათი მეცმევა, მაგრამ მაინც. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია." 4. 26 წლის ლენკა - "სექსის წინ აბანოში ჩემს გრძელ თმებს ვეთამაშები, უკან ვწევ რადგან ეს მე ძალიან მამშვიდებს." 5. 19 წლის ლარისი - "ინტიმურ კავშირამდე, ვიყენებ სპეციალურ კრემლს, რომელიც ამ ყველაფრისგან უფრო მეტ სიამოვნების მიღებაში მეხმარება." 6. 37 წლის თაილა - "მე და ჩემს ქმარს 8 წელია რაც სექსი გვაქვს, მაგრამ დღემდე ვცდილობთ, რომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ. კავშირამდე აუცილებლად შევდივარ საპირფარეშოში, შემდეგ აბანოში. იგივე მეორდება კავშირის შემდეგაც" 7. 25 წლის ტარა - " როდესაც სახლში მარტო და უსაქმოდ ვარ, მაშინ მეგობარ ბიჭთან ერთად სექსზე ვფიქრობ. დავურეკავ მას და ყველანაირ ზედმეტ თმას ვიშორებ. ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფეხებს." 8. 20 წლის კატრინა - " ჩემი აზრით ფეხებშუა და გარშემო ტერიტორიებზე პარფიუმერიის წასმა ცუდი იდეა არ იქნება, ვინ იცის ღამე სადამდე გაგრძელდება." 9. 34 წლის მერი- "მთელი ჩემი სექსუალური ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი და განუმეორებელი რიტუალი მაქვს, სუფთა სახე და მაკიაჟი თვალებზე. სხვა დანარჩენი ისედაც კარგად მიდის ხოლმე!" 10. 31 წლის ლარა - "ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ზედმეტ თმებს. პირველ რიგში მას ვასუფთავებ, რათა უფრო თავისუფალი ღამე მქონდეს." 11. 23 წლის მეგანი - "სექსის წინ რაც შეიძლება ბევრ წყალს ვსვავ, რადგან სექსის დროს გამშრალ ყელზე ცუდი არაფერია." სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 7743 11-ს მოსწონს |
აბანო რა უბედურებაა??