სხვა როგორ სჯიან ქმრის მოღალატე ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში - შოკისმომგვრელი ტრადიციები, რომლებიც დღემდე არსებობს 2016, 10 ოქტომბერი, 11:52 ცოლ-ქმრული ღალატი უძველესი დროიდან დასაგმობ საქციელად იყო მიჩნეული და საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფით რეაქციას იწვევდა. დღეს კი თანამედროვე დასავლურ სამყაროში ეს იმდენად მძაფრად აღარ აღიქმება - უფრო მეტიც, ბომონდურ საზოგადოებაში უცნაურადაც კი ეჩვენებათ წყვილმა სულ რამდენიმე წელი მაინც თუ გაძლო "გვერდზე გახედვის" გარეშე. თუმცა ყველგან ასე არ ფიქრობენ: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, როგორც ალბათ უკვე მიხვდით - აღმოსავლეთში, ქმრის მოღალატე ქალებს დღემდე ძალიან მკაცრად სჯიან. ქვემოთ მიმოვიხილავთ ყველაზე მკაცრ სასჯელებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდნენ და ზოგ შემთხვევაში დღესაც იყენებენ, მოღალატე მეუღლეების - ძირითადად ქალების დასასჯელად. 1. თურქეთი თუ ქალის მხრიდან ღალატი ცხნობილი გახდებოდა, მას უსასტიკესად ექცეოდნენ: სვამდნენ ტომარაში კატასთან ერთად და ჯაჭვებს ურტყამდნენ, მანამ, სანამ ქალი არ მოკვდებოდა. 2. კორეა მოღალატეს აიძულებდნენ დაელია ძმარი მანამ, სანამ არ გაიბერებოდა. შემდეგ კი, როგორც დოლს, ჯოხებით სიკვდილამდე სცემდნენ. 3. ამერიკა ამერიკელი აბორიგენების ზოგიერთ ტომში შემდეგი წესი არსებობდა: მოღალატე ქალს ბელადის ფეხებთან დააგდებდნენ, ძვლებს გადაუმტვრევდნენ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ აქნიდნენ და მოსახლეობა საკვებად იყენებდა. 4. პაკისტანი აქ შარიათის კანონების მიხედვით, ქმრის მოღალატე ქალს შეიძლება ჩამოხრჩობა მიუსაჯონ. 5. აფრიკა აფრიკაში არის მცირე ზომის სამეფო - ლუანგო, სადაც დღესაც მოქმედებს ტრადიცია, რომლის მიხედვით საყვარლებს კლდიდან აგდებენ. თუმცა ზოგჯერ მხოლოდ ქალს აგდებენ ხოლმე. შედეგი რა იქნება, თავად ხვდებით. 6. სიამი დამნაშავეს სპეციალურ მოწყობილობაში სვამდნენ და სპილოს მიუგდებდნენ. ცხადია, ამის შემდეგ ადამიანს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. 7. ჩრდილოეთ ბირმა აქ გოგონებს ბავშვობიდან უკეთებენ ყელზე სპეციალურ რგოლებს, რომლებიც ყელს უგრძელებთ. ღალატის შემთხვევაში დამნაშავეს რგოლებს ხსნიან. ამიგვარად, დეფორმირებული მალების გამო ქალი ინვალიდი ხდება ან, უმეტეს შემთხვევაში, კვდება. 8. ავღანეთი გარდამავალმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში აღადგინა ე.წ. ზნეობრივი პოლიცია, რომელიც თალიბანების დროს მოქმედებდა. ღალატისთვის ქალს აქ ჯოხის 100 დარტყმა და ციხე ელის. 9. ახალი გვინეა პაპუასებთან დღემდე არსებობს საყვარლების მიმართ უმკაცრესი ტრადიცია. მამაკაცს კლავენ, თუმცა სიკვდილის წინ მას აიძულებენ შეჭამოს თავისი საყვარლის თითი. 10. ირანი, არაბთან გაერთიანებულ საამიროები, საუდის არაბეთი, სუდანი, ნიგერია ქალებს, რომლებიც ღალატში არიან მხილებული, ქვებით ქოლავენ (მამაკაცებს, კი მხოლოდ სიტყვიერ გაკიცხვას აკმარებენ). 2142 11-ს მოსწონს 1-ს არა
|