ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი Facebook-მა მესენჯერში საიდუმლო მიმოწერის ფუნქცია დაამატა 2016, 6 ოქტომბერი, 17:32 Facebook-მა საკუთარ მესენჯერში საიდუმლო ჩატის ფუნქცია დაამატა end-to-end შიფრირებით. ასეთი მიმოწერისთვის აუცილებელია ახალი სასაუბრო ველის გახსნა და შესაბამისი პუნქტის ამოქმედება, ასევე შესაძლებელია მესიჯის ტაიმერზე დაყენება და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეტყობინებები გაქრება.
ახალ ფუნქციაში შეუძლებელია ჯგუფური საიდუმლო მიმოწერის განხორციელება, აგრეთვე ვიდეოს და GIF-ფაილების გადაგზავნა, თუმცა შესაძლებელია სურათების და სტიკერების გაგზავნა. საიდუმლო მიმოწერის გამოყენება მარტივია: მესენჯერში ახალი მიმოწერის (conversation) გახსნის შემდეგ, ზედა მარჯვენა კუთხეში დაინახავთ წარწერას SECRET, ან პატარა ბოქლომს – იმის მიხედვით, თუ რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ (Android, Windows, Iphone). "ფეისბუქი" გვიმტკიცებს, რომ საიდუმლო მიმოწერის წაიკითხვას ვერ შეძლებენ ჰაკერები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები საიდუმლო მესენჯერი აქამდე სატესტო რეჟიმში იყო გაშვებული, ახლა უკვე ხელმისაწვდომია „ფეისბუქის“ 900 მილიონივე მომხმარებლისთვის. 314 9-ს მოსწონს 1-ს არა
|