x
მეტი
  • 06.01.2025
  • სტატია:139219
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
ანეკდოტები – საახალწლო და არა მარტო...

image


ყველა დარბის... ვინ საჩუქრებით, ვინ პროდუქტებით, ვინ კაბით, ახალი წლისთვის – რა რთულია ცხოვრება მათთვის, ვისაც ბევრი ფული აქვს?!

***

მამას თოვლის ბაბუის ეშინია. როდესაც ის მოდის, მამას ვერსად ვპოულობ...

***

აქცია – "ახალ წლამდე ხელი არ ახლოთ!", 31 დეკემბერს სრულდება. 1 იანვრიდან კი, – ახალი იწყება: "ჭამეთ, თორემ გაფუჭდება!"

***

2 მეგობარი ერთმანეთს 3 იანვარს შეხვდა. ერთი ეკითხება მეორეს:
– რა ქენით, როგორ იზეიმეთ ახალი წელი?
– არ ვიცი, ჯერ არავის მოუყოლია. – უპასუხა მეორემ.

***

– წლევანდელი წელი, წინაზე უკეთესი იქნება!

– მაგის თქმის საფუძველს რა გაძლევს?

– თუნდაც ის, რომ წელს, 1 დღით ნაკლები იქნება.

***

რატომ ამბობს ყველა, რომ ქალებს ფული უყვართ? ჩვენ არ გვიყვარს ის! შეხედეთ, რამდენად სწრაფად ვიშორებთ მას თავიდან?!

***

მეზობლები რეალურად მაღიზიანებენ: არ ბურღავენ, მუსიკას არ უსმენენ, არ სვამენ, არ ხმაურობენ... თუმცა, ისეთი შეგრძნებაა მაქვს, თითქოს, მოყურადებულები არიან.

***

ჩემი ხელფასით, სამუშაოზე უნდა მივიდე, გამარჯობა ვთქვა... და წავიდე!

***

კაცი, ცოლის გარეშე, – იგივეა რაც, მუხა კოდალას გარეშე.

***

დაქალები საუბრობენ:
– გუშინ შევდივარ სადარბაზოში, იქ კი – მანიაკია!
– ღმერთო, რა საშინელებაა!!!
– ჰო-ჰო! მანეც ასე თქვა!.. და გაიქცა.

***

კაცმა ოქროს თევზი დაიჭირა:

– სახელოვანი გამხადე! – სთხოვა მან თევზს, გაშვების სანაცვლოდ.
– მზად არის! ახლა თქვენ, იშვიათი, განუკურნებელი დაავადება გაქვთ – უთხრა მას თევზმა.

***

მინერალური, ანუ ცქრიალა წყალი.

***

თუ ქმარს ცუდად კვებავთ, ის იმდენად გახდება, რომ თითი დაუწვრილდება და ქორწინების ბეჭედი გასძვრება.

***

– ჩემმა ცოლმა იმდენი მოახერხა, რომ მორწმუნე გავხდე.
– არა მჯერა!
– ასეა. ქორწინებამდე არა მჯეროდა, რომ ჯოჯოხეთი არსებობდა.

***

– სამწუხაროდ, ვერ მიგიღებთ. ჩვენ უფრო ახალგაზრდა თანამშრომლები გვჭირდება, – ამბიციურები, რომლებსაც შემოქმედებითად ზარდა შეეძლებათ. მამაკაცი:

– და მაინც ჩაიწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი. როდესაც გაირკვევა, რომ თქვენთან ყველა შემოქმედებითად იზრდება და საქმის გამკეთებელი არავინ არის, – დამირეკეთ.

***

– დაბადების დღეს გილოცავ, რამდენი წლის გახდი? – ეკითხებიან ქალს.

– როდესაც გავთხოვდი 20 წლის ვიყავი, მეუღლე კი, 40 წლის იყო, ანუ, 2–ჯერ უფროსი. ახლა ის 70–ს არის... გამოდის რომ მე, 35–ს ვარ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* სურათები საახალწლო განწყობისთვის

* თუ ცხოვრებაში ცვლილებებს გეგმავთ....

* არც ისე საშიშები არიან, ჩვენ რომ გვგონია...

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0