ასტროლოგია რა მოხდება თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს 2016, 6 ოქტომბერი, 15:33 მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია და მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი და უდიდესი თანამგზავრებს შორის ზომის შეფარდებით იმ პლანეტასთან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ.
მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384, 399 კილომეტრია, პერიგიუმში 363, 104 კმ და აპოგეუმში 405, 696 კმ. დიამეტრი 3476 კმ-ს შეადგენს. მთვარე ბნელი და ცივი, ბრმა ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან არეკლილი სინათლის მხოლოდ7% ირეკლავს, ახლა კი ვისაუბრეთ თემაზე თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დედამიწა დაკარგავს მთვარეს.ხშირად გვსმენია, რომ აქაური სიცოცხლე თავის არსებობას, პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს უნდა უმადლოდეს, რომლის გრავიტაცია ჩვენი ბრუნვის ღერძს აკავებს, ეს უკანასკნელი კი სტაბილურ კლიმატს გვინარჩუნებს, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს ყველაფერი აირევა და სიცოცხლეც გაქრება, თუმცა თუ ასტრონავტ ჯეკ ლისაუერს დავუჯერებთ, ეს ასე არ უნდა იყოს. მეცნიერთა გამოთვლებით მთვარის შორეთში წასვლის შემდეგ კარგი არაფერი მოხდება. მისი გრავიტაციური ზემოქმედების გარეშე დედამიწის ღერძის დახრილობა არა 22.0-24.6 გრადუსის ფარგლებში შეიცვლება, არამედ 0-დან 85-მდე. გამოდის რომ დროდადრო ჩვენი პლანეტა გვერდზე წამოწვება, თუ ეს მოხდება თვითონაც ხვდებით პოლარული დღე და პოლარული ღამე ნორმა არამარტო პოლუსებისთვის იქნება, არამედ ყველა რეგიონისთვისაც, რასაც კლიმატის ცვლილება მოყვება. ღერძის 0 გრადუსით გადახრა ჩრდილოეთ ნაწილს სიცოცხლისთვის უარგის ტერიტორიად აქცევს, ხოლო ეკვატორი მუდმივად გადახურებუილი და ასევე უსიცოცხლო გახდება, რამდენად შეესაბამება ასეთნაირად დახატული სურათი სინამდვილეს? ასტრონავტმა ჯეკ ლისაუერმა ნასას კვლევით ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელმაც თავის დონეზე უნარის ორი თანამგზავრიც აღმოაჩინა, ამ ჰიპოთეზური თანამგზავრის მოდელის შექმნა გადაწყვიტა, ამ მოდელში დედამიწის არსებობა, თავისი თანამგზავრის გარეშე ოთხ მილიარდ წელზეა გათვლილი ანუ იმდენი ხანი რამდენი ხანიც სიცოცხლე დედამიწაზე არსებობს. მოდელში არანაირი კატასტროფული მოვლენა არ განვითარებულა, 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის ღერძის დახრილობას, 40 გრადუსზე მეტად არ გადაუჭარბებია და არც 10 გრადუსზე ქვემოთ ჩამოსულა. მთვარის გარეშე დედამიწის კლიმატის ვარირება გაცილებით ძლიერი იქნებოდა, როგორც ახლაა, თუმცა არც ისეთი კატასტროფული, როგორსაც წინა მოდელები წინასწარმეტყველებდნენ. გეოლოგიური თვალსაზირისთ, ასეთ მოკლე პერიოდს თუ იმ დროდ ავიღებთ, რომლებიც რთული ფორმების სიცოცხლის ჩასახვისთვის არის საჭირო, ღერძის გადახრები ორივე მხარეს მხოლოდ 10 გრადუსით თუ შეიცვლებოდა, რაც ცოცხალი ორგანიზმებისთვის მიუღებელ მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს - განმარტავს ჯეკ ლისაუერი. აღსანიშნავია - დასძენს ლისაუერი, რეტროგრადულადაც იბრუნებდა ანუ მზე რომ დასავლეთიდან ამოდიოდეს, როგორც ვენერაზე, რაც ზოგიერთ კლდოვან ეგზოპლანეტებზე შეიძლება ხდებოდეს და ღერძის დახრილობის რყევები კიდევ უფრო მცირე იქნებოდა. ლისაუერის აზრით დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტები, რომელთაც თანამგზავრი არ გააჩნიათ, მაშინვე უსიცოცხლოების სიაში არ უნდა შევიყვანოთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი რეტროგრადულათ ბრუნავენ. კლიმატის დიდ პერიოდიანი რყევები, მართლაც მოხდებოდა მთვარის არარსებობის დროს, თუმცა ვერანაირად ვერ ვუწოდებთ კატასტროფულს, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღერძის დიდი დახრილობა, გამაცივებელ ეფექტთან ერთად, გამოიწვევს ალბედოს - ანუ მზის სხივების არეკვლის გაზრდას. ზრდის გამო გაუნათებელ ნახევარსფეროში, რაც პოლარულ პერიოდში ყინულების ზრდას უზრუნველყოფს, პლანეტის მიერ მზიური სითბოს შთანთქმის ეფექტურობას გაზრდიდა, ამან კი გამათბობელი ეფექტი უნდა მოგვცეს, თუ მოდელებს დავუჯერებთ, როგორც ჩანს მთვარის დაკარგვა პრინციპში კატასტროფას არ გამოიწვევს. რათქმაუნდა კლიმატი შეიცვლება, ოკეანური მიქცევები და მოქცევები გაქრება. ღამეებიც უფრო ბნელი იქნებიან, ვიდრე ახლაა. მთლიანობაში სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დედამიწისეულ სიცოცხლეზე ზლიერ ზეგავლენას მთვარის არარსებობაც კი ვერ მოადენს. წყარო:"ELL Channel" ვიდეო: 409 5-ს მოსწონს
|