x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
image მკვლელობა, რომელიც პოლიტიკური სპეკულირების საგნად იქცა.



მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა - „ქვედა უბნელებთან მოსვლიათ ჩხუბი, ჩემი შვილი და დაღუპული ერთ მხარეს ჩხუბობდნენ, ჩემს შვილს ცემდნენ როგორც ვიცი და ჩემს შვილს ამოუღია დანა, დამანებეთო თავიო ყვიროდა დანა მიჭირავს ხელშიო და ალბათ მაგ დროს მოიქნია და შემთხვევით დაარტყა თავის ძმაკაცს.“


ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკავებული არასრულწლოვნის
მამა პირველ კომენტარს აკეთებს და 15 წლის მოზარდის მკვლელობის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. ის ამბობს რომ მისი ბრალდებული შვილი და ინცინდენტის დროს მოკლული არასრულწლოვანი უახლოესი მეგობრები იყვნენ და მათ დაპირისპირება, ქართული ოცნების საარჩევნო კონცერტზე მყოფ მოზარდების ჯგუფთან მოუხდათ, მოგვიანებით სავარაუდოდ მისმა შვილმა, მეგობარი შემთხვევით დაჭრა.


ეჭვმიტანილის მამა - „ბაღიდან და სკოლიდან ერთად იყვნენ, იმ დღესაც ის შემთხვევა როდესაც მოხდა მაშინაც სახლში იყო ჩემთან მოსული და ერთად წავიდნენ კონცერტზე არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა არასდროს.“


ფონიჭალის ტრაგედია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით მკვლელობა, გამოძიებამ
შეცვალა მუხლი რომლითაც 15 წლის მოზარდი თანატოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 29 სექტემბერს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატისადმი მხარდამჭერი კონცერტის მიმდინარეობისას მოკლულის საქმე, ინცინდენტში მონაწილე პირების ჩვენებებმა თავდაყირა დააყენა, მოკლული ბრალდებული და მათი ექვსი მეგობარი, ქვემო ფონიჭალაში კონცერტზე, ზემო ფონიჭალიდან ჩავიდნენ. მკვლელობა კი კონცერტიდან ძალიან ახლოს რამდენიმე მეტრის მოშორებით მოხდა.

ერთ-ერთი მონაწილე: „ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და მოგვივიდა რაღაცა კამათი ჩვენ თანატოლებთან და ვიჩხუბეთ, ერთ-ერთმა ჩემმა ძმაკაცმა გაშალა დანა და შემთხვევით დაარტყა მეორე მეგობარს".

გამოძიების დეტალებზე „იმედის დროს“ არასრულწლოვნის ადვოკატები ესაუბრნენ, რომლებიც საქმის მასალებს უკვე გაეცნენ, მათი ინფორმაციით დაკავებულს განზრახ მკვლელობით მცდელობის ბრალი კვლავ დაუტოვეს, თუმცა არა თანატოლის მკვლელობის ნაწილში, არამედ საქმის სხვა ეპიზოდზე კერძოდ ინცინდენტის დროს სამი ახალგაზრდის დაჭრისფაქტზე, რომლებიც ბრალდებულისა და მოკლულის საერთო სამეგობროს დაუპირისპირდნენ.

ბრალდებულმა არასრულწლოვანმა მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
ბრალდებულის დამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი დაჭრილის ადგილიდან გაყვანამდე მასთან ერთად ტიროდა, მას შემდეგ კი რაც მძიმედ
დაჭრილი ახალგაზრდა გამვლელმა მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოსკენ წაიყვანა. ინცინდენტში მონაწილე სხვა ახალგაზრდებთან ერთად სისხლიანი ტანსაცმელი დამალა.
პროკურატურაში არ გამორიცხავენ სხვა მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის წინაშე დაყენების შესაძლებლობასაც. დეტალების დასაზუსტებლად თუ რავითარებაში დაჭრეს 15 წლის მოზარდი სასიკვდილოდ, გამოძიება მუშაობას აგრძელებს, მანამდე კი საქალაქო სასამართლომ დახურულ კარს მიღმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 15 წლის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოზარდს რომელსაც ბრალად ედება გარდაცვლილი თანატოლის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვს და მასთან კანონმდებლობის შესაბამისად ფსიქოლოგი ინტესნიურად მუშაობს.



წყარო:"გადაცემა იმედის დრო"

ვიდეო:

0
195
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0