x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გაიგეთ რა საიდუმლოს მალავს სფინქსი
image


უხსოვარი დროიდან ეგვიპტე მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ითვლება. დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ლეგენდარული სფინქსი 11 ათასი წლის წინ არის შექმნილი, წარღვმანდე ბევრად უფრო ადრე. ამის მტკიცებულებად, მის ზედაპირზე, ზღვის ეროზიის კვალი ითვლება.
რაც შეეხება გიზის პირამიდებს, მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ თავდაპირველად ამ ნაგებობებს სხვა დანიშნულება ჰქონდა და მხოლოდ მოგვიანებით, ფარაონების მმართველობის დროს იქცა სამარხებად. არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებითაც, თუ სინამდვილეში, ვინ იყვნენ ეგვიპტის ღმერთები და პირველი ფარაონები? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს! ისევე, როგორც არ არსებობს პასუხი, სფინქსთან და პირამიდებთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებზე.
ყველა საიდუმლოს ფარდას, გიზის პლატოზე კომპლექსური და მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების ჩატარება ახდიდა. მაგრამ, ეგვიპტის ხელისუფლება ამის უფლებას არ იძლევა.
ამავდროულად, ექსტრასენსები, მწერლები და ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები, სფინქსის ერთ-ერთი თათის ქვეშ, საიდუმლო ბიბლიოთეკის არსებობაზე მიუთითებენ. რომელშიც, მათივე მტკიცებით, ინფორმაციას ინახება, ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის უნიკალური ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ.


მძინარე წინასწარმეტყველი


image

imageერთ-ერთი ყველაზე პირველი, ვინც განაცხადა, რომ სფინქსის ქვეშ საკრალური ცოდნა ინახება, ამერიკელი ნათელმხილველი ედგარ კეისი (1877-1945) იყო.
მისი თქმით, სფინქსის ერთ-ერთი თათის ქვეშ, არსებობს მიწისქვეშა ოთახი, რომელშიც უნიკალური ტექნოლოგიები და გრაგნილები ინახება, პლანეტის წინა ცივილიზაციის შესახებ.

მედიუმის სიტყვებში მეცნიერებს ეჭვი არ შეაქვთ, რადგამ აღმოსავლეთში, უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, სფინქსის ქვეშ, სადღაც, «ცოდნის დარბაზი» მდებარეობს, რომელშიც დაღუპული ცივილიზაციის სიბრძნე ინახება.


«ცოდნის დარბაზი»


«ცოდნის დარბაზის» შესახებ ინფორმაცია, ბიზანტიელი ისტორიკოსის გეორგიე სინსცელის (VIII-IX სს.) ნაშრომში არის ნახსენები. იგივე ინფორმაცია მოცემულია ეგვიპტის ტაძრების კომპლექსზე. კედლის ჩანაწერებზე, უძველესი საცავი «არქივის სასახლედ», «ჩანაწერების დარბაზად» და იგივე, «ცოდნის დარბაზად» არის მოხსენიებული.
აშკარაა, რომ გიზის პლატოს ქვეშ მართლაც არის საიდუმლო დარბაზი, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. ეს რომ მართლაც ასეა, პირდაპირ არის ნათქვამი დაკრძალვის სარიტუალო ტექსტში, რომელიც ძვ. წ. აღრ. 2 000 წლით არის დათარიღებული.
ყველაზე დეტალურ ინფორმაციას, საიდუმლო ოთახის შესახებ, კოპტური (ეთნიკური ჯგუფი ეგვიპტეში) თქმულებები შეიცავს, რომელიც არაბი მოგზაურების მიერ არის ჩაწერილი. ტექსტებში საუბარია, მიწისქვეშა გვირაბების შესახებ, რომლებიც პირამიდებიდან ცოდნის დარბაზისკენ მიდის.
იგივე ინფორმაციას შეიცავს შუმერული ფირფიტები. რომლის მიხედვით, ვარსკვლავებიდან მოსული ანუნაკების თავშესაფარი მიწისქვეშა ქალაქი იყო. ხოლო, ქალაქში შესასვლელი გვირაბი «დრაკონის კბილებიანი და ლომის სახიან» «ჰუვანასთან» იწყებოდა. ასეთი აღწერილობა მხოლოდ სფინქსს მიესადაგება.

ათობით ასეთი ინფორმაცია არსებობს. მათ შორის ისეთებიც, მიწისქვეშა გვირაბების აღწერილობაა რომ არის მოცემული. ჩანაწერები უძველეს დროში მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით, - მათ, ვინც გვირაბებში ნამყოფები იყვნენ, მაგრამ ხაფანგების და «ხელოვნური ადამიანების» (იგულისხმება რობოტი-ქანდაკებები) გამო, დარბაზამდე მისვლა ვერ შეძლეს.

ინფორმაცია, მიწისქვეშა ქალაქის არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, არც თანამედროვე მეცნიერების ყურადღების მიღმა დარჩენილა და დაიწყო გიზის პლატოს დეტალური შესწავლა.


ბურღვა, სკანირება, აფეთქება...


ედგარ კეისი თავის წინასწარმეტყველებაში ამტკიცებდა, რომ სფინქსში ატლანტიდელი იმიგრანტების ნაშთებია. ხოლო მიწისქვეშა დარბაზებში შესასვლელი, სფინქსის მარცხენა თათის განაპირა ქვაკუთხედიქ ქვეშ არის. თითქოს, რთული არაფერია: მითითებული ადგილის, მხოლოდ რადარით გაშუქება და გათხრა არის საჭირო. სწორედ ასე მოიქცნენ 1989 წ. ვასედას (ტოკიო, იაპონია) უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფ. საკუჯი იოშიმურას ხელმძღვანელობით და მათ სფინქსის მარცხენა თათთან, ვიწრო გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც 2 მ. სიღრმიდან იწყებოდა და ხეფრენის პირამიდისკენ მიდიოდა. გარდა ამისა, რადიოტალღების მეშვეობით, პირდაპირ თათის ქვეშ, რაღაც სიცარიელე, დიდი მართკუთხა ღრუ აღმოაჩინეს. image
image

imageგაირკვა, რომ კეისი მართალი იყო! ეს აღმოჩენა საუკუნის სენსაცია გახდებოდა, კვლევები რომ გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ეგვიპტის ხელისუფლებამ მეცნიერებს ამის გაკეთების უფლება არ მისცა...


imageკომუნიკაციის სქემა სფინქსის ქვეშ, რომელიც ჰარვი სპენსერ ლუისმა 1936 წელს თავის წიგნში «Simbolic prophecy of the Great Pyramid» («დიდი პირამიდის სიმბოლოების წინასწარმეტყველება») გამოაქვეყნა.

იაპონელების კვალდაკვალ, იგივე 1989 წელს, მიწა თათის ქვეშ, ამერიკელმა გეოფიზიკოსმა თომას დობეცკიმაც გააშუქა. ის ეგვიპტის მხარის მიერ დაგეგმილი ექსპედიციის მიწვეული წევრი იყო. მისმა აპარატურამც დაადასტურა, მიწის ქვეშ, 5 მ. სიღრმეზე, მართკუთხა ოთახის არსებობა. თუმცა, ამერიკელ მეცნიერს, საკრალურ ცოდნამდე მისვლის საშუალება არ მიეცა. ძველი ეგვიპტის სამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხელმძძღვანელი ზაჰი ჰავასი იყო, დობეცკის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ექსპედიცია დახურა და უფრო მეტიც, სფინქსის მიდამოებში, უცხოელებს გეოლოგიური კვლევა და სეისმოლოგიური მონიტორინგი აუკრძალა.

დრო გადიოდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დიდკუსიები არ წყდებოდა. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, 1993 წელს ზაჰი ჰავასმა თავად დაიწყო გათხრები სფინქსის მიდამოებში. თუმცა არა იქ, სადაც იაპონელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, სავარაუდოდ, «ცოდნის დარბაზი» აღმოაჩინეს, არამედ, სფინქსის მარჯვენა თათთან - დასახელებული ადგილის საპირისპირო ადგილზე. აღნიშნული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მათ გვირაბი აღმოაჩინეს, თუმცა სამუშაოები ისევ შეაჩერეს. ოფიციალური ცნობით, იქ საინტერესო არაფერი იყო, - გვირაბი ძველი მაღაროს ნაწილი აღმოჩნდა. მაგრამ, ყვითელი პრესით, ანონიმ ინფორმატორზე დაყრდნობით, სულ სხვა სახის, ნამდვილად რომ დაუჯერებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა:

თითქოს მიწიდან, სფინქსის თათებს შორის, სტელა თვითონ ამოვიდა და რომ ის, გზავნილს შეიცავდა «ცოდნის დარბაზთან» დაკავშირებით. სტელა მაშინვე საცავში გადაიტანეს, რომ ტურისტებს არ წაეკითხათ, მასზე დატანილი ტექსტი. მაგრამ, საკითხავი ის არის: როგორ გააკეთებდნენ ამას თარჯიმნის გარეშე? თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ წარწერები იეროგლიფებით იყო გაკეთებული.image
image

imageშემდეგ, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა თითქოს მიაგნეს იმ ითახს, რომელიც იაპონელებმა აღმოაჩინეს. მაგრამ იქ მხოლოდ ამფორები და თოკები იყო. სამაგიეროდ, მომდევნო, მრგვალ ოთახში ნახეს გასასვლელი, საიდანაც, როგორც ძველ ჩანაწერებში იყო ნათქვამი, დიდი პირამიდებისკენ 3 გვირაბი მიდიოდა.

ამის შემდეგ კი, კვლევის ისტორია, სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტის ემსგავსება: ერთ-ერთ გასასვლელში ექსპედიციის მონაწილეებმა სინათლის ველი აღმოაჩინეს, რომელმაც მათ, გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. მის სიახლოვეს ადამიანი ცუდად ხდებოდა, უჩნდებოდა გულის რევის შეგრძნება და გონებას კარგავდა.



image

გასასვლელი სფინქსის ქვეშimage

რადგან დამცავი ველი ვერ გადალახეს, ველის მეორე მხარე რადარებით გააშუქეს და 12 სართულიანი შენობია აღმოაჩინეს, რომელიც მიწის სიღრმისკენ მიდიოდა. ამის შემდეგ, აღარ უნდოდათ რა, ბედის გამოცდა, უცხოელი სპეციალისტები მიიწვიე.
როგორ მოახერხეს ხსენებული ველის გათიშვა, უცნობია. მაგრამ, მას შემდეგ რაც შენობაში შევიდნენ, მიხვდნენ, რომ ის მაღაროს მსგავსი ნაგებობა იყო, რომელსაც ადამიანი უზარმაზარი, მიწისქვეშა ქალაქის გარეუბანში გაჰყავდა.
იგივე წყაროს მტკიცებით, არსებობდა ფირი, რომელზეც 15 000 წლის წინ აშენებული, მიწისქვეშა ქალაქი არის აღბეჭდილი, გრანდიოზული მასშტაბის შენობა-ნაგებობებით, ტაძრებით, მდინარეებით და ტბებით. წყალი ქალაქს ჰიდრავლიკური სისტემით მიეწოდებოდა.

ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებელია, რომ შეიძლება ყურადღება არც მიგვექცია. მაგრამ, საიდუმლო ქალაქის არსებობის შესახებ ინფორმაცია, გასული საუკუნის 40-იან წლებში უკვე ცნობილი იყო. მისი დაწვრილებითი აღწერა, მეცნიერებათა დოქ. სელიმ ჰასანის ანგარიში, «გიზის გათხრების» 10 ტომეულში არის მოცემული, რომელიც კაიროს სახელმწიფო გამომცემლობაში, 1944 წ. დაიბეჭდა.
როგორც ნაშრომის ავტორი და ცნობილი ეგვიპტოლოგი წერს, «ბოლო წელს, გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა მიწისქვეშა ქალაქის შესასვლელი იპოვეს. სიცარიელეში ჩასვლისას, მათ უამრავი დიდი ტაძარი, უმშვენიერესი სასახლე, მდინარეები და ტბები აღმოაჩინეს. ამასთან, როგორც ამბობენ, ქალაქი ერთიანი, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით იყო აშენებული».


image


და აქ ისმის კითხვა: სად არის ეს ქალაქი ახლა და რატომ არ უშვებენ იქ ტურისტებს? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ინტერვიუებში ამტკიცებენ, რომ არანაირი ქალაქი არ არსებობს და სიცარიელები სფინსქის ქვეშ — ჩვეულებრივი მაღაროების ნარჩენებია.
ითვლება, რომ ქალაქში შესასვლელი მთავარი ჭიშკარი, სფინქსის სიახლოვეს მდებარეობს და რა თქმა უნდა, მას იცავენ. ხოლო მეორე შესასვლელი, კაიროს ერთ-ერთ კოპტურ ტაძარში არის. ამ ადგილის პოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება «უძველეს მეგაპოლისში» ჩასვლა.


ღმერთების საჩუქარი


საკითხის არსს, თუ ეგვიპტის ხელისუფლების თვალსაზრისით მივუდგებით, ყველაფერი ძალიან ლოგიკურად გამოიყურება. ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, მსგავსი საიდუმლოს აღმოჩენის შემთხვევაში, სწორედ ასე მოიქცეოდა: ჯერ თავად გაერკვეოდა სიტუაციაში და შემდეგ გახდიდა საჯაროს ინფორმაციას, აღმოჩენილი არტიფაქტების შესახებ.
და მაინც, ძველი მითების და ყვითელი პრესის სტატიების განხილვის საფუძველზე, შეგვიძლია იმის დადგენა, თუ რა იპოვეს ეგვიპტელმა მეცნიერებმა მიწისქვეშა ქალაქში.
სხვადასხვა სახის არტიფაქტებთან ერთად, აღმოჩენილი იყო კამერა, რომელშიც თოტის (მითოლოგიის მიხედვით, განათლების და მეცნიერების ღმერთი) «ენერგიის კვერთხი» ინახებოდა. ეს ნივთი დეტალურად არის აღწერილი ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში. რომლიდანაც ვგებულობთ, რომ კატასტროფის შემდეგ, გადარჩენილ ატლანტებს, თავს ველური ადამიანები დაესხნენ, შეიარაღებულები შუბებით და სხვა პრიმიტიული იარაღებით. გარდაუვალი სიკვდილისგან ლტოლვილები თოტმა იხსნა. მან კვერთხის მტრისკენ დამიზნებით, თავდამსხმელები ადგილზე გაშეშა და ქვისგან გამოთლილ ქანდაკებებად აქცია.
გადმოცემის მიხედვით, კვერთხი 1, 5 მეტრის და 3 სმ. დიამეტრის არგანია (საბჯენი ჯოხი), რომლის თავზე ენერგიის კრისტალი მდებარეობს და მთელ სიგრზეზე, ძვირფასი ქვებით არის მოჭიქული. ყველა, ვინც მისი ხელში აღება სცადა, ცუდად გახდა. ამიტომ, ის კამერაში დატოვეს, რომლის კარი, დღემდე დახურულია.

imageP. S. მიწისქვეშა ქალაქში კვლევები დღემდე გრძელდება. მაგრამ, ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ექსპედიციის მონაწილეები ზევით მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამოდიან და ისიც ღამე.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?

უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

0
1738
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0