სხვა იდუმალი ქალაქი 2016, 4 ოქტომბერი, 15:46 ყველას გვახსოვს ლეგენდები ზღაპრულ ქალაქებზე, რომლებიც ადამიანებს ბრწყინავ მირაჟებად ევლინებიან და მერე უკვალოდ ქრებიან. მაგრამ, რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება, მით მეტი ლეგენდა იქცევა სინამდვილედ. ქალაქ ჟიგულიში უკვე ფოტოზე დააფიქსირეს ძველი თავადური სასახლე, იდენტიფიცირებულია ქალაქი-მირაჟი ალასკაზე. ყველაზე დიდი აღმოჩენა მეცნიერებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ელოდათ. 1995 წელს გერმანულმა ასტრონომიულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სენსაციური ინფორმაცია სათაურით: "აღმოჩენილია ღვთის საბრძანებელი!" ფოტოების სერიის გაშიფვრის შემდეგ (ფოტოები ტელესკოპმა "ჰაბლმა" გადმოსცა) მეცნიერების თვალწინ კოსმოსში მოცურავე დიდი, თეთრი ქალაქი აღიმართა. ნასა-ს წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს ტელესკოპის ვებსერვერის დრულად გამორთვა, ასე რომ, იდუმალი ქალაქის გამოსახულება რამდენიმე წუთის მანძილზე ინტერნეტის მომხმარებლებისთვისაც გახდა ცნობილი. თუმცა მკვეთრი გამოსახულება მათ არც უხილავთ. გამოსახულება თეთრ ლაქას მოგაგონებდათ. მაგრამ, როცა მეცნიერებმა დაწვრილებით შეისწავლეს ლაქა, მათ წინაშე ფანტასტიკური, მილიარდ კილომეტრზეგადაჭიმული "ღვთის საბრძანებელი" ქალაქი ბრწყინავდა არამიწიერი სილამაზით, როგორც ნასა-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ციური ქალაქი ჩვეულებრივი ქალაქი არ არის. სავარაუდოა, რომ იქ, შემოქმედის ტახტის მახლობლად გარდაცვლილთა სულები ცხოვრობენ. არსებობს სხა, არანაკლებ ფანტასტიკური ვერსიაც ქალაქის წარმოშობის შესახებ. კაცობრიობა დიდი ხანია, ამტკიცებს, რომ არსებობს უზენაესი გონი, სუპერცივილიზაცია და სახეზეა გალაქტიკური მასშტაბების აშკარა ტექნოლოგიური ობიექტი. შესაძლოა, "ჰაბლის" მიერ ნაპოვნი ქალაქი იმ სუპერცივილიზაციის გრანდიოზული საინჟინრო შემოქმედება იყო. 204 14-ს მოსწონს
|