ამერიკულმა ყოვერლკვირეულმა ჟურნალმა Time, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე
მდიდარი და გავლენიანი ადამინების სია შეადგინა.გამოცემამ უმდიდრეს
ადამიანებად შუა საუკუნეების სახელმწიფო მალის მმართველი მანსუ მუსა
დაასახელა.ამერიკელი სპეციალისტების თქმით, მუსას მმარტველობისას პერიოდში
მისი ქვეყანა ოქროს უდიდესი მწარმოებელი იყო, ამიტომაც მისი სიმდიდრის ზუსტი
შეფასება წარმოუდგენელია.რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა რომის იმპერიის
დამაარსებელი ოქტავიანე.ეკომომისტების დათვლით იმპერატორის ქონება
დაახლოებით 4, 6 ტრილიონი დოლარს ეკვივალენტი იქნებოდა.უმდიდრესი
ადამიანების ლიდერებში მოხვდა ასევე ჩინელი იმპერატორი შენ-ცზუნი, რომელიც
მე-11საუკუნებში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს მმართველი იყო.სიაში
მეოთხე ადგილზეა აკბარ I დიდი, მონღოლეთის დიდი იმპერიის ფადიშაჰი, რომელსაც
მსოფლიო წარმოების დაახლოებით მეოთხედი ეკუთვნოდა.მისი მმართველობისას
ადგილობრივი ელიტა ევროპელარისტორაკტებზე მდიდარი იყო.მეხუთე პოზიციაზე
იოსებ სტალინი აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს ეკონომიკას
აკონტროლებდა.როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა
კავშირის სიმდიდრე პირადად მას არ ეკუთვნოდა, სტალინს ჰქონდა შესაძლებლობა,
ემართა საბჭოთა ეკონომიკური ძლიერება.მეექვსე პოზიციაზეა ყველა დროის ყველაზე
მდიდარი ამერიკელი კომპანია US steel -მფლობელი ენდრიუ კარნეგი, რომელიც 372
მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა (2014 წლის კურსით) მეშვიდე ადგილი
დაიკავა ამერიკული, კომპანია Standard oil-ის დამფუძნებელი ჯონ რიკფერლერმა.მისი
ქონება 1918 წელს 1, 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რაც ახლანდელი კურსით
341 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.ერთ საფეხურით ქვემოთ მოხვდა რაინდი
ალენ “წითური" რეფუსი. მისი გარდაცვალების მომენტში, 1093 წელს ის 11 ატასი
გირვანქა სტერლინგად შეფასებული ქონების პატრონი იყო, რაც დაახლოებით 194
მილიარდი დოლარია.მეცხრე პოზიციაზე ყველაზე მდიდარი ადამიანი ცოცხლებში-
ბილ გეითსი.“ფორბსის" ბოლო დათვლით“, მაიკროსოფტის" დამფუძნებლის აქტივების
ღირებულებაა 78, 8 მილიარდი დოლარია.მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მდიდარი
ადამიანების ათეულს ასრულებს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეომარი,
მონღოლთა იმპერიის დამფუძნებელი ჩინგის-ხანი