ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პოლიტიკოსების საოცარი გამონათქვამები, რომლებიც აღტაცებაში მოგიყვანთ
წარმოგიდგენთ მსოფლიოს სამი სასტიკი და დაუნდობელი მმართველის - სტალინის, ჰიტლერისა და ლენინის გამონათქვამებს, რომლებიც გაგაოცებთ.
1) იოსებ სტალინი - საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე.
* ერთის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა – სტატისტიკა.
* იდეა იარაღზე უფრო ძლიერია. ჩვენ არ ვაძლევთ მტერს იარაღის ქონის ნებას და რად უნდა მივცეთ იდეების ქონის უფლება?
* როცა მოვკვდები ხალხი ნაგავს მომაყრის, მაგრამ მოვა დრო და ხალხი ნაგავს ისევ გადაქექავს.
* სიკვდილი წყვეტს ყველა პრობლემას, თუ არაა ადამიანი, არაა პრობლემაც.
* არავის არ ვენდობი. თვით საკუთარ თავსაც კი.
2) ადოლფ ჰიტლერი - გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი (1934-45) და კანცლერი (1933-45), ნაცისტური პარტიის ლიდერი (1921-45). ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.
* დემოკრატია - ეს მმართველობის ისეთი ფორმაა, როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.
* გაიტანეთ ჩემი ოთახიდან საათები, მე თვითონ გადავწყვეტ რა დროა.
* ცოდნასთან ბრძოლა უფრო ადვილია ვიდრე რწმენასთან.
* თქვი დიდი ტყუილი, გახადე ის უბრალო, განაგრძე მისი ღაღადი და ისინი დაიჯერებენ მას.
* თუ გსურს რომ ანათებდა მზესავით, პირველ რიგში უნდა იწვოდე მასსავით.
* მე შემიძლია ვიბრძოლო მხოლოდ იმისთვის, რაც მიყვარს. მიყვარდეს მხოლოდ ის, რასაც პატივს ვცემ და პატივი ვცე იმას, რის შესახებაც სულ ცოტა მაინც ვიცი.
3) ვლადიმერ ლენინი - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი.
* სიბრმავეზე უარესი არდანახვის სურვილია.
* ინტელიგენცია ნაციის ტვინი კი არა, ფეკალიებია.
* მითხარ, ვინ გაქებს და გეტყვი, სად დაუშვი შეცდომა.
* სოციალიზმის მიზანი კომუნიზმია.
* შეიძლება არ არსებობდეს სახელმწიფო და არსებობდეს თავისუფლება, მაგრამ როდესაც არ არსებობს თავისუფლება, არ იქნება სახელმწიფო.