x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
კუნძულ როსის საშინელი ისტორია

image


ინდოეთის ოკეანეში, ანდამანის კუნძუ როსზე, II მსოფლიო ომის შემდეგ, არავინ ცხოვრობს. დღეს ის ფილმის «ჯუნგლების წიგნის» დეკორაციას უფრო ჰგავს, ვიდრე ბუნებრივ გარემოს. იყო დრო, როდესაც ამ ადგილს «აღმოსავლეთის პარიზსაც» ეძახდნენ მისი საოცარი არქიტექტურის და ცხოვრების მაღალი დონის გამო, რაც არ იყო დამახასიათებელი ამ რეგიონის ტროპიკული რეგიონისთვის.

image

image

image

კუნძული როსი ბრიტანეთის ხელისუფლების ცენტრად ითვლებოდა ანდამანის კუნძულებზე, ხოლო XIX საუკუნის 50-იან წლებში, ინდოეთის კოლონიალურმა ხელისუფლებემ მართვის ცენტრი და შტაბ-ბინა ამ კუნძულზე გადაიტანა და უკვე აქედან კონტროლდებოდა როგორც ინდოეთი, ისე ინდოეთის ოკეანეში არსებული, დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიები.

მაგრამ რა მოხდა? რატომ არის, რომ ერთ დროს ულამაზესი კუნძული, რომელზეც ხალხი ცხოვრობდა, დღეს ბუნების «ტყვეობაში» არის? რატომ მისცეს ადამიანმა ჯუნგლებს უფლება, რომ კუნძულის უნიკალური არქიტექტურა გაენადგურებინა?


image


საშინელი ისტორია, რომელმაც კუნძული ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მასზე პირველმა ბრიტანელმა დადა ფეხი. ეს XVIII საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. საზღვაო ფლოტის ლეიტენანტმა არჩიბალდ ბლეირმა გადაწყვიტა, რომ კუნძული კარგი ადგილი იქნებოდა გამოსასწორებელი კოლონიის დასაარსებლად (ისეთის, როგორიც თანამედროვე გუანტანამოს ციხე იყო). თუმცა, ინგლისური დასახლების შექმნის პირველივი მცდელობა, მარცხით დასრულდა – ყველა, ვინც კუნძულზე იმყოფებოდა, მალარიის ეპიდემიის შედეგად დაიღუპა.
1857 წელს ინდოეთში აჯანყების ჩახშობის და ქვეყნის პირდაპირ ინგლისის დედოფლის იურისდიქციაში გადასვლის შემდეგ, როსი გახდა პოლიტპატიმრების სადამსჯელო ადგილი, სადაც არაადამიანურ პირობებში, 15 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

image
იმ დროს, ადგილობრივები კუნძულს «შავ წყალს» ეძახდნენ — იმ საშინელი დანაშაულებების გამო, რაც ციხის კედლებს მიღმა ხდებოდა, ხოლო თავად ბრიტანეთში, როსს «აღმოსავლეთის პარიზად» მოიხსენიებდნენ. ნებისმიერი საზღვა ოფიცრისთვის დიდი პატივი იყო, კუნძულზე თანამდებობის მიღება და იქ საკუთარი ოჯახით დასახლება.
თანდათანობით კუნძულზე მდიდრული სახლები გაჩნდა, სამეჯლისო დარბაზებით და მოვლილი ბაღებით, ეკლესიები, აუზები, ჩოგბურთის კორტები, ტიპოგრაფია, ბაზარი, საავადმყოფო, საცხობი – ყველაფერი, რაც იმ დროს, თანამედროვე დასახლებასთან და კომფორტულ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა.

image
თუმცა, კუნძულზე მყოფი პატიმრებისთვის ყოფა სრულიად განსხვავდებოდა იმ ინგლისელების ცხოვრებისგან, რომლებიც მდიდრულ ვილებზე ცხოვრობდნენ. პატიმრების პირველ ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში 200 მსჯავრდებული იყო, კუნძული გაასუფთავებინეს ხშირი და გაუვაი ტყისგან, რომ შემდეგ, იმ ადგილზე სახლები აეშენებინათ. ამ ადამიანებს ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნდათ ცხოვრებისთვის. ბორკილებით, დიდი ჯაჭვებით და რკინის საყელოებით ყელზე, არა მარტო ბუნებას ებრძვოდნენ, არამედ გადარჩენისთვისაც იბრძვოდნენ. ისინი კოლონიას მხოლოდ ხით და ქვით აშენებდნენ. შემდეგ, პატიმრების რიცხვი გაიზარდა და მშენებლობაზე უკვე ათასობით პატიმარი «დასაქმდა». კარვები და ქოხები იყო მათი თავშესაფარი, რომლებშიც წვიმის დროს, წყალი ჩადიოდა. როდესაც პატიმრების რიცხვმა 8 000 გადააჭარბა, ეპიდემიამ იფეთქა და 3500 ადამიანი დაიღუპა.

image
საშინეი პირობების მიუხედავად, მონური მდგომარეობა ყველაზე საშიში რამ არ იყო, რაც კუნძულზე პატიმრებს ემუქრებოდათ. კოლონიას დროდადრო ანდამანის ადგილობრივი ტომები «სტუმრობდნენ», რომელთა შორის, უმრავლესობა კანიბაი იყო. ისინი ტყეში მომუშავე პატიმრებს იტაცებდნენ, ჯერ აწამებდნენ და შემდეგ კლავდნენ.

ის ვინც კუნძულიდან გაქცევას შეეცდებოდა და ადგილობრივებს გადაეყრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან მიბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელოდა, მაინც ბანაკში ბრუნდებოდა. სწორედ ამ მიზეზით, 80 ადამიანი ჩამოახრჩეს კუნძულზე.

image
კიდევ რა შეიძლება ითქვას კუნძულზე პატიმრების მდგომარეობის შესახებ? ალბათ ის, რომ როდესაც პატიმრების რიცხვმა 10 000 კაცს გადააჭარბა, ექიმების ბრიგადა ჩავიდა მათი ჯანმრთელობის შესასწავლად და მხოლოდ 45 ადამიანის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფიებლად. ბანაკში იმის გამო, რომ ხშირად შიმშილობდნენ, არ ჰქონდათ ტანსაცმელი და თავშესაფარი, წელიწადში 700-მდე ადამიანი იღუპებოდა.

image
ამავე დროს, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, ამ ადამიანების ახალი სამედიცინო პრეპარატების ტესტირებისთვის გამოყენების შესახებ. წამლებს საშინელი გვერდითი მოვლენები ჰქონდა, რაც ძლიერ გულისრევებში, დიზინტერიის შეტევებში და დეპრესიაში გამოიხატებოდა. ამის გამი, ზოგიერთი პატიმარი ზიანს აყენებდა სხვა პატიმრებს, რომ ის, ჩადენი დანაშაუის გამო, სიკვდით დაესაჯათ, რითაც თავს დააღწევდა ამ გაუსაძლის მდგომარეობას. მაგრამ ხელისუფლება ასეთ ქმედებაზე იმით პასუხობდა, რომ ისედაც მცირე ყოველდღიურ ულუფას, კიდევ უფრო ამცირებდა.

image


ამჟამად, პატიმრების მიერ აშენებული შენობებიდან, თითქმის აღარაფერი დარჩა – ხის ფესვები და ტოტები დაეპატრონენ იმას, რაც 1941 წლის მიწისძვრის შემდეგ დარჩა. საშინემა სტიქიამ სრულიად გაანადგურა კუნძულის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა იძულებული გახდა, კუნძული დაეტოვებინა, ხოლო კინძუზე არსებუი შტაბ-ბინა, მეზობელად მდებარე, პორტ-ბლერში გადაიტანეს. II მსოფლიო ომის დროს, კუნძულზე იაპონელები გამოჩნდნენ და იმ ბრიტანელებმა, რომებიც იქ ჯერ კიდევ რჩებოდნენ, კუნძული სასწრაფოდ დატოვეს – და უკვე სამუდამოდ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ოკუპაცია 1945 წელს დასრულდა, აღარავის უცდია კუნძულზე დასახლება.

დღეს როსის კუნძულს მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ.

image

image

2
902
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
902
  
2016, 29 სექტემბერი, 10:32
რომ ვერ იტევს, ამიტომაც მოხდა მიწისძვრა.
2016, 29 სექტემბერი, 10:09
საშინელი ისტორიაა რაა. როგორ იტევს დედამიწა ამდენ ბოროტებააას
0 1 2