ფოტოგრაფია ცნობილი ადამიანების ნაკლებად ცნობილი სურათები (20 ფოტო) 2023, 17 ნოემბერი, 16:01 ჟერარ დეპარდიე და ჯონ ტრავოლტა. როდის და სად გადაიკვეთა მათი გზები – უცნობია. მაგრამ, ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და შეიძლება, მეგობრებიც არიან. ვიქტორია ბეკჰემი. "ცივი" ვიქტორია, რომელიც საზოგადოებაში ძალზე იშვიათად იღიმება, ერთ დროს, მეტად ხალისიანი ბავშვი იყო. კვენტინ ტარანტინო. მარჯვნივ – ტარანტინოა, რომელსაც ყველა იცნობს და ყველას უყვარს. ხოლო, მარცხნივ – ტარანტინო, რომელმაც თავისი გზა კინოში, ასობით და ათასობით ფილმის ყურებით დაიწყო. უმა თურმანი და მიხაილ ბარიშნიკოვი. ვიდრე სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი მოდელი იყო. ხოლო, ფოტო ბარიშნიკოვთან, მხოლოდ ფოტოსესიის ნაწილია (1987 წ.) შონ კონერი. თვალები რომ არა და კიდევ ის, რომ ეს ფოტოები გვერდი–გვერდ არის, ალბათ, ვერასდროს მივხვდებოდით, რომ ეს ახალგაზრდა მეზღვაური შონ კონერია. შონ კონერი და ბრიჯიტ ბარდო. მეტად უცნაური ფოტოა და არც მისი ისტორიაა ცნობილი – რთული სათქმელია, რა გახდა კადრის გადაღების მიზეზი, რომელშიც შონ კონერს, თითქოს, ბარდოს თავი უკავია ხელში. ჯო ბაიდენი. ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჯო ბაიდენი, ერთ დროს ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო. მტკიცებულება კი აქ არის: ჯესიკა ბილი და სკარლეტ იოჰანსონი. ბავშვობაში ისინი მეგობრობდნენ და ჩვეულებრივი გოგონები იყვნენ. ახლა კი, ორივე ჰოლივუდის ვარსკვლავია. ტომ ჰენქსი. 70–იანი წლების ფოტოში, რთულია ტომ ჰენქცის ამოცნობა, რადგან მასზე, მომავალ მსახიობს ისეთი ვარცხნილობა აქვს, რომ თითქოს, ფოტო გასული საუკუნის 20–იან წლებშია გადაღებული. ელისაბედ II და მერილინ მონრო. ორი საოცარი ქალი, ორივე – ისტორიული ფიგურაა, ორივემ ცხოვრება სხვებისთვის მსახურებას მიუძღვნა. სხვა მხრივ კი, რთულია, უფრო განსხვავებული ადამიანების პოვნა, ვიდრე ისინი იყვნენ. მაიკლ ჯექსონი და სტივენ ტაილერი. პატარა მაიკლი და სტივენი – დღეს ერთი აღარ არის, მეორე კი, თითქმის არც შეცვლილა... იქნებ, სულ ცოტათი. ელაიჯა ვუდი და მაკოლეი კალკინი. ბიჭები გაიზარდნენ, მაგრამ ბევრის თვალში ისევ ბავშვებად რჩებიან... უიტნი ჰიუსტონი. პატარა უიტნიმ, როდესაც ამ ფოტოს იღებდა, არ იცოდა წინ რამხელა აღიარება ელოდა... სამწუხაროა, რომ მისი ისტორია ასე დასრულდა. ელტონ ჯონი და შერი. შოუ–ბიზნესის ორი უბერებელი ვარსკვლავი. რა თქმა უნდა, წლების შემდეგ, გარკვეული ცვლილებები არის, მაგრამ, საერთო ჯამში, ორივე კარგ ფორმაშია. სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი. ციფრული ტექნოლოგიების ორი გიგანტის ნახვა ერთ კადრში, ნამდვილად რომ უპრეცედენტოა! ალბათ ეს, მათი იშვიათი ერთობლივი ფოტოებიდან ერთ–ერთია, ან იქნებ, ერთადერთიც. რადგან, Apple-ს და Microsoft-ს შორის დაპირისპირება, დღემდე გრძელდება. შაკირა. ვინმეს ახსოვს შაკირა მუქი თმით? ალბათ, არავის! რადგან ეკრანებზე გამოჩენის მომენტისთვის, ის უკვე ქერა იყო. სინამდვილეში, მისი ბუნებრივი თმა შავი ფერის არის. მაიკლ ჯექსონი და ფრედი მერკური. ორი ლეგენდა, რომლის შესახებ მითქმა–მოთქმა, მათი გარდაცვალების შემდეგაც არ წყდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ლეგენდები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ. ბენ აფლეკი და მეტ დეიმონი. ზედა ფოტოზე ბენი და მეტი დედებს ურეკავენ, იმის სათქმელად, რომ ოსკარი მიიღეს ფილმის – "ნიჭიერი უილ ჰანტინგის" (1997 წ.) სცენარისთვის. ქვემოთ კი, ოსკაროსანი მეგობრები, წლების შემდეგ. დენი დევიტო. იცნობდით, სკოლის დროინდელ ფოტოზე დენი დევიტოს? მერი სტრიპი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მერი სტრიპი პატარა გოგონას სახით? ალბათ არა, –არა? არა და ის Cheerleader–იც კი იყო ჰარისონ ფორდი. ახალგაზრდა ფორდი, , უდავოდ, სიმპათიურია. მაგრამ, არც ასაკში მყოფი "ინდიანა ჯონსი" გამოიყურება ნაკლებად... კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი. ეს "მატრიცას" დროინდელი ფოტოა. მას შემდეგ, 24 წელი გავიდა და ფილმის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, შეიცვალნენ. სტინგი და გვენ სტეფანი. სტინგი ავტოგრაფს, იმ დროს ჯერ კიდევ უცნობ, გვენ სტეფანოს აძლევს. არხის სხვა სიახლეები:* ეგვიპტური პირამიდების ქვეშ ის მიწისქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელზეც ჰეროდოტე წერდა* შემთხვევითი ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (V ნაწილი)* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი369 3-ს მოსწონს
|